„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.016026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 060111, 06/01/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №6

2011 წლის 4 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 401 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„401. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, ერთჯერადი ფულადი დახმარება და/ან ფასიანი საჩუქარი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით შეიძლება მიეცეს შემდეგ პირებს:

ა) ამ ბრძანების მე-40 პუნქტში მითითებულ პირთა ოჯახის ერთ-ერთ წევრს;

ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობამდე ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე, უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის ერთ-ერთ წევრს;

გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ ან დასახიჩრებულ სამხედრო მოსამსახურეს (მათ შორის, დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს);

დ) 41-ე პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო პირის (მათ შორის, შტატგარეშე საჯარო მოსამსახურის), აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაღუპული მოსამსახურის ოჯახის ერთ-ერთ წევრს;”.

2. 401 პუნქტს დაემატოს „ე” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე) საომარი მოქმედებების დროს დაღუპული პირის ოჯახის ერთ-ერთ წევრს, თუ დაღუპულ პირს გავლილი ჰქონდა სამხედრო სარეზერვო სამსახური.”.

მუხლი 2

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2008 წლის 7 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბ. ახალაია

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.01.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.01.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.22.026.016026.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.01.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №6, 04.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016026 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1171352/