„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინსფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 24.12.2010
ძალის დაკარგვა 11.02.2013
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016024
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 130111, 13/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 07.02.2013
დოკუმენტის ტექსტი
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინსფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:GeorgiaNET; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 28.35pt 28.35pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2010 წლის 24 დეკემბერი
ქ.
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინსფრასტრუქტურის განვითარების
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინსფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის თანდართული დებულება (დანართი №
1);
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინსფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 17 აპრილის №
66 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს „
ნორმატიული აქტების შესახებ”
საქართველოს კანონის შესაბამისად,
გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე
დ.
თოფურია
დანართი №1
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
1. აღნიშნული დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საქმიანობას, უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და ვალდებულებას; აწესრიგებს სამსახურის ურთიერთობებს სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან და დარგობრივ სამსახურებთან.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობის, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მისი თავმჯდომარისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. აბაშა, ტ. დარასელიას ქ. №
1
მუხლი 2🔗. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ფუნქცია
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის სტრატეგიული განვითარების მიმართულების განსაზღვრა და სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების შემუშავება; საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება; მუნიციპალური ქონების ფორმირება და მართვა; ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების დაგეგმარება და შესაბამისად ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება; ასევე, ტერიტორიული დაგეგმებისა და ქალაქთ
მშენებლობის დოკუმენტების შემუშავება; მშენებლობის ნებართვებისა და მშენებლობადამთავრებული სამშენებლო ობიექტების ვარგისად აღიარებისათვის სათანადო დოკუმენტების მომზადება, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე კანონით გათვალისწინებული ზედამხედველობის გაწევის უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება შემდეგი მოხელეებისაგან:
1.1 სამსახურის უფროსი;
1.2 მთავარი სპეციალისტი მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის საკითხებში;
1.3 მთავარი სპეციალისტი „
არქმშენინსპექციის საკითხებში”;
1.4 წამყვანი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში;
1.5 წამყვანი სპეციალისტი მუნიციპალური ქონების ფორმირებისა და მართვის საკითხებში (სამი საშტატო ერთეული);
1.6 წამყვანი სპეციალისტი ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში;
1.7 წამყვანი სპეციალისტი ადგილობრივი გადასახდელებისა და მოსაკრებლების საკითხებში;
1.8 წამყვანი სპეციალისტი ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და საქმის წარმოების საკითხებში.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსა
ხურის უფროსი. ხოლო სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის უფროსის და სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლების წესები განისაზღვრება „
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის და „
საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. სამსახურის მოხელეთა ფუნქციები
1. სამსახურის უფროსი:
1.1 წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
1.2 ანაწილებს ფუნქციებს სამსახურში მომუშავე მოხელეე
ბს შორის;
1.3 ახორციელებს საერთო კონტროლს და ზედამხედველობას სამსახურის მოხელეების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე, მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების ფარგლებში;
1.4 გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების, მათი წახალისებისა და დისციპლინურ
ი პასუხისმგებლობის დაკისრების, მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ.
1.5 გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
1.6 გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
1.7 ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
1.8 ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;
2. მთავარი სპეციალისტი მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის საკითხებში უზრუნველყოფს:
2.1 საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
2.2 მშენებლობის ნებართვების გასაცემად, საპროექტო დოკუმენტაციისა და სხვა საჭირო საბუთების მოძიება-შეკრებას, გაცნობა-შესწავლასა და მის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას; მშენებლობის ნებართვის თაობაზე საკრებულოს თავმ
ჯდომარის სამართლებრივი აქტების მომზადებას;
2.3 სივრცითი მოწყობისა და ქალა
ქთ
მშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
2.4 რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადებას, მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთ
მშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ;
2.5 წინადადებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მიწყობისა და ქალაქთ
მშენებლობის დოკუმენტების პროექტებზე;
2.6 გეგმარებითი დავალების მომზადებას;
2.7 წინადადებებისა და დასკვნების შემუშავებას ტერიტორიების ზონირებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
2.8 სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
2.9 მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებას.
3. მთავარი სპეციალისტი „
არქმშენინსპექციის” საკითხებში,
უზრუნველყოფს:
3.1 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
3.2 მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდამრღვევების გამოვლენასა და აღკვეთას, შესაბამისი სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;
3.3 მშენებლობადამთავრებული ობიექტის ვარგისად აღიარებისათვის ობიექტის შემოწმებას, სათანადო საბუთების მოძიება-შეკრებას, გაცნობა-შესწავლასა და მის მოქმედ კანონმდებლობასთან და წესებთან შესაბამისობის დადგენას;
მშენებლობადამთავრებული ობიექტების ვარგისად აღიარების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების მომზადებას;
3.4 საქმის წარმოებას მშენებლობადამთავრებული ობიექტების ვარგისად აღიარებასთან დაკავშირებით;
3.5 მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული
სხვა ფუნქციების განხორციელებას.
4. წამყვანი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში უზრუნველყოფს:
4.1 მუნიციპალური ინფრასტრუქტურის: ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, სკვერების, პარკების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, ტროტუარების, კულტურის, სპორტის, სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდის და სხვა მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე წინადადებების, რეკომენდაციების და დასკვნების მომზადებას;
4.2 მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების შემუშავებას;
4.3 წინადადების, რეკომენდაციების და დასკვნების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების ექსპლუატაციასა და მოვლა-პატრონობის შესახებ;
4.4 ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებასა და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
4.5 წინადადების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის ორგანიზებასა და მისი კომპოსტირების თაობაზე;
4.6 წინადადების შემუშავებას სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი მომსახურების საკითხებში;
4.7 რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირებისა და გარე რეკლამის განთავსების საკითხებში;
4.8 საკრებულოს ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ქუჩებისა და მოედნების ნუმერაციასთან დაკავშირებით;
4.9 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და მოძრაობის დაგეგმარებას;
4.10 მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართებლივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების შესრულებას.
5. წამყვანი სპეციალისტი მუნიციპალური ქონების ფორმირებისა და მმართვის საკითხებში უზრუნველყოფს:
5.1 მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა
სა და რეგისტრაციას;
5.2 მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;
5.3 რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;
5.4 საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოცემასთან დაკავშირებით;
5.5 რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე;
5.6 რეკომენდაციე
ბის შემუშავებას მუნიციპალური ქონების სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;
5.7 რეკომენდაციების, წინადადებების, დასკვნების შემუშავებასა და საკრებულოს ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლ
ებრ
ივი აქტების პროექტების მომზადებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
5.8 რეკომენდაციების, წინადადებებისა და დასკვნების შემუშავება მუნიციპალური ქონების მაღალეფექტურად გამოყენებასთან დაკავშირებით;
5.9 მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებას.
6. წამყვანი სპეციალისტი ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში:
6.1 წინადადების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებიის მართვის, დაცვის, განვითარებისა და მაღალეფექტურად გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით;
6.2 კონტროლს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ხეებზე, მწვანე ნარგავებზე, მათ გეგმაზომიერ განთავსებაზე, მოჭრაზე და დაზიანებაზე;
6.3 ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისათვის სათანადო მასალების მოძიებას, დამუშავებას და შედგენას;
6.4 მოსახლეობის ინფორმირებას სოფლის მეურნეობაში მიმდინარე სიახლეებზე და მათზე მეთოდოლოგიური დახმარების გაწევას;
6.5 მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევების გამოვლენა-აღკვეთას და შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას;
6.6 მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებას.
7. წამყვანი სპეციალისტი ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების საკი
თხებში უზრუნველყოფს:
7.1 წინადადების შემუშავებასა და საკრებულოს ნორმატიული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას ადგილობრივი გადასახდელებისა და მოსაკრებლების ოდენობის შესახებ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ზღვრულ ნორმებში;
7.2 მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეკომენდაციების შემუშავებას, ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და შეღავათების დაწესების შესახებ;
7.3 ადმინისტრირებას, კონტროლსა და აღრიცხვას ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების საქმეში;
7.4 მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებას.
8. წამყვანი სპეციალისტი ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და საქმის წარმოების საკითხებში უზრუნველყოფს:
8.1 თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას;
8.2 წინადადებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ინვესტიციების მოზიდვის, ბიზნესის განვითარებისა და დასაქმების საკითხებთან დაკავშირებით;
8.3 თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის საპროგნოზო მაჩვენებლების გაანგარიშებას და ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯებით მიღებული შედეგების ეფექტურობის ანალიზს;
8.4 თვითმმართველი ერთეულის სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტებზე შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
8.5 წინადადების მომზადებას მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებაში და საწარმოთა საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
8.6 ეკონომიკური გაანგარიშებებისა და ანალიზისათვის საჭირო სტატისტიკური მონაცემების მოპოვება-დამუშავებას;
8.7 სამსახურში შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;
8.8 სამსახურში დოკუმენტების გადაცემას მოხელეებზე და მის შესრულებაზე კონტროლს;
8.9 მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗. სამსახურს უფლება აქვს
9.1 მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები;
9.2 მოითხოვოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
9.3 სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძ
იებები;
9.4 განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულება
10.1 სამსახურის საჯარო მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით;
10.2 სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილების შესაბამისად;
10.3 დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს მიერ, გამგებლის წარდგინების საფუძველზე.