საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 11.05.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №203
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44, 16/05/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.05.2003 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:5.25pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №203
2003 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულებისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საწარმოთა მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) და დამტკიცდეს მისი თანდართული დებულება.
2. დამტკიცდეს საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესი.
3. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოსათვის შესაბამისი სახელმწიფო ქონების გადაცემა უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან ერთად, სააგენტოსათვის შესაბამისი დაფინანსების გათვალისწინების მიზნით დააჩქაროს „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების პროექტის მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა;
5. ეს ბრძანებულება მე-4 მუხლის გარდა ამოქმედდეს 2003 წლის 13 მაისს.
6. ამ ბრძანებულების მე-4 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საწარმოთა მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
2. სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულების თანახმად.
3. სააგენტოს აქვს დამოუკიდებული ბალანსი, დივიდენდების მოსაკრები ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში, მიმდინარე ანგარიშები კომერციულ ბანკებში და ბეჭედი სააგენტოს სახელწოდებით.
4. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 64.
მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები
სააგენტოს მიზნებია:
ა) სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში (შემდგომში – საწარმოები) სახელმწიფოს წარმომადგენლების მეშვეობით სახელმწიფო ინტერესების დაცვა, სახელმწიფოსათვის განკუთვნილი დივიდენდების ზრდის ხელშეწყობა;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების მართვის კოორდინაცია და სრულყოფა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;
გ) საწარმოთა ლიკვიდურობის დონის ამაღლება და პრივატიზების პროცესის მაქსიმალური დაჩქარების ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗. სააგენტოს ფუნქციიები
1. სააგენტო ახორციელებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.
2. სააგენტოს ფუნქციებია:
ა) საწარმოებში სახელმწიფო წილის, აქციების აღრიცხვა და ამ მონაცემების საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსათვის სისტემატურად მიწოდება;
ბ) საწარმოებში სახელმწიფოს წარმომადგენლების კანდიდატურების შერჩევა-დანიშვნა, მათი საქმიანობის კოორდინაცია, მეთოდურ-საინფორმაციო უზრუნველყოფა და ანგარიშების განხილვა;
გ) სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ხელშეკრულებების დადება (ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ხელშეკრულებათა ფორმების მიხედვით) და მათი შესრულების კონტროლი;
დ) საწარმოებიდან და სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან მიღებული ანგარიშების, ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიზის საფუძველზე შემდეგი საკითხების განხილვა:
დ.ა) საწარმოების მომავალი განვითარების ბიზნეს-გეგმები;
დ.ბ) საწარმოების მიერ სესხებისა და კრედიტების აღება;
დ.გ) საწარმოების ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა;
დ.დ) საწარმოების მიერ ფილიალების დაფუძნება-ლიკვიდაცია;
დ.ე) საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვა და საწარმოთა წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების შექმნა;
დ.ვ) საწარმოებში ინვესტიციების დაბანდება;
დ.ზ) საწარმოების წმინდა მოგების განაწილება;
დ.თ) საწარმოების გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა, ლიკვიდაცია და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;
დ.ი) საწარმოების ქონების ჩამოწერა, რეალიზაცია, გირაოთი ან იპოთეკით დატვირთვა;
დ.კ) საწარმოების აქციებისა და წილების სხვა სუბიექტებზე მართვის უფლებით გადაცემა;
დ.ლ) საწარმოების პრივატიზება;
დ.მ) საჭიროების შემთხვევაში ტენდერის მეშვეობით აუდიტის მოწვევა საწარმოების საფინანსო საქმიანობის დამატებით შემოწმების მიზნით;
ე) საწარმოების ანგარიშგების (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში) და წლიური ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცება უფლებამოსილების ფარგლებში;
ვ) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მოთხოვნით დადგენილი პირობებითა და ვადაში, სააგენტოსთვის მართვის უფლებით გადაცემული იმ საწარმოების საპრივატიზებოდ მომზადება, რომლებიც შეყვანილია საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში;
ზ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და „საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის“ შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების ხელშეწყობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ.კ“ და „დ.ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე სააგენტოს თავმჯდომარე წარუდგენს წინადადებებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, რომელიც დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ახორციელებს შესაბამის პროცედურებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით.
მუხლი 4🔗. სააგენტოს მართვა
1. სააგენტოს საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის წარდგინების საფუძველზე.
2. თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომელიც ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში. თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრთან შეთანხმებით. ფუნქციებს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის ანაწილებს თავმჯდომარე.
3. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) უშუალოდ ან რწმუნებული პირის მეშვეობით წარმოადგენს სააგენტოს, უზრუნველყოფს მისი ფუნქციების განხორციელებას და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს საქმიანობაზე;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე და გამოსცემს სააგენტოს ბრძანებებსა და მითითებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად სააგენტოს ყველა თანამშრომლებისათვის;
გ) ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს.
მუხლი 5🔗. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს, მათ შორის ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ.ე“–„დ.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. სააგენტოს ფინანსები და ქონება
1. სააგენტოს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო უსასყიდლო უზუფრუქტით გადასცემს შესაბამის სახელმწიფო ქონებას.
2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოებიდან მიღებული დივიდენდების 15% ჩაირიცხება საგენტოს ანგარიშზე.
3. სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები და ქონება.
მუხლი 7🔗. სააგენტოს სტრუქტურა
გადაწყვეტილებებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის, სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების (ფილიალების), შექმნის და მათი გაუქმების, საშტატო განრიგისა და წლიური ბიუჯეტის შესახებ სააგენტო იღებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 8🔗. სააგენტოს საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება
1. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება უნდა მომზადდეს საქართველოში იურიდიული პირებისათვის დადგენილი წესების მიხედვით, ხოლო წლიური ბალანსი დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს.
2. სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი ახორციელებს სააგენტოს წლიური ბალანსის შემოწმებას და თავის ანგარიშს წარუდგენს სამინისტროს.
მუხლი 9🔗. სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
1. სააგენტო არსებობას წყვეტს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესი
მუხლი 1🔗.
წინამდებარე წესი დამტკიცებულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს საწარმოთა მართვის სააგენტოდან (შემდგომში – სააგენტო) სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის პირობებს.
მუხლი 2🔗.
1. სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი, ხოლო გადაცემა ხორციელდება მხოლოდ კონკურსის საფუძველზე, რომლის შესახებ დებულებას ამტკიცებს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი.
2. კონკურსის გარეშე სააგენტოდან სხვა სუბიექტებზე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს (საწარმოების) აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა შეიძლება მოხდეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, მაგრამ მარტო იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ საწარმოს ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია, მისი გადაცემის პროცესის დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვიოს და ამასთან, არსებობს ინვესტორი (ინვესტორები), რომელიც აშკარად გაცილებით უკეთეს რეალურ პირობებს სთავაზობს სახელმწიფოს ვიდრე ეს შესაძლებელია დროის მოცემულ მომენტში ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.
მუხლი 3🔗.
1. ამ წესის შესაბამისად სხვა სუბიექტზე აქციების (წილების) მართვის უფლებით გადაცემა ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებით, რომელიც იდება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და მოცემულ სუბიექტს შორის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ვადის გასვლის ან გაუქმების შემთხვევაში აქციები (წილები) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მართვის უფლებით უბრუნდება სააგენტოს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.