განჩინება -გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3523-2010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 060111, 06/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

2010 წლი ს  30 დეკემბერი                  

 ქ. თბილისი

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, თამარ მიქავას მდივნობით, შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს,,ენერგოგენერაცი ი ს“გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ივნისის განჩინებით, შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.

  2010 წლის 1 ოქტომბერს, შპს ,,ენერგოგენერაციას“კრედიტორთა კრებაზე შემოწმებული იქნა საზოგადოების მიმართ კრედიტორთა მოთხოვნები და შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი, ხოლო კრედიტორთა კრების 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა ირაკლი გაფრინდაშვილი.

  2010 წლის 27 დეკემბერს შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“გაკოტრების მმართველმა ირაკლი გაფრინდაშვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა იმაზე მითითებით, რომ 2010 წლის 5 ნოემბერს დანიშნული იყო აუქციონი მოვალის სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით, მაგრამ აუქციონზე არ იქნა მიღებული ქონების შეძენის მსურველთა განაცხადი და სამეურვეო ქონება ვერ იქნა რეალიზებული. მეორე აუქციონი დაინიშნა 2010 წლის 5 დეკემბერს სამეურვეო ქონების ორ ლოტად გაყიდვის მიზნით, მაგრამ განაცხადი არ იქნა მიღებული და ქონების რეალიზაცია ვერ მოხერხდა. აუქციონის შედეგების შესახებ ეცნობა უზრუნველყოფილ კრედიტორს, კრედიტორთა 50%-ზე მეტი ხმის მქონე კრედიტორს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და მიეცა შეთავაზება ქონების ნატურით საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, რაზეც კრედიტორმა განაცხადა თანხმობა, გაფორმდა ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი.

  2010 წლის 30 დეკემბერს, კრედიტორთა კრებაზე, შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“ გაკოტრების მმართველმა ირაკლი გაფრინდაშვილმა სასამართლოს წარმოუდგინა მოვალის გაკოტრების ანგარიში და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად.

   სასამართლომ შეისწავლა მოვალის გაკოტრების ანგარიში, მოისმინა გაკოტრების მმართველისა და კრედიტორების ინფორმაცია და მიაჩნია, რომ შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

  „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, პირველი აუქციონი ტარდება გაკოტრების მმართველის არჩევიდან (დანიშვნიდან) 30-ე დღეს, მთლიანად სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით. სამეურვეო ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება ამ ქონების საბაზრო ღირებულებით ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ხოლო ამავე მუხლის 121 პუნქტის თანახმად, თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, კრედიტორები უფლებამოსილი არიან, ქონება ნატურით მიიღონ საკუთრებაში ან გაკოტრების მმართველს განუსაზღვრონ ქონების გაყიდვის წესი. კრედიტორებს შორის ქონების ნატურით განაწილება ხდება მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, იმ რიგითობით, როგორც განაწილდებოდა ამ ქონების გაყიდვით მიღებული თანხა. საპროცესო ხარჯების გადახდა ეკისრებათ ქონების ნატურით მიმღებ კრედიტორებს.

  განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ როგორც პირველ აუქციონზე – 2010 წლის 5 ნოემბერს, ისე მეორე აუქციონზე – 2010 წლის 5 დეკემბერს, ვერ მოხდა მოვალის სამურვეო ქონების რეალიზაცია, რის გამოც მე-4 რიგის კრედიტორის და კრედიტორთა  50%-ზე მეტი ხმების მქონე კრედიტორის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამეურვეო ქონების ნატურით მიღების შესახებ, რაზეც 2010 წლის 21 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი.

  „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 და  მე-3 ნაწილების შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“ სამეურვეო ქონება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით ნატურით გადაეცა კრედიტორს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შ ე მოსავლების სამსახურს და სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი იქნა მოვალის გაკოტრების ანგარიში, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“ გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს და უნდა გაუქმდეს შპს ,,ენერგოგენერაცი ის“ ეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

  ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 121 პუნქტის თანახმად, საპროცესო ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს ქონების ნატურით მიმღებ კრედიტორს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

  სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის           284-285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდეს და გაუქმდეს შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 204393307) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა შპს ,,ენერგოგენერაცი ის“ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ, დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემიდან 5(ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.

მოსამართლე                                                                                                                               ლ. ქოჩიაშვილი