,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №557
2010 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით (სსმ III, 1999 წ., №69(76), მუხ. 1064 ) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ნავსადგურში გემის შემოსვლისას (რეიდზე ან ნავსადგურში) შესაბამისი პროცედურების ჩატარების მიზნით გემზე ადიან:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები;
ბ) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი - საბაჟო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით;
გ) საბაჟო ორგანოს სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელე-ბელი უფლებამოსილი პირი
გემის კაპიტნის ან აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ან
- როცა გემი მოემართება იმ ქვეყნების ნავსადგურიდან, სადაც დაფიქსირებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადებები ან/და არსებობს დაავადების შემოტანისა და გავრცელების რისკი, ან როცა არსებობს ინფორმაცია ასეთ ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე;
დ) საბაჟო ორგანოს ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი
გემის კაპიტნის ან აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ან
- როცა გემი მოემართება იმ ქვეყნების ნავსადგურიდან, სადაც დაფიქსირებულია ადამიანის და ცხოველთა საერთო საშიში ინფექციური დაავადებები, ან როცა არსებობს ინფორმაცია ასეთ ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე;
ე) საბაჟო ორგანოს ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი
გემის კაპიტნის ან აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ან
- როცა გემი მოემართება იმ ქვეყნების ნავსადგურიდან, სადაც გავრცელებულია საქართველოში არარეგისტრირებული ან შეზღუდულად გავრცელებული მცენარეთა საკარანტინო ობიექტები, ან როცა არსებობს ინფორმაცია ასეთ ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე“.
ბ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 პუნქტი:
,,21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი პირი გემზე ადის პირველი და ეცნობა გემის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ამოწმებს საერთაშორისო საზღვაო დეკლარაციას, გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიულ მოწმობას და კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტებს, საჭიროების შემთხვევაში იღებს სინჯს და ნიმუშს ლაბორატორიული გამოკვლევისათვის. მას შემდეგ, რაც საბაჟო ორგანოს სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი პირი დარწმუნდება, რომ გემზე არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ უქმნის რისკს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, შესაბამისი პროცედურების განხორციელების მიზნით, თანხმობას აძლევს სხვა პირებს გემზე ასასვლელად“;
გ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.07.2010.
- როდის იქნა მიღებული „,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
- „,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 27.07.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №557. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.07.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, №557, 27.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1171629/