⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2012)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.12.2010
ძალაში შესვლა 01.01.2011
ძალის დაკარგვა 01.01.2012
გამომცემი ორგანო გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების განმკარგავი სამინისტროს ან უწყების ხელმძღვანელი    –––––––––––––––––––––––  ბ.ა   –––––––––––––20 წელი
ნომერი №1000
სარეგისტრაციო კოდი 190020060.22.033.016104
გამოქვეყნების წყარო სსმ, 172, 31/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,228 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2010 მიღება
01.01.2011 ძალაში შესვლა
01.01.2012 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 ნაშთი პერიოდის დასაწყისში
2 მიმდინარე წლის მოცულობა
3 სულ (1+2)
4 ხარჯები
5 არაფინანსური აქტივების ზრდა
6 ფინანსური აქტივების ზრდა
7 ვალდებულებების კლება
8 სულ მიმდინარე წლის დამტკიცებული მოცულობა
I დასახელება
II დასახელება
4.1 შრომის ანაზღაურება
4.2 საქონელი და მომსახურება
4.3 პროცენტი
4.4 სუბსიდიები
4.5 გრანტები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; mso-style-link:"saxe_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.saxexmlChar {mso-style-name:"saxe_xml Char"; mso-style-link:saxe_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №1000 2010 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ძ” ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესი” (დანართი №1) და „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ცნობა” (დანართი №2). 2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესი” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №915 ბრძანება.     მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან. კ. ბაინდურაშვილი დანართი №1 სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვის და ხარჯვის მექანიზმს. ეს წესი, აგრეთვე, ვრცელდება სასაქონლო/ნატურალური ფორმით მიღებულ მონეტიზებულ გრანტებზე. 2. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უწყებები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახაზინო სამსახური) მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციები; ბ) მიზნობრივი დაფინანსება – საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტული მიზნებისათვის მიღებული დაფინანსება; გ) მონეტიზებული გრანტი – სამინისტროებისა და უწყებების მიერ სასაქონლო/ნატურალური ფორმით მიღებული გრანტის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა.     მუხლი 2🔗. გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვა 1. გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება აღირიცხება სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში – აღრიცხვის ჟურნალი). 2. აღრიცხვის ჟურნალში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები ან/და განმკარგავი სამინისტროს და/ან უწყების დასახელება; ბ) გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები ან/და განმკარგავი სამინისტროს ან/და უწყების მისამართი (ადგილმდებარეობა) და საკონტაქტო ტელეფონები; გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი; დ) გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების თარიღი (ნომერი); ე) გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მოცულობა; ვ) გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გამცემის (დონორის) დასახელება. 3. აღრიცხვის ჟურნალში სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული გრანტი/მიზნობრივი დაფინანსება შეიძლება არ იქნეს შეტანილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. 4. „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ცნობა” (შემდგომში – ცნობა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დასტურდება აღრიცხვის ჟურნალში ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების შეტანის შემდეგ. 5. სამინისტროებმა და უწყებებმა ცნობის დასადასტურებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარადგინონ ინფორმაცია თანხების ჩამორიცხვის და კონვერტაციის შესახებ და შევსებული ცნობა ერთ ეგზემპლარად. აღნიშნული ცნობის დადასტურების ან დაუდასტურებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წერილობითი ფორმით ატყობინებს შესაბამის სამინისტროს ან უწყებას. 6. ცნობის დადასტურება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის ელექტრონული ხელმოწერების მეშვეობით და დადასტურებული ცნობა ელექტრონულად ეგზავნება სახაზინო სამსახურს. 7. დასაგეგმი წლის საბიუჯეტო კანონის პროექტში სამინისტროებისა და უწყებების მიერ მისაღები/მიღებული გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება აისახება სამინისტროებისა და უწყებების წერილობითი მოთხოვნის, გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გამცემსა (დონორსა) და გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღებს შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი ხელშეკრულების და აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე. 8. წლიური საბიუჯეტო კანონის დამტკიცების შემდგომ გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრების სახაზინო კოდზე ფაქტიობრივად ჩარიცხული გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მოცულობის მიხედვით ან საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” მე-40 მუხლისა და დადასტურებული ცნობის საფუძველზე ზუსტდება წლიური საბიუჯეტო კანონი. 9. სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება ჩაირიცხება ხაზინის ერთიანი ანგარიშის 302007000 სახაზინო კოდზე – გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრები. გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახსრებით გაწეული ხარჯების დაბრუნება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანაგარიშის სახაზინო კოდზე 302009941. 10. ყოველი წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთი რჩება გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღების/განმკარგავის განკარგულებაში და მისი ცნობით დადასტურების შემთხვევაში აისახება შესაბამის წლიურ საბიუჯეტო კანონში ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. 11. წლის განმავლობაში სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება ამ მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით წლიური საბიუჯეტო კანონის დაზუსტების შემდგომ, აისახება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში. 12. სახაზინო სამსახური გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები სამინისტროებისა და უწყებების მიერ გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების თანხებით გაწეულ საკასო ოპერაციებზე სახაზინო სამსახურში არსებული ინფორმაციის და ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად კვარტალური განწერის დაზუსტების შემდგომ უზრუნველყოფს შესაბამისი ოპერაციების განხორციელებას თანხების ბიუჯეტის შემოსულობებში და გადასახდელებში ასახვის მიზნით.     მუხლი 3🔗. გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების განკარგვა 1. სახაზინო სამსახურისათვის გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გაცემის საფუძველს წარმოადგენს წლიური საბიუჯეტო კანონის ან/და საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების და აღრიცხვის მონაცემების შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადასტურებული ცნობა. 2. წარმოდგენილ ცნობაში გრანტი/მიზნობრივი დაფინანსება გაიწერება გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები სამინისტროებისა და უწყებების მიერ საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით. 3. წლის განმავლობაში საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების ცვლილების ან/და გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღების/განმკარგავის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი ახალი ცნობის საფუძველზე, შესაძლებელია ცნობით დადასტურებული საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ნაწილობრივი ურთიერთგადანაწილება. 4. გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ხარჯვა ხორციელდება საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით. 5. ახალი საბიუჯეტო წლიდან ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გაცემა ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადასტურებული ცნობის საფუძველზე. დანართი №2 ხარჯთაღრიცხვის ცნობა სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების შესახებ გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები სამინისტროს ან უწყების ხელმძღვანელი –––––––––––––––––––––––  ბ.ა  –––––––––––––20 წელი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების განმკარგავი სამინისტროს ან უწყების ხელმძღვანელი  –––––––––––––––––––––––  ბ.ა –––––––––––––20 წელი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღების და განმკარგავის დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გამცემი (დონორი) ორგანიზაცია –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ხელშეკრულების რეკვიზიტები: დასახელება, ნომერი, თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების რეკვიზიტები (ივსება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ)  ვალუტის დასახელება I დასახელება უცხოურ ვალუტაში* ეროვნულ ვალუტაში* 1 გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მთლიანი მოცულობა 2  მ.შ. მიღებული თანხა ***** 3 მ.შ. სულ დამტკიცებული მოცულობა ***** 4 მ.შ. უკანასკნელი ჩარიცხვა 5 დონორისათვის დაბრუნებული თანხა II დასახელება ლარებში 1 ნაშთი პერიოდის დასაწყისში 2 მიმდინარე წლის მოცულობა 3 სულ (1+2) 4  ხარჯები 4.1 შრომის ანაზღაურება 4.2 საქონელი და მომსახურება 4.3 პროცენტი 4.4 სუბსიდიები 4.5 გრანტები 4.6 სოციალური უზრუნველყოფა 4.7  სხვა ხარჯები 5  არაფინანსური აქტივების ზრდა 6  ფინანსური აქტივების ზრდა 7  ვალდებულებების კლება 8 სულ მიმდინარე წლის დამტკიცებული მოცულობა  * აღნიშნული მონაცემები წარმოდგენილი უნდა იქნეს ვალუტის ერთეულში