„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.12.2010
ძალაში შესვლა 01.01.2011
ძალის დაკარგვა 01.09.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №988
სარეგისტრაციო კოდი 230150070.22.033.016107
გამოქვეყნების წყარო სსმ, 172, 31/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ტიპი: ძრავის მოცულობა: ზუსტი მოცულობა: შასის ნომერი: საბაჟო ღირებულება: სასაქონლო კოდი (11-ნიშნა ქვესუბპოზიცია): საჭე: დაუტვირთავი წონა: 01.09.2019
დოკუმენტის ტექსტი
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.PlainTextChar { }
span.BalloonTextChar { }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
span.saxexmlChar { font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.NormalChar { }
span.CharChar11 {}
.MsoPapDefault {margin-bottom:10.0pt; line-height:115%;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №9
88-1188
2010 წლის 31 დეკ
ემბერი
ქ. თბილისი
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახდო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულების მე-11 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ” თანდართული ინსტრუქცია.
მუხლი 2🔗.
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-653 ერთობლივი ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
ი. მერაბიშვილი
ინსტრუქცია
კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ კონტროლის პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებებში განთავსებული საგადასახადო ორგანოების სასაქონლო ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში შექმნილ კონტროლის ზონებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ იმპორტის, საწყობში საქონლის შენახვის, ექსპორტის და რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან და საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობებს, სასაქონლო დეკლარაციის წარდგენისა და სარეგისტრაციო დოკუმენტების გაფორმების წესებს.
2. ამ ინსტრუქციის მიზანია, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ იმპორტის, საწყობის, ექსპორტის და რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და სავალდებულო რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების შეთანხმებულ და კოორდინირებულ თანამშრომლობას.
მუხლი 2🔗
ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კონტროლის ზონა – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებებში სასაქონლო ოპერაციების განხორციელების ადგილი, აგრეთვე საექსპერტო შემოწმების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენისა და დათვალიერებისათვის გამოყოფილი ტერიტორია;
ბ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
გ) საგადასახადო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურული ერთეულები, რომელთა ფუნქცია არის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
დ) დეკლარანტი – ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (იმპორტიორი/ექსპორტიორი) ან მისი წარმომადგენელი, რომელიც კისრულობს საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენის, სასაქონლო ოპერაციების ან/და საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვალდებულებას;
ე) „ერთი ფანჯრის“ პრინციპი – ამ ბრძანებით განსაზღვრული მიზნებისათვის სააგენტოს და საგადასახადო ორგანოს შეთანხმებული და კოორდინირებული საქმიანობა (ტერიტორიული თვალსაზრისით ერთ ადგილას განთავსებული კონტროლის ზონა, სარეგისტრაციო, საექსპერტიზო და საბანკო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებები);
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავის მუშა- მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;
ზ) ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ ყოფილა რეგისტრირებული;
თ) სპეციალისტი – სააგენტოს მონიტორინგის, ინსპექტირებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს II განყოფილების თანამშრომელი;
ი) ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება – სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები დოკუმენტაციის ტრასოლოგიური ან/და სასაქონლო შემოწმების გზით, სასაქონლო დეკლარირების ან/და რეგისტრაციისათვის ან აღრიცხვიდან მოხსნისათვის კანონმდებლობით დადგენილი მონაცემების განსაზღვრა;
კ) დათვალიერების აქტი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2) – სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად შედგენილი აქტი (დანართი №1), რომელშიც აისახება ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები. დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა იმპორტის ან საწყობის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი ავტომანქანის დეკლარირებისათვის განისაზღვრება ერთი დღით, ხოლო ექსპორტის, რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის ან/და რეგისტრაციისათვის – 30 დღით;
ლ) ტრასოლოგიური შემოწმება – სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატებისა და ტექნიკური მონაცემების შედარება თანხმლებ დოკუმენტაციასთან;
მ) სასაქონლო შემოწმება – ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისი ქვესუბპოზიციის ან/და საქონლის სატარიფო ღირებულების და/ან საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით მონაცემების დადგენა;
ნ) თანმხლები დოკუმენტაცია – საექსპერტო შემოწმებისა და სასაქონლო დეკლარირებისათვის წარმოსადგენი, უფლებამოსილი სამსახურების მიერ გაცემული ან დამოწმებული დოკუმენტები (ამონაწერი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან, კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი (ფორმა 2), საკუთრების უფლების გადაცემის გარიგება, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, კონოსამენტი და სხვ.), რომლებშიც ასახულია ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მონაცემების, მისი მესაკუთრის (წარმომადგენლის) შესახებ; აგრეთვე იმპორტ/ექსპორტის გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ო) საფასური – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადაიხდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის;
პ) საქონლის დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ დამუშავების ოპერაციის გამოყენების განზრახვას;
ჟ) სასაქონლო დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას;
რ) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია – სააგენტოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მათი დაშვება და დადგენილი წესით სარეგისტრაციო სისტემაში და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა;
ს) „სასაქონლო პარტია“ – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზვნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად ერთი და იმავე პორტალის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა.
მუხლი 3🔗
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ სასაქონლო ოპერაციის განხორციელებას, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას, კონტროლის დოკუმენტების გაფორმებას და სავალდებულო რეგისტრაციას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტო და საგადასახადო ორგანო ახორციელებენ „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.
2. საექსპერტო შემოწმების და/ან სასაქონლო დეკლარირების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების და/ან სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის უფლება აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ან მის წარმომადგენელს.
3. საგადასახადო ორგანო და სააგენტო პასუხს არ აგებენ დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტაციის, მის შედგენაზე უფლებამოსილების ან მისი შინაარსის ან მასზე დატანილი ხელმოწერისა და ბეჭდის (შტამპის) ნამდვილობაზე.
თავი II
ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმების წესი
მუხლი 4🔗
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების სასაქონლო დეკლარირების ან/და რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის მიზნით სააგენტოს სპეციალისტების მიერ კონტროლის ზონაში ხორციელდება საექსპერტო შემოწმება და მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტის შედგენა.
მუხლი 5🔗
1. საექსპერტო შემოწმებას ექვემდებარება:
ა) იმპორტის ან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი ან რეექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები (გარდა იმპორტის ან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი, სეს ესნ 8701, 8702, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც არ დეკლარირდება ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით, ან იურიდიული პირების მიერ შემოტანილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა);
ბ) საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
2. ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით საქონლის დეკლარირებისას, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლებსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას უკვე ჩაუტარდათ სავალდებულო საექსპერტო შემოწმება, განმეორებითი საექსპერტო შემოწმება არ ხორციელდება.
3. საექსპერტო შემოწმებისას, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალური ექსპერტიზის ჩატარება სასაქონლო კოდის ან/და საქონლის სატარიფო ღირებულების დადგენის მიზნით.
4. სააგენტოს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ექსპერტიზის შედეგად მიღებული მონაცემები ასახოს დათვალიერების აქტში.
მუხლი 6🔗
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად დათვალიერების აქტში აისახება:
ა) სატრანსპორტო საშუალების მფლობელი(მესაკუთრე);
ბ) მარკა, მოდელი;
გ) საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი;
დ) ფერი;
ე) გამოშვების წელი;
ვ) ძრავის ნომერი;
ზ) ძარის ნომერი;
თ) ტრანზიტული ნომერი;
ი) საწვავის ტიპი;
კ) დასაშვები წონა;
ლ)დაუტვირთავი წონა;
მ) სატრანსპორტო საშუალების ტიპი;
ნ) ძრავის მოცულობა;
ო) ზუსტი მოცულობა;
პ) შასის ნომერი;
ჟ) სატრანსპორტო საშუალების სატარიფო ღირებულება;
რ) სატრანსპორტო საშუალების საჭის განლაგება;
ს) გადასახდელების გაანგარიშება;
ტ) სასაქონლო კოდი (11-ნიშნა ქვესუბპოზიცია);
უ) სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ფასი.
2. სპეციალისტს უფლება აქვს, შეიტანოს ინფორმაცია დათვალიერების აქტში სატრანსპორტო საშუალების იმ ნომრიანი აგრეგატების შესახებ, რომლებიც კანონმდებლობით განსაზღვრულ თანხმლებ დოკუმენტაციაში არ არის ასახული, მაგრამ მათი დადგენა შესაძლებელია სხვა ფაქტობრივი მონაცემების მეშვეობით.
3. იმ შემთხვევაში, თუ თანმხლები დოკუმენტაცია წარმოდგენილია არასახელმწიფო ენაზე, სააგენტოს უფლება აქვს, მოითხოვოს დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
4. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების ნომრიან აგრეგატებზე ან საიდენტიფიკაციო ნომრებზე ან თანმხლებ დოკუმენტებზე აღმოჩენილ იქნა ფიზიკური ზემოქმედების რაიმე კვალი ან/და შეუძლებელია მათი ამოკითხვა, სააგენტო ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციას შემდგომი რეაგირებისათვის გადასცემს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წყვეტს საექსპერტო შემოწმებას.
5. შემოწმების დროს აღმოჩენილი საეჭვო გარემოებების შემთხვევაში, სააგენტოს ან საგადასახადო ორგანოს შეუძლიათ მოითხოვონ გამოკვლევის (ექსპერტიზის) ჩატარება.
6. დათვალიერების აქტი გადაეცემა დეკლარანტს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეკლარირებისა და რეგისტრაციისათვის წარსადგენად.
7. საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის ან რეექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმების შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტში არ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ს” ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები.
8. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, დათვალიერების აქტში დამატებით ასახული უნდა იქნეს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი საფასურების განგარიშება.
მუხლი 7🔗
სპეციალისტს უფლება აქვს არ ჩაუტაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საექსპერტო შემოწმება ან/და არ შეადგინოს დათვალიერების აქტი, თუ:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება შესამოწმებლად წარმოადგინა არაუფლებამოსილმა პირმა;
ბ) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტაცია;
გ) სააგენტოში შესამოწმებელ ავტოსატრანსპორტო საშაუალებაზე აღრიცხულია ინფორმაცია სამართლებრივი შეზღუდვის თაობაზე;
დ) თანმხლები დოკუმენტაცია არ შეესაბამება ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მისი მესაკუთრის(წარმომადგენლის) მონაცემებს;
ე) ნომრიან აგრეგატებზე ან/და თანმხლებ დოკუმენტებზე აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედების კვალი;
ვ) შეუძლებელია ნომრიანი აგრეგატების ამოკითხვა ან/და დადგენა;
ზ) არ იქნა გადახდილი მომსახურების საფასური;
თ) სატრანსპორტო საშუალება ან თანმხლები დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
თავი III
ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა
მუხლი 8🔗
1. იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისათვის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესი არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომლებიც იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაშვებამდე იმყოფებოდა სხვა სასაქონლო ოპერაციაში (გარდა საწყობის ოპერაციაში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა);
ბ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და გადასახდელებისაგან გათავისუფლება;
გ) რომლებიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა, როგორც წესი, წარმოებს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, სხვა ენაზეც.
3. დეკლარანტს უფლება აქვს, ხოლო სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია, დაესწროს საექსპერტო შემოწმებას.
4. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.
მუხლი 9🔗
თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრიდან (დეკლარირებიდან) მის დასრულებამდე დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების განკარგვა, რეგისტრაცია ან მისი სხვა მიზნით გამოყენება.
მუხლი 10🔗
1. დეკლარანტი ვალდებულია, კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტში მოქცევის მიზნით, მოახდინოს მისი დეკლარირება.
2. სასაქონლო დეკლარაციის წარდგენა ხდება 45 კალენდარულ დღეში, რომელიც აითვლება:
ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;
ბ) სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – გამგზავნ საგადასახადო ორგანოში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი „კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.
3. სატრანსპორტო საშუალების დროებითი დასაწყობების შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა გაიზრდება დროებითი შენახვის ვადით და შეადგენს არა უმეტეს:
ა) მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
4. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
5. იმპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
6. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
7. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით.
მუხლი 11🔗
1. ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საგადასახადო ორგანოს.
2.საგადასახადო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რაც ნიშნავს სასაქონლო ოპერაციის დასრულებას და საქონლის გაშვებას.
3. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 3 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა სასაქონლო ოპერაციის განხორციელების საგადასახადო ორგანოს;
ბ) მეორე ეგზემპლარი რჩება სააგენტოში;
გ) მესამე ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.
4. TIR-წიგნაკით გადაადგილებული გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში ამოიბეჭდება დასრულებული დეკლარაციის დამატებითი ეგზემპლარი, რომელიც გადაეცემა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
თავი IV
ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია
მუხლი 12🔗
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მოექცნენ იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის სურვილისამებრ, სააგენტოს მიერ რეგისტრაციაში ტარდებიან სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან ერთი თვის ვადაში ან სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისთანავე.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან სარეგისტრაციო ორგანოებს წარუდგინონ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
3. სასაქონლო დეკლარაციით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტიორი რეგისტრაციის პროცესში ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ.
თავი V
ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა და აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი
მუხლი 13🔗
ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი, საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვიდან მოხსნას სააგენტო ახორციელებს მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
მუხლი 14🔗
1.ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის შედეგად სააგენტოს მიერ გაიცემა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი.
2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი ივსება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
მუხლი 15🔗
1. სააგენტო უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაადასტუროს ექსპორტის და რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა.
მუხლი 16🔗
1. სააგენტო უფლებამოსილია, უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდება წერილობითი ან/და ელექტრონული (მათ შორის, მონაცემთა ბაზის ერთიანი ელექტრონული დამუშავებისა და გადაცემის სისტემის გამოყენებით) ფორმით. ამასთანავე, ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტებს.
2. საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტისა და საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ასლები 3 დღის ვადაში გადასცეს საგადასახადო ორგანოს.
თავი VI
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა
მუხლი 17🔗
1. დეკლარანტს უფლება აქვს, ხოლო სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია, დაესწროს საექსპერტო შემოწმებას.
2. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.
მუხლი 18🔗
1. დეკლარანტი ვალდებულია, კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად დადგენილი წესით მოახდინოს მისი დეკლარირება.
2. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
3. ექსპორტისას ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
4. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
5. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები.
მუხლი 19🔗
1. შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საგადასახადო ორგანოს.
2.საგადასახადო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რაც ნიშნავს სასაქონლო ოპერაციის დასრულებას და საქონლის გაშვებას.
3. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 3 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა სასაქონლო ოპერაციის განხორციელების საგადასახადო ორგანოს;
ბ) ორი ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება პორტალში.
4. სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.
თავი VII
ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა
მუხლი 20🔗
1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისათვის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესი არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომლებიც საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე იმყოფებოდა სხვა სასაქონლო ოპერაციაში;
ბ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და გადასახდელებისაგან გათავისუფლება;
გ) რომლებიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ.
2. დეკლარანტს უფლება აქვს, ხოლო სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია, დაესწროს საექსპერტო შემოწმებას.
3. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.
მუხლი 21🔗
1. დეკლარანტი ვალდებულია, კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საწყობის სასასქონლო ოპერაციაში მოქცევის მიზნით, მოახდინოს მისი დეკლარირება.
2. სასაქონლო დეკლარაციის წარდგენა ხდება 45 კალენდარულ დღეში, რომელიც აითვლება:
ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;
ბ) სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – გამგზავნ პორტალში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი „კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.
3. სატრანსპორტო საშუალების დასაწყობების შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა გაიზრდება დროებითი შენახვის ვადით და შეადგენს არა უმეტეს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
4. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია.
5. საწყობის სასაქონლო ოპერაციისას ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
6. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
7. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით.
მუხლი 22🔗
1. შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საგადასახადო ორგანოს.
2. საგადასახადო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რის შემდეგაც საქონელი ჩაითვლება საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულად.
3. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა სასაქონლო ოპერაციის განმახორციელებელ საგადასახადო ორგანოს;
ბ) მე-2 ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.
4. სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.
თავი VIII
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება
მუხლი 23🔗
1. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისათვის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესი არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომლებზეც რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გაცხადებამდე გამოყენებული იყო სხვა სასაქონლო ოპერაცია (საწყობში საქონლის შენახვის სასაქონლო ოპერაციის გარდა);
ბ) რომლებიც წარმოადგენს საქართველოს საქონელს;
გ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და გადასახდელებისაგან გათავისუფლება;
დ) რომლებიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ.
მუხლი 24🔗
1. პირი, რომელსაც განზრახული აქვს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი, ვალდებულია:
ა) აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ან მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული ან დროებით დასაწყობებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საექსპერტო შემოწმებისათვის (გარდა იურიდიული პირების მიერ შემოტანილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) და „ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობა) გამოწერის მიზნით წარუდგინოს სააგენტოს კონტროლის ზონაში;
ბ) აღრიცხვის მოწმობის გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალება რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულების მიზნით წარადგინოს პორტალში;
გ) საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტის მიზნით წარადგინოს „ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაცია“.
2. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
3. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
4. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
5. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები.
მუხლი 25🔗
1. შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საგადასახადო ორგანოს.
2.საგადასახადო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რის შემდეგაც საქონელი ჩაითვლება რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულად.
3. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 3 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა სასაქონლო ოპერაციის განხორციელების საგადასახადო ორგანოს;
ბ) ორი ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება პორტალში.
4. სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.
5. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება დასტურდება დანიშნულების პორტალის მიერ სასაქონლო დეკლარაციის „D“ გრაფაში სპეციალური აღნიშვნით – „მოხსნილია კონტროლიდან”.
მუხლი 26🔗
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი დასაწყობების შემთხვევაში რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის 45-დღიან ვადას ემატება დროებითი შენახვის (ფაქტობრივი) ვადა და შეადგენს არა უმეტეს:
ა) მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
2. სააგენტოში საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურების და/ან საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილ და რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სააგენტოსთან არსებულ კონტროლის ზონაში გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა.
დანართი №1
სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტო
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი №
ფორმა 2
მფლობელი:
მარკა, მოდელი:
საიდენტიფიკაციო კოდი:
ფერი: ტიპი:
გამოშვების წელი: ძრავის მოცულობა:
ძრავის ნომერი: ზუსტი მოცულობა:
ძარის ნომერი: შასის ნომერი:
ტრანზიტული ნომერი: სატარიფო ღირებულება:
საქონლის საბაზრო ფასი: სასაქონლო კოდი (11-ნიშნა ქვესუბპოზიცია):
საწვავის ტიპი: საჭე:
დასაშვები წონა: დაუტვირთავი წონა:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბანკის კოდი:
ანგარიშის ნომერი
სახაზინო კოდი
თანხა ლარებში
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გთხოვთ დამეხმაროთ ჩემი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის შევსებაში.
განმცხადებელი ––––––––––––––––––