საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საქართველოს შრომის კოდექსი 25.05.2006
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს შრომის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 19.06.2006, მუხ. 183) 54-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა, აგრეთვე დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალი და წესები – 2007 წლის 1 ივლისამდე;“;
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დასაქმების კერძო სააგენტოს სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი – ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. დასაქმების კერძო სააგენტოდ ითვლება ნებისმიერი ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ეწევა მომსახურებას უმუშევრის (სამუშაოს მაძიებლის) დასაქმების მიზნით. ამ ნორმის მიზნებისათვის უმუშევრად (სამუშაოს მაძიებლად) ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი ან ნაწილობრივ შრომისუნარიანი პირი, რომელსაც არა აქვს სამუშაო, ეძებს მას და მზად არის სამუშაოს შესასრულებლად;“;
ბ) მე-3, მე-4, მე-5 და მე-7 ნაწილები ამოღებულ იქნეს;
გ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:
„8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო რეორგანიზებულ იქნეს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად – სოციალური სუბსიდიების სააგენტოდ და ჩაითვალოს აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს უფლებამონაცვლედ, მათ შორის, ქონებრივი სახის ურთიერთობებში, აგრეთვე ჩაითვალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლედ სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სხვადასხვა სოციალური კატეგორიისათვის ფულადი სახის სოციალური დახმარების (შეღავათის) ანაზღაურების ნაწილში.“.
მუხლი 2.
ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 3.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის უწყვეტობის მიზნით ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დებულების დამტკიცებიდან და წარმომადგენლობის უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4299–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.12.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 29.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4299. სარეგისტრაციო კოდი — 270.000.000.05.001.002.709.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“, №4299, 29.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.002.709 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1168/