„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№103
სარეგისტრაციო კოდი
010.240.040.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 25, 01/04/2003

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №103

2003 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების  შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის თაობაზე

„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტი­ფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქარ­თველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-5 თავის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქსტანდარტის თავმჯდომარე“.

2. მე-7 თავის მე-17 პუნქტის „ა“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სტანდარტიზაციის სამმართველო;

ი) ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების საინფორმაციო ეროვნული ფონდი“.

3. მე-7 თავის მე-17 პუნქტს დაემატოს „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„მ) გენერალური ინსპექცია;

ნ) შესაბამისობის დადასტურების სამმართველო;

ო) სახელმწიფო რეესტრის სამსახური“.

4. მე-7 თავის მე-18 და 24-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. სტანდარტიზაციის სამმართველოს ფუნქციებია: სტან­დარტების სფეროში კონცეფციების, პროგრამების, სისტემების შემუშავება, ნორმატიული ბაზის საერთაშორისო მოთხოვნებთან ჰარმონიზაცია, პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, საერთაშორისო თანამშრომლობა, საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების შემუშვების, ევროდირექტივების სამოქ­მედოდ შემოღებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზაცია, სტანდარტიზაციის ტექნიკურ კომიტეტებთან ურთიერთობა, საქართველოს სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების სახელ­მწიფო რეგისტრაცია, გამოცემისთვის მომზადება.“.

„24. ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების საინ­ფორმაციო ეროვნული ფონდის ფუნქციებია: ტექნიკური რეგლა­მენტებისა და სტანდარტების ფონდის ჩამოყალიბება, მათი აღრიცხვა, სისტემატიზაცია და შენახვა; ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტიზაციის წესებისა და რეკომენდაციების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება, თანამშრომლობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სამდივნოსთან და წევრ ქვეყნებთან; საინფორმაციო მომსახურება, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შეთანხმებით „ვაჭრობაში ტექნიკური დაბ­რკოლებების შესახებ“ დადგენილი წესის შესაბამისად ოფიციალური ინფორმაციის მომზადება და მიწოდება.“.

5. მე-7 თავს დაემატოს 25-ე, 26-ე და 27-ე პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„25. გენერალური ინსპექციის ფუნქციებია: საქსტანდარტის სისტემაში შემავალ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობის, საქმიანობის ეფექტიანობის პერიოდული შესწავლა, ანალიზი, ინფორმაცია, შესაბამისი დასკვნების მომზადება.

26. შესაბამისობის დადასტურების სამმართველოს ფუნქციებია: შესაბამისობის დადასტურების (სერტიფიკაციის) სფეროში კონ­ცეფციების, პროგრამების, სისტემების შემუშავება, შესაბამისობის დადასტურების სისტემის ნორმატიული ბაზის ჰარმონიზაცია საერთა­შორისო მოთხოვნებთან, ურთიერთობა სერტიფიკაციის ცენტრალურ ორგანოებთან, სისტემაში არსებული მდგომარეობის ანალიზი.

27. სერტიფიკაციის სახელმწიფო რეესტრის სამსახურის ფუნ­ქციებია: სერტიფიკაციის სახელმწიფო რეესტრის წარმოება და ანალიზი მეტროლოგიის, შესაბამისობის დადასტურების (სერტიფიკაციის), აკრედიტაციის სამუშაოების მონაწილეთა, გაზომვის საშუალებების, სერტიფიცირებული პროდუქციისა და მომსახურების შესახებ.“.

6. 25-ე პუნქტი ჩაითვალოს 28-ე პუნქტად.

ე. შევარდნაძე