ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების–გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 03.01.2011
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.128.016034
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 200111, 20/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.01.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების–გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Tbilisi-Normal; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin-top:0in; margin-right:.25in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCaption, li.MsoCaption, div.MsoCaption {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Tbilisi-Normal","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Tbilisi-Normal","sans-serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; mso-style-link:"adgili_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.adgilixmlChar {mso-style-name:"adgili_xml Char"; mso-style-link:adgili_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:9.05pt 35.15pt 31.45pt 74.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
დადგენილება №2
2011 წლის 3 იანვარი
დ.ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემდეგი სიმბოლოები (გერბი და დროშა) შეთანხმების თარიღი 2010 წლის 29 სექტემბერი №95
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს: გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. I ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს, II ნაწილი – ვერცხლის ველს. ფარის მწვანე ველზე სიმბოლურად გამოსახულია ორი ვერცხლის მთა – მარჯვენა მთის 1/4, ხოლო მარცხენა მთის 1/2. ფარის ვერცხლის ველზე სიმბოლურად გამოსახულია ორი მწვანე მთა–მარჯვენა მთის 1/2, ხოლო მარცხენა მთის 1/4. ფარის მწვანე ველის თავში გამოსახულია სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელი, ხოლო ფარის ვერცხლის ველის თავში გამოსახულია სამი შემცირებული მწვანე სარტყელი. მწვანე ველზე გამოსახულ ვერცხლის მთებს ძირში გადაკვეთს სამი შემცირებული მწვანე სარტყელი, ხოლო ვერცხლის გამოსახულ მწვანე მთებს ძირში გადაკვეთს სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელი.
ფარის ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი, რომელიც გაკვეთილია და იყოფა ორ ველად–მწვანე და ვერცხლის ველებად. მცირე ფარის ცენტრში გამოსახულია ვერცხლ-მწვანე ჯვარი (ე.წ.„ლათინური“ ჯვრის ფორმის) . მწვანე ველზე ჯვრის მარჯვენა მკლავი ვერცხლისაა, ხოლო ვერცხლის ველზე ჯვრის მარცხენა მკლავი–მწვანე. ჯვრის მკლავებს შორის გამოსახულია
4. მცირე ზომის ჯვარი. ზედა ჯვრები წარმოადგენს ე.წ. „ბერძნულ“ ჯვრებს, ხოლო ქვედა – ე.წ. „ლათინურ“ ჯვრებს. მწვანე ველზე გამოსახული მცირე ჯვრები ვერცხლისაა, ხოლო ვერცხლის ველზე გამოსახული მცირე ჯვრები– მწვანე.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი– სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი( ცეხესიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი– „ხარაგაული“ (დანართი №1).
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გერბი
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს: დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად – მწვანე და თეთრ ველებად.
დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლ-მწვანე ჯვარი (ე.წ. „ლათინური“ ჯვრის ფორმის). მწვანე ველზე ჯვრის მარჯვენა მკლავი თეთრია, ხოლო თეთრ ველზე ჯვრის მარცხენა მკლავი –მწვანე. ჯვრის მკლავებს შორის გამოსახულია ოთხი მცირე ზომის ჯვარი. ზედა ჯვრები წარმოადგენენ ე.წ. „ბერძნულ“ ჯვრებს, ხოლო ქვედა ე.წ. „ლათინურ“ ჯვრებს. მწვანე ველზე გამოსახული მცირე ჯვრები თეთრია, ხოლო თეთრ ველზე გამოსახული მცირე ჯვრები– მწვანე.
დროშის პროპორცია 2/3. (დანართი №2).
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დროშა
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი
დანართი №1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს:
გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. I ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს, II ნაწილი ვერცხლის ველს. ფარის მწვანე ველზე სიმბოლურად გამოსახულია ორი ვერცხლის მთა– მარჯვენა მთის 1/4, ხოლო მარცხენა მთის 1/2. ფარის ვერცხლის ველზე სიმბოლურად გამოსახულია ორი მწვანე მთა–მარჯვენა მთის 1/2, ხოლო მარცხენა მთის 1/4. ფარის მწვანე ველის თავში გამოსახულია სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელი, ხოლო ფარი ვერცხლის ველის თავში გამოსახულია სამი შემცირებული მწვანე სარტყელი. მწვანე ველზე გამოსახულ ვერცხლის მთებს ძირში გადაკვეტავს სამი შემცირებული მწვანე სარტყელი, ხოლო ვერცხლის გამოსახულ მწვანე მთებს ძირში გადაკვეთავს სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელი.
ფარის ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი, რომელიც გაკვეთილია და იყოფა ორ ველად–მწვანე და ვერცხლის ველებად. მცირე ფარის ცენტრში გამოსახულია ვერცხლ-მწვანე ჯვარი(ე.წ.„ლათინური“ ჯვრის ფორმის) . მწვანე ველზე ჯვრის მარჯვენა მკლავი ვერცხლისაა, ხოლო ვერცხლის ველზე ჯვრის მარცხენა მკლავი–მწვანე. ჯვრის მკლავებს შორის გამოსახულია 4 მცირე ზომის ჯვარი. ზედა ჯვრები წარმოადგენენ ე.წ. „ბერძნულ) ჯვრებს, ხოლო ქვედა– ე.წ. „ლათინურ“ ჯვრებს. მწვანე ველზე გამოსახული მცირე ჯვრები ვერცხლისაა, ხოლო ვერცხლის ველზე გამოსახული მცირე ჯვრები– მწვანე.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი( ცეხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი – „ხარაგაული“.
დანართი №2
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს:
დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად – მწვანე და თეთრ ველებად.
დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლ-მწვანე ჯვარი (ე.წ. „ლათინური“ ჯვრის ფორმის). მწვანე ველზე ჯვრის მარჯვენა მკლავი თეთრია ხოლო თეთრ ველზე ჯვრის მარცხენა მკლავი –მწვანე. ჯვრის მკლავებს შორის გამოსახულია ოთხი მცირე ზომის ჯვარი. ზედა ჯვრები წარმოადგენს ე.წ. „ბერძნულ“ ჯვრებს, ხოლო ქვედა – ე.წ. „ლათინურ“ ჯვრებს. მწვანე ველზე გამოსახული მცირე ჯვრები თეთრია, ხოლო თეთრ ველზე გამოსახული მცირე ჯვრები– მწვანე.
დროშის პროპორცია 2/3.