"სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№1094
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით (სსმ III, 1999 წ., №69 (76), მუხ. 1064) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის:
ა.ა)პირველ პუნქტში:
ა.ა.ა)სიტყვები:,,სასაზღვრო საბაჟო ორგანო (შემდეგში - საბაჟო ორგანო);’’შეიცვალოს სიტყვებით: ,,პორტალი(შემდეგში - პორტალი);’’;
ა.ა.ბ)სიტყვები:,,პირადობის და საქართველოში შემოსვლის ან გასვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები.’’შეიცვალოს სიტყვებით: ,,სათანადო სამგზავრო დოკუმენტი.’’;
ა.ბ)მე-5 პუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოს’’ შეიცვალოს სიტყვებით: ,,პორტალის უფლებამოსილი”;
ა.გ)მე-7 პუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოების წარმომადგენლებთან’’შეიცვალოს სიტყვებით: ,,საგადასახადო ორგანოების თანამშრომლებთან’’;
ბ)მე-7მუხლის:
ბ.ა)მე-3 პუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოს წარმომადგენლებს” შეიცვალოს სიტყვებით: ,,პორტალის უფლებამოსილ თანამშრომლებს”;
ბ.ბ)მე-4 პუნქტში:
ბ.ბ.ა)სიტყვა:,,საბაჟოს,”შეიცვალოს სიტყვით: ,,პორტალის,’’;
ბ.ბ.ბ)სიტყვები:,,დალუქული ვაგონი (კონტეინერი).” შეიცვალოს სიტყვებით: ,,დალუქული ვაგონი (კონტეინერი), რაზედაც დგება სათანადო აქტი.’’;
გ)მე-8 მუხლის:
გ.ა)მე-2 პუნქტის:
გ.ა.ა),,ბ’’ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ)პორტალის უფლებამოსილი თანამშრომელი;’’;
გ.ა.ბ),,გ’’ქვეპუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოს’’შეიცვალოს სიტყვით: ,,პორტალის’’,ხოლო სიტყვა: ,,პირი’’შეიცვალოს სიტყვით: ,,თანამშრომელი’’;
გ.ა.გ),,დ’’ქვეპუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოს’’შეიცვალოს სიტყვით: ,,პორტალის’’,ხოლო სიტყვა: ,,პირი’’შეიცვალოს სიტყვით: ,,თანამშრომელი’’;
გ.ა.დ),,ე’’ქვეპუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოს’’შეიცვალოს სიტყვით: ,,პორტალის’’,ხოლო სიტყვა: ,,პირი’’შეიცვალოს სიტყვით: ,,თანამშრომელი’’;
გ.ბ)21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,21 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პორტალის სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომელი გემზე ადის პირველი და ეცნობა გემის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ამოწმებს საერთაშორისო საზღვაო დეკლარაციას, გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიულ მოწმობას და კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტებს, საჭიროების შემთხვევაში იღებს სინჯს და ნიმუშს ლაბორატორიული გამოკვლევისათვის. მას შემდეგ, რაც პორტალის სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომელი დარწმუნდება, რომ გემზე არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ უქმნის რისკს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, შესაბამისი პროცედურების განხორციელების მიზნით, თანხმობას აძლევს სხვა პირებს გემზე ასასვლელად.’’;
დ)მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოს’’შეიცვალოს სიტყვებით: ,,პორტალის უფლებამოსილ თანამშრომელს’’;
ე)მე-10 მუხლის:
ე.ა)პირველ პუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოს’’შეიცვალოს სიტყვით: ,,პორტალის’’;
ე.ბ)მე-2 პუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოს’’შეიცვალოს სიტყვით: ,,პორტალის’’;
ე.გ)მე-3 პუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოს’’შეიცვალოს სიტყვით: ,,პორტალის’’;
ვ)მე-11 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები: ,,(საბაჟო ზონაში) საბაჟო ორგანოს’’შეიცვალოს სიტყვებით: ,,(კონტროლის ზონაში)პორტალის’’;
ზ)მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა: ,,საბაჟოს,’’შეიცვალოს სიტყვით: ,,პორტალის,’’;
თ) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2.ნავსადგურის ადმინისტრაცია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ადგილების გამოყოფის შესახებ აცნობებს პორტალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს და სხვა დაინტერესებულ ორგანოებს.’’;
ი)25-ე მუხლის:
ი.ა)მე-2 პუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოებთან’’შეიცვალოს სიტყვით: ,,პორტალთან’’;
ი.ბ)მე-4 პუნქტში სიტყვები: ,,სასაზღვრო ძალებისა და საბაჟო ორგანოების’’შეიცვალოს სიტყვებით: ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლის’’;
ი.გ)მე-5 პუნქტში:
ი.გ.ა)სიტყვები:,,საბაჟო ორგანოების’’შეიცვალოს სიტყვებით: ,,პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლის’’;
ი.გ.ბ)სიტყვები:,,გადასაზიდი ტვირთი.’’შეიცვალოს სიტყვებით: ,,გადასაზიდი ტვირთი, რაზედაც დგება სათანადო აქტი.’’;
ი.დ)მე-6 პუნქტში სიტყვები: ,,საბაჟო ორგანოების’’შეიცვალოს სიტყვებით: ,,პორტალის უფლებამოსილი თანამშრომლის’’;
კ) 29-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა: ,,საბაჟო’’შეიცვალოს სიტყვით: ,,საგადასახადო’’.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან .
მ. სააკაშვილი