"ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N22 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მერის
ბრძანება №2
2011 წლის 3 იანვარი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის № 22 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №22 ბრძანებით დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების 4-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) მოახდინოს მწვანე ნარგაობით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის, ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის დადგენა, მოპოვებული მწვანე ნარგავების და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერება, ასევე უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება/შესწავლა, აგრეთვე მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით, გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში მყოფი ნივთები და საგნები. პირისა და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, მიმართოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებითი ღონისძიებები ს გასატარებლად;
ბ) დებულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს)კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინსპექტირების პროცესში შეადგინოს დათვალიერების ოქმი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;
გ) დებულების მე-4 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს „ტ“, „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოახდინოს უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ჩამორთმევა;
უ) საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართოს პოლიციას გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაკარგული მწვანე ნარგავების და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის ძებნ ის, გაჩერების და დადგენ ის მიზნით.
ფ) საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, თუ საჭიროა სპეციალური ცოდნის მქონე პირის მონაწილეობა, მოიწვიოს შესაბამისი ორგანოს სპეციალისტები, ან დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები.’’
დ) დებულების 4-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მის კომპეტენციას მიკუთვნილ საკითხებზე მოითხოვოს სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება;
ი) უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დანაშაულის ნიშნების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალები კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევთა მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები.
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;
მ) აწარმოოს კონტროლი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული მწვანე ნარგავების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის შესრულებაზე.
ნ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის ღონისძიებების გასატარებლად წარმოებულ შემოწმების პროცესში დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს ქ. თბილისის ტერიტორიაზე ნებისმიერ ობიექტზე სინჯების აღებისა და გაზომვების ჩასატარებლად, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევის აღკვეთის, გამოვლენის, განხილვის და სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის ჩამორთმევის მიზნით. გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები (რაცია), ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები, ასევე, სპეციალური მაშუქი და ხმოვანი მოწყობილობები, დასალუქი საშუალებები. ისარგებლოს სპეციალური უნიფორმით და ლოგოთი.“
ე) დებულების მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) ლანდშაფტურ -სარეკრეაციო ტერიტორიების დაცვის განყოფილება.”
ვ) დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვას.“
გ, უგულავა