,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 და “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№176
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 41, 08/05/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №176

2003 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 და „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სისტემაში ორგანიზაციული და სტრუქტურული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით:

1. „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების V თავის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები არიან:

ა) კონტრშპიონაჟის დეპარტამენტი;

ბ) კონტრტერორისტული დეპარტამენტი;

გ) საგამოძიებო დეპარტამენტი;

დ) კონტრსაბოტაჟისა და ეკონომიკური კონტრდაზვერვის დეპარტამენტი;

ე) კონსტიტუციური წყობილების დაცვის დეპარტამენტი;

ვ) სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი;

ზ) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);

თ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;

ი) უშიშროების საკითხებში ოფიცერთა და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის დეპარტამენტი;

კ) უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ლ) ინსპექტირებისა და საკუთარი უშიშროების დეპარტამენტი;

მ) საკადრო უზრუნველყოფისა და სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი;

ნ) სპეციალური ოპერაციების ცენტრი (მთავარი სამმართველო);

ო) დადგენისა და ძებნის ცენტრი (მთავარი სამმართველო);

პ) რადიო კონტრდაზვერვის ცენტრი (მთავარი სამმართველო);

ბ) დებულების V თავის მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო;

გ) ქალაქ თბილსის მთავარი სამმართველო;

დ) დასავლეთის რეგიონის მთავარი სამმართველო;

ე) მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველო;

ვ) შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო;

ზ) ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო;

თ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო;

ი) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო;“.

2.საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის IX თავის 32-ე, 33-ე და 34-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 32. წამყვანი საჯარო თანამდებობა:

ა) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი;

ბ) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

გ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსი;

დ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსის მოადგილე;

ე) ცენტრის (მთავარი სამმართველოს) უფროსი:

ვ) ცენტრის (მთავარი სამმართველოს) უფროსი ს მოადგილე;

ზ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი:

თ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ი) სამინისტროს რეგიონალური მთავარი სამმართველოს უფროსი;

კ) სამინისტროს რეგიონალური მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ლ) სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს უფროსი;

მ) სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ნ) სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი;

ო) სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

პ) სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი ბიუროს უფროსი;

ჟ) სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი ბიუროს უფროსის მოადგილე.

    მუხლი 33. უფროსი საჯარო თანამდებობა:

ა) სამინისტროს რაიონული განყოფილების უფროსი;

ბ) სამინისტროს რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე;

გ) სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი განყოფილების უფროსი;

დ) სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი განყოფილების უფროსის მოადგიელე;

ე) სამინისტროს სამმართველოში შემავალი განყოფილების უფროსი;

ვ) სამინისტროს სამმართველოში შემავალი განყოფილების უფროსის მოადგილე;

ზ) სამინისტროს ქვეგანყოფილების უფროსი;

თ) სამინისტროს ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე.

    მუხლი 34. უმცროსი საჯარო თანამდებობა:

ა) სამინისტროს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;

ბ) სამინისტროს ოპერატიული თანამშრომელი;

გ) სამინისტროს მზვერავი“.

ე. შევარდნაძე