საჯარო მოხელეთა საკლასო ჩინების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 13.02.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 14, 24/02/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.02.2003 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო მოხელეთა საკლასო ჩინების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №47
2003 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო მოხელეთა საკლასო ჩინების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების თანახმად, საჯარო მოხელეთათვის საკლასო ჩინის მინიჭების მიზნით:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება საჯარო მოხელეთა საკლასო ჩინების მინიჭების წესის შესახებ.
2. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურომ.
ე. შევარდნაძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა საჯარო მოხელეთა საკლასო ჩინების მინიჭების წესის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი
ეს დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის „საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულებისა და „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში მომუშავე საჯარო მოხელეთა საკლასო ჩინის მინიჭების წესს.
მუხლი 2🔗. მოხელეთა საკლასო ჩინი და მისი მინიჭების მიზანი
1. მოხელის საკლასო ჩინი განსაზღვრავს მისი პროფესიული დონისა და მონაცემების შესაბამისობის ხარისხს მოცემული თანამდებობისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.
2. საკლასო ჩინის მინიჭება ან ჩამორთმევა ხდება მოხელის მიერ ატესტაციის გავლის შედეგების მიხედვით, გარდა იმ მოხელეებისა, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად კომპეტენციის განვრცობადობისა და უფლებამოსილების დონის მიხედვით საჯარო სამსახურში თანამდებობები იყოფა შემდეგ რანგებად:
ა) მთავარი საჯარო თანამდებობა;
ბ) წამყვანი საჯარო თანამდებობა;
გ) უფროსი საჯარო თანამდებობა;
დ) უმცროსი საჯარო თანამდებობა.
4. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მოხელეებს საჯარო სამსახურში დაკავებული თანამდებობის შესაბამისად შეიძლება მიენიჭოთ შემდეგი საკლასო ჩინი:
ა) მთავარ საჯარო თანამდებობაზე
– ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი,
– პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი,
– სახელმწიფო მრჩეველი;
ბ) წამყვან საჯარო თანამდებობაზე
– პირველი, მეორე, მესამე კლასის მრჩეველი;
გ) უფროს საჯარო თანამდებობაზე
– საჯარო სამსახურის, პირველი, მეორე, მესამე კლასის მრჩეველი;
დ) უმცროს საჯარო თანამდებობაზე
– საჯარო სამსახურის პირველი, მეორე, მესამე კლასის რეფერენტი.
5. საკლასო ჩინს ანიჭებს:
ა) სახელმწიფო მრჩევლებს – საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) პირველი, მეორე, მესამე კლასის მრჩევლებს, საჯარო სამსახურის მრჩევლებს, საჯარო სამსახურის რეფერენტებს – შესაბამის თანამდებობაზე არჩევის (დანიშვნის) უფლების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი), ხოლო პირდაპირი კენჭისყრით არჩეულ ქალაქის გამგებლებს – შესაბამისი ქალაქის საკრებულო.
6. მოხელეს, რომელსაც მინიჭებული აქვს საკლასო ჩინი, შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის მთელ პერიოდში მიეცემა საკლასო ჩინისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი, რომელიც გაიცემა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ მე-4 პუნქტით დამტკიცებული საჯარო მოხელეების საკლასო ჩინისათვის ხელფასის დანამატების შესაბამისად, „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მომუშავე პირთათვის – ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გათვალისწინებული თანხებით.
7. მთავარი საჯარო თანამდებობის მოხელეებს საკლასო ჩინის მისანიჭებლად კანონით დადგენილ მოთხოვნებთან ერთად უნდა ჰქონდეთ:
ა) სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინისათვის – მთავარ საჯარო თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 6 თვის სტაჟი;
ბ) პირველი კლასის სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინისათვის მთავარ საჯარო თანამდებობაზე მუშაობის ორი წლის სტაჟი;
გ) ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინისათვის – მთავარ საჯარო თანამდებობაზე მუშაობის სამი წლის სტაჟი.
8. მთავარი საჯარო თანამდებობის მოხელეებისათვის განსაზღვრულ სამუშაო სტაჟზე ადრე საკლასო ჩინის მინიჭება, როგორც წესი, ხდება მხოლოდ ერთხელ, პრეზიდენტის მიერ, სახელმწიფო მინისტრის წარდგინებით, განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
9. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის 1-ლი პუნქტით ატესტაციას დაქვემდებარებული წამყვანი, უფროსი და უმცროსი საჯარო მოხელეებისათვის საკლასო ჩინის მინიჭება ხდება ატესტაციის შედეგების პარალელურად. თუ აღნიშნულ თანამდებობაზე მოხელეს ირჩევს წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არ ექვემდებარება ატესტაციას, ამ შემთხვევაში მოხელეს საკლასო ჩინი მიენიჭება ატესტაციის გარეშე. აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევის (დანიშვნის) უფლების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი) უფლებამოსილია განსაზღვროს შესაბამისი თანამდებობისათვის საკლასო ჩინის მინიჭების კრიტერიუმები.
10. მოხელეს, რომელიც დანიშნულია გამოსაცდელი ვადით, საკლასო ჩინი არ ენიჭება. მოხელეს, რომელიც გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე დაინიშნება საჯარო სამსახურის შესაბამის თანამდებობაზე, საკლასო ჩინის მინიჭებისას გამოსაცდელი ვადა ჩაეთვლება საჯარო სამსახურის სტაჟად.
11. მოხელეს თანამდებობიდან გადადგომისას უნარჩუნდება საკლასო ჩინი მითითებით „გადამდგარი“.
12. დაწესებულების რეორგანიზაციის, მოსამსახურეთა რიცხოვნობის შემცირების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (გარდა დისციპლინური პასუხისმგებლობისა) უფრო დაბალ თანამდებობრივ რანგში გადაყვანის შემთხვევაში მოხელეს უნარჩუნდება მინიჭებული საკლასო ჩინი და დანამატი.
13. მოხელეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი ან პარლამენტი და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარებიან ატესტაციას, მათთვის საკლასო ჩინის მინიჭების საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო მინისტრის წარდგინებით.
წარდგინების მასალებს ამზადებს:
ა) სახელმწიფო მოხელეებზე საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო სახელმწიფო კანცელარიის კადრებისა და იურიდიულ სამსახურებთან შეთანხმებით;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულსა და მის პირველ მოადგილეზე, ქ. თბილისის მერსა და პრემიერზე, იმ ქალაქის მერზე რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, რაიონის გამგებელზე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახური სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროსა და იურიდიულ სამსახურებთან შეთანხმებით.
14. საკლასო ჩინის ჩამორთმევა ხდება ამ დებულებით დადგენილი საკლასო ჩინის მინიჭების პროცედურის ანალოგიურად.
15. საკლასო ჩინის მინიჭებასა და ჩამორთმევასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
16. საჯარო მოხელეთათვის საკლასო ჩინის მინიჭება ან ჩამორთმევა ფორმდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.