"საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№109 7
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულებით (სსმ III, 2000 წ., № 11, მუხ. 121) დამტკიცებულ დებულება ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) 21 მუხლის მე-2პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოში განცხადების წარდგენისას უნდა მიეთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის მისაღები ფორმა: ელექტრონული ფოსტა ან შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნება . კომუნიკაციის სასურველ ფორმაზე მითითების არარსებობის შემთხვევაში, კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით.“;
ბ) მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი :
„მუხლი 61.
1. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
2. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.
3. მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის აუცილებელი, უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. ამ მუხლის მე-3პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით.
5. ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის დაწესებული საფასურის გადახდა დასტურდება საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით.
6. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და სააგენტოს აქვს შესაძლებლობა, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.
7. ამ მუხლის მე-5პუნქტით გათვალისწინებული ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში, მის წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრება დამატებითი ვადა არა უმეტეს ერთი თვისა, რის თაობაზეც ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე . ქვითრის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
8. ამ მუხლის მე-3პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, განცხადების განხილვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე, დაინტერესებულ პირს განესაზღვრება ვადა დოკუმენტების წარსადგენად. დოკუმენტების წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
9. ამ მუხლის მე-7 და მე-8პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
10. განმცხადებლის ვინაობასთან ან საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების განხილვაზე.
11. უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების წარდგენაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ამ მუხლის პირველი და მე-2პუნქტებით დადგენილი წესით.“;
გ)მე-12მუხლის:
გ.ა) მე-2პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განმცხადებლის მიერ სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების დადგენილ ფარგლებში ცოდნ ას ამოწმებს სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისია (შემდეგში – კომისია).“;
გ.ბ)მე-3პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.
3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის “გ“ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 20 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი