საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 196-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1. პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში დამოუკიდებელი სტრუქტურული საკოორდინაციო ერთეულების სახით შედიან პარლამენტის კომიტეტების აპარატები, რომელთა უფროსებს და შემადგენლობას, თანახმად დამტკიცებული საშტატო განრიგისა, შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი".
2. 196-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები "ფრაქციების, კომისიების"
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ე. სურმანიძე
თბილისი,
1999 წლის 28 მაისი
№1984 – IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/116980/