განჩინება- შპს "ალაფი"-ს გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
2010 წლი ს27 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძე
განმცხადებელი: შპს ,,ალაფი”
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ალაფის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2010 წლის 7 დეკემბერს განცხადებით მიმართა შპს ,,ალაფის“ დირექტორმა ა. მექერიშვილმა და მოითხოვა საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
სამართლო გაეცნო განცხადებას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის დადგენილ მოთხოვნებს და მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდი ს უუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით
დაადგინა:
1. შპს ,,ალაფის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მი ღ ებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
2. მეურვედ დაინიშნოს გიორგი თითბერიძე – მცხოვრები: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. №1, ბინა №9 (პირადი ნომერი 01008007180).
3. აეკრძალოს შპს ,,ალაფს” ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. შეჩერდეს შპს ,,ალაფის“ მიმართ იძულებითი აღსრულება.
5. გ ა ნ ე მარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია: შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან; დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
6. განემარტოს შპს ,,ალაფს”, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
7. განემარტოს კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები შპს ,,ალაფის“ მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.
8. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეული იქნება 2011 წლის 3 თებერვალს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №20).
9. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”, ,,გაზეთ 24 საათში”, გაზეთ ,,სიტყვა და საქმეში” და სასამართლოს დაფაზე.
10. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ე. ცისკარიძე