"ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 30.12.2010
ძალის დაკარგვა 04.08.2014
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.164.016019
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 100111, 10/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
"ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.95pt 48.1pt 42.55pt 59.85pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №27
2010 წლის 30 დეკემბერი
ქ. ყვარელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის
„თ” ქვეპუნქტის
, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის,
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის
„ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს
„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის
“ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 მარტის №23 დადგენილება
„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე: ბ. ზანდარაშვილი
დანართი
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის
საფინანსო სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური (შემდგომში
– სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ორგანიზაციას, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებას
.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს
„საბიუჯეტო კოდექსით”, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, წინამდებარე დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით
.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე
.
4. სამსახურს აქვს დებულება, შტამპი, ბლანკი და ბეჭედი
.
5. სამსახური ფინანსდება ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
.
6. სამსახურის კომპეტენცია, უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის წინამდებარე დებულებით.
7. სამსახურის ადგილსამყოფელია
: ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. №1
.
მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად: ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავების, შესრულების მიმდინარეობის და შესრულების ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზება;
ბ) მუნიციპალური პროგრამების და პროექტების ფინანსური ანალიზი და
შესაბამისი დასკვნების შედგენა;
გ) ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენასთან, ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით მონაცემთა ბაზის ფორმირება და მონაცემთა ანალიზი
;
დ) მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებებში აღრიცხვა-ანგარიშგების მდგომარეობის გაუმჯობესება და საბიუჯეტო სახსრების მოქმედი კანონმდებლობის დაცვით გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა;
ე) მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების მონიტორინგი და ზედამხედველობა;
ვ) მუნიციპალიტეტის ქონების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის მუნიციპალურ სამსახურთან ერთად;
ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების პროცესში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოში წინადადებების წარდგენა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე
.
2. სამსახური, მისი საქმიანობის ძირითადი ამოცანებიდან გამომდინარე
, ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) ადგენს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, რისთვისაც:
ა.ა) ამუშავებს საჭირო ინფორმაციას და ამზადებს წინადადებებს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერის გამოსაანგარიშებლად;
ა.ბ) შეიმუშავებს ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად საჭირო ორგანიზაციულ ღონისძიებებს და უზრუნველყოფს მის შესრულებას;
ა.გ) საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს, დადგენილ ვადაში ამზადებს საბიუჯეტო ცირკულარს დაწესებულებებზე დასაყვანად;
ა.დ) უზრუნველყოფს მხარჯავი დაწესებულებებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის მიღება-დამუშავებას, მის განხილვას;
ა.ე) ახორციელებს შემოსულობების პროგნოზირებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საგადასახადო ინსპექციასთან და მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;
ა.ვ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ადგენს ბიუჯეტის პროექტს და დადგენილ ვადაში წარუდგენს საკრებულოს განსახილველად;
ა.ზ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტის თაობაზე მუნიციპალიტეტში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებს, შეიმუშავებს შესაბამის დასკვნას;
ა.თ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით შეაქვს შესწორება ბიუჯეტის პროექტში;
ა.ი) ამზადებს სარეზერვო ფონდის ფორმირების შესახებ წინადადებებს;
ა.კ) ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, განიხილავს ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების შესახებ მხარჯავი დაწესებულებების მომართვებს და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ა.ლ) განსაზღვრავს ბიუჯეტის შესრულების პროცესში დამატებით მიღებულ თანხას და საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს ამ თანხის, აგრეთვე გასული წლის საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთის მიმდინარე წელს გამოყენების თაობაზე.
ბ) უზრუნველყოფს ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებას, რისთვისაც:
ბ.ა) ადგენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას თვეების ან კვარტალების მიხედვით;
ბ.ბ) ახორციელებს ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას;
ბ.გ) ამზადებს წინადადებებს ადგილობრივი გადასახადების და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ბ.დ) ახორციელებს ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის და ეფექტიანობის ანალიზს, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს და რეკომენდაციებს;
ბ.ე) ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულების მიზნით იღებს მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო ვალდებულებებსა და დამოწმებებს, დადგენილი წესის მიხედვით ახდენს მხარჯავი დაწესებულებების ვალდებულებების რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების დამოწმების შესაბამისად ახორციელებს თანხის გადახდას;
ბ.ვ) გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გაცემულ თანხებს ასახავს ბიუჯეტის შესაბამის მუხლებში;
ბ.ზ) საბიუჯეტო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ დადგენილების შესაბამისად აღრიცხავს მუნიციპალიტეტის ფულად სახსრებს და მატერიალურ ფასეულობებს;
ბ.თ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, ადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს და არსებული წესით წარუდგენს შესაბამის უწყებებს;
ბ.ი) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ საწარმოებს უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესების საკითხებში;
ბ.კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 3🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობანი
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) სამსახურს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს საბიუჯეტო დაწესებულებებიდან, საკრებულოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან და შესაბამისი სახელმწიფო ინსტანციებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვისა და დამუშავებისათვის მოიწვიოს მათი წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები დაინტერესებული საწარმოების, ორგანიზაციების და დაწესებულებების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
სამსახური ვალდებულია:
ა) საქმიანობის ძირითადი მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, გაწეული მუშაობის შესახებ დადგენილი წესით, წარუდგინოს ანგარიშები და სხვა სახის ინფორმაცია საკრებულოს, ფინანსთა სამინისტროსა და კონტროლის პალატას;
ბ) განიხილოს დაწესებულებებსა და ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა უწყებებიდან მიღებული წერილები, მოთხოვნები, მოქალაქეთა განცხადებები და საჩივრები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს შესაბამისი მასალები, წინადადებები, დასკვნები და პასუხები მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მუხლი 4🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.