საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2010
ძალის დაკარგვა 31.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №1095
სარეგისტრაციო კოდი 010210050.08.002.016128
გამოქვეყნების წყარო სსმ, 172, 31/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი |
| 2 | ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე |
| 3 | ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე |
| 4 | ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მრჩეველი |
| 5 | დეპარტამენტის დირექტორი |
| 6 | მთავარი მრჩეველი |
| 7 | მრჩეველი |
| 8 | დეპარტამენტის დირექტორი |
| 9 | მთავარი მრჩეველი |
| 10 | დეპარტამენტის დირექტორი |
| 11 | მთავარი მრჩეველი |
| 12 | მრჩეველი |
| 13 | დეპარტამენტის დირექტორი |
| 14 | მთავარი მრჩეველი |
| 15 | დეპარტამენტის დირექტორი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; text-autospace:none; font-size:15.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.BodyTextChar { }
span.FooterChar { }
span.BalloonTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.saxexmlChar { font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:63.0pt .8in .75in .8in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1095
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ
„
ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კა
ნონის მე-7 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანდართული დებულება (დანართი №
1) და საშტატო განრიგი (დანართი №
2).
2. საშტატო განრიგის შესაბამისად განისაზღვროს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობების დასახელება და თანამდებობრივი სარგოები.
3. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მოხელეთა საერთო რიცხოვნობა განისაზღვროს 38
(ოცდათვრამეტი
) საშტატო ერთეულით.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 იანვრის №5
ბრძანებულება.
5. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
.
მ. სააკაშვილი
დანართი №1
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (შემდე
გში – აპარატი) არის საქართველოს კონსტიტუციის, “ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შექმნილი დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობას.
2. აპარატი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის დაწესებულება და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. აპარატს უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
4. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, “
ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები, კონსტიტუციური შეთანხმება, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები.
5. აპარატში სამსახური არის საჯარო სამსახური, რომელიც რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.
6. აპარატის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
7. აპარატს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, სათანადო ხარჯთა ნუსხა, ემბლემა, ბეჭედი და ტიტულოვანი ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
8. აპარატის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ.N7.
მუხლი 2🔗. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. აპარატის ძირითადი ამოცანაა “
ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად,
ხელი შეუწყოს საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობას, აგრეთვე ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის კოორდინაციასა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლს.
2. აპარატი კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას თავდაცვის, უშიშროების, სამართალდაცვისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სხვა სფეროებში, რისთვისაც იგი:
ა) ახორციელებს ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების შეფასებასა და პროგნოზირებას;
ბ) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ;
გ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
დ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, უშიშროების, დამნაშავეობასთან ბრძოლის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას;
ე) საქართველოს პრეზიდენტის დავალების შესაბამისად უზრუნველყოფს ქვეყანაში საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვის კოორდინაციას;
ვ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლს;
ზ) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას, საჭიროების შემთხევევაში მათ წარდგენას საქართველოს პრეზიდენტისათვის;
თ) ამზადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს;
ი) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
კ) საქართველოს პრეზიდენტის დავალების, ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტებს და ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობის შეფასებასა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას;
ლ) ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი
აქტების პროექტებს თავდაცვის, უშიშროებისა და სამართალდაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობის პირთა დანიშვნის, მათთვის სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;
მ) საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად განიხილავს სამხედრო, სპეციალური სამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართვებსა და წერილებს;
ნ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით წარმართავს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული მუდმივი და დროებითი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობას;
ო) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათაშორის თანამშრომლობას.
3. აპარატი, დაკისრებულ ამოცანათა შესრულებისას, სამსახურებრივად ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
მუხლი 3🔗. აპარატის ხელმძღვანელობა
1. აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი:
ა) უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობის ორგანიზებას;
ბ) ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს;
გ) ახორციელებს ორგანიზაციულ ღონისძიებებს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
დ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების შესასრულებლად;
ე) წარმართავს აპარატის საქმიანობას, ახორციელებს აპარატის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს, ასევე აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე;
ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
ზ) საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეების კანდიდატურებს;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის სხვა მოხელეებს, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს;
ი) უფლებამოსილია შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისია;
კ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას აპარატის მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ლ) ამტკიცებს აპარატის შინაგანაწესს;
მ) დადგენილი წესით ანიჭებს აპარატში მომუშავე საჯარო მოხელეებს საჯარო სამსახურის შესაბამის საკლასო ჩინებს;
ნ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის წარადგენს აპარატის თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოზე;
ო) წარადგენს წინადადებებს აპარატის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის თაობაზე;
პ) იღებს გადაწყვეტილებას აპარატის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ;
ჟ) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის დებულებასა და საშტატო განრიგს;
რ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს მუდმივი და დროებითი საუწყებათაშორისო კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ;
ს) კოორდინაციას უწევს მუდმივი ან დროებითი კომისიების საქმიანობას. უფლება აქვს ცალკეულ დავალებათა შესრულების ვადით კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სახელშეკრულებო საფუძველზე მოიწვიოს სპეციალისტები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები;
ტ) საქართველოს პრეზიდენტს აბარებს ანგარიშს აპარატის საქმიანობის შესახებ;
უ) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ცალკეულ დავალებებს.
3.საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ჰყავს ოთხი
მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.
4.საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 4🔗. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ამოცანები
1. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ანალიტიკური დეპარტამენტი: ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად შეიმუშავებს აუცილებელ ღონისძიებათა კომპლექსს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო შიდა და გარე საფრთხეების პროგნოზირების, გამოვლენის, თავიდან აცილების და ნეიტრალიზაციისათვის; შეისწავლის და აანალიზებს კონფლიქტურ ზონებში არსებულ მდგომარეობას და პერსპექტივებს; ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის შეიმუშავებს წინადადებებს მოვლენათა მძიმე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა შედეგების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად; ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის კანონმდებლობით მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ინფორმაციის მოძიებას, ანალიზს და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად ამზადებს შესაბამის წინადადებებს და რეკომენდაციებს;
ბ) საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტი: განსაზღვრავს ქვეყნის წინაშე მდგარ საგარეო–პოლიტიკურ საფრთხეებს და შეი
მუშავებს მათზე რეაგირების სტრატეგიას; კოორდინაციას უწევს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს; უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომლობას საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებში; ხელს უწყობს საქართველოს ხელსაყრელი პოლიტიკური იმიჯის ფორმირებას საერთაშორისო ასპარეზზე; ეროვნული უშიშროების საბჭოს სახელით წარმართავს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, წარმოადგენს საბჭოს უცხო ქვეყნების ოფიციალურ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოურ მედიასთან ურთიერთობაში;
გ) თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის
დეპარტამენტი: კოორდინაციას უწევს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის და სტრატეგიული და სხვა სახის დოქტრინალური დოკუმენტების შემუშავებას; შესაბამის უწყებებთან ერთად შეიმუშავებს და კოორდინაციას უწევს თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების და მასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებას; ახორციელებს ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში შემავალი ცალკეული სახელმწიფო უწყებების ან უწყებათა
შორისი ჯგუფების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმების სტრატეგიებთან და სხვა სახის დოქტრინალურ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლს; ახორციელებს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში არსებული მდგომარეობის ანალიზს და უსაფრთხოების გარემოს ცვლილებებიდან გამომდინარე ამზადებს რეკომენდაციებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ
განსახილველად; განიხილავს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ განსახილველად ამზადებს საქართველოს
კანონებისა
და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების სფეროებში; ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის განსახილველად შეიმუშავებს წინადადებებს და რეკომენდაციებს თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით; ამზადებს საქართველოს
პრეზიდენტის შესაბამის დირექტივებს თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების და მასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებზე, ისევე როგორც არსებულ საფრთხეებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე;
დ) ადამიანის უფლებათა, უმცირესობებისა და კანონის უზენაესობის დეპარტამენტი: კოორდინაციას უწევს ადამიანის უფლებების, უმცირესობებისა და კანონის უზენაესობის სფეროში სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის ფორმირებასა და მისი შემდგომი განხორციელების პროცესს; შეისწავლის და აანალიზებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის უმცირესობათა უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის მხრივ არსებულ მდგომარეობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს ეროვნული უშიშროების საბჭოს და შესაბამისი უწყებების მიერ შემდგომი განხილვისა და რეაგირების მიზნით; შეიმუშავებს ნორმატიული აქტების პროექტებს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების, ასევე კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით; კოორდინაციას უწევს ადამიანის უფლებათა საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მთავრობის მიერ წარსადგენი ანგარიშების მომზადებას; ხელს უწყობს ეროვნული უშიშროების საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის ეფექტიან წარმართვას;
ე
) ადმინისტრაციული
დეპარტამენტი: უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ
საქმიანობას, რაც მოიცავს საფინანსო-სამეურნეო, საკადრო, იურიდიულ და საქმისწარმოების ფუნქციებს; ახორციელებს აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზებას, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაციას, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საკონტროლო დავალებათა შესრულებას.
2. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ დეპარტამენტის დირექტორები.
დეპარტამენტის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
დანართი №2
N
თანამდებობა
საშტატო ერთეულის რაოდენობა
თანამდებობრივი სარგო
1
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
1
3540
2
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
4
2950
3
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე
2
1200
4
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მრჩეველი
4
850
ანალიტიკური დეპარტამენტი
5
დეპარტამენტის დირექტორი
1
2 100
6
მთავარი მრჩეველი
1
1100
7
მრჩეველი
1
850
საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტი
8
დეპარტამენტის დირექტორი
1
2100
9
მთავარი მრჩეველი
4
1100
თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტი
10
დეპარტამენტის დირექტორი
1
2100
11
მთავარი მრჩეველი
2
1100
12
მრჩეველი
1
850
ადამიანის უფლებათა, უმცირესობებისა და კანონის უზენაესობის დეპარტამენტი
13
დეპარტამენტის დირექტორი
1
2100
14
მთავარი მრჩეველი
4
1100
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
15
დეპარტამენტის დირექტორი
1
2100
16
მთავარი მრჩეველი
4
1 100
17
მრჩეველი
2
850
18
სპეციალისტი
1
700
19
ფინანსური მენეჯერი
1
1300
20
ბუღალტერი
1
850
ს უ ლ :
38