ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 03.01.2011
ძალის დაკარგვა 14.01.2015
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.128.016035
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 200111, 20/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Tbilisi-Normal; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin-top:0in; margin-right:.25in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCaption, li.MsoCaption, div.MsoCaption {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Tbilisi-Normal","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Tbilisi-Normal","sans-serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; mso-style-link:"adgili_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.adgilixmlChar {mso-style-name:"adgili_xml Char"; mso-style-link:adgili_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 35.15pt 31.45pt 74.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
დადგენილება №3
2011 წლის 3 იანვარი
დ.ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-13 პუნქტის, აგრეთვე ნორმატიული აქტების შესახებ „საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თანდართული წესი დანართი №1.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი
დანართი №1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის
უფლებით გადაცემის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. წესი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონების) სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს;
2. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
ა)ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს სამინისტროები და უწყებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები.
3. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება :
ა) ვადით და სასყიდლით (სასყიდლიანი აღნაგობა, სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა,
იჯარა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა
ფორმებით;
ბ) უსასყიდლოდ (აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება).
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება „საქართველოს
4. კონსტიტუციის“ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ წესის შესაბამისად.
5. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: აღნაგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით. ქონების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულო.
6. ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელს, რომელიც თავის მხრივ აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას ქონების აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემის შესახებ.
7. ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის ვადას განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო-საკრებულო.
მუხლი 2🔗. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
1.ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალისწინებული ფორმებით:
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) ქირავნობა;
დ) იჯარა;
ე) თხოვება;
ვ) „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.
2. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობას განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო. ქირა ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით აუქციონის გარეშე გადასცემს , აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს ,სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.
მუხლი 3🔗. ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება
1. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.
2. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალური ფასის გადახდა.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.
მუხლი 4🔗. ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები
1. ქონების სარგებლობაში გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას შესაბამისი განაცხადის საფუძველზე.
2. ქონების სარგებლობაში გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელს, რომელიც თავის მხრივ აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას ქონების აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემის თაობაზე.
3. სარგებლობის ფორმებით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით.
4. სარგებლობის ფორმით ქონების გადაცემისას მესაკუთრესა და ქონების დროებით სარგებლობაში მიმღებს შორის ფორმდება ხელშეკრულება.
ქონება, რომელიც გადაცემულია სარგებლობის ფორმით, ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებდა შესაბამისი ხელშეკრულება.
მუხლი 5🔗. ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
1. მიწის ნაკვეთის ან/ და იმ მიწის ნაკვეთის , რომელზედაც დამაგრებულია შენობა-ნაგებობა აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება.
2. ქონების როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.
მუხლი 6🔗. ქონების ქირავნობა
1. ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით, სასყიდლიან სარგებლობაში.
2. ხარაგაულის მუნიციპაიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე;
ა) თუ დამქირავებელი მისი გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას ქნის;
ბ) თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში;
გ) „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 7🔗. ქონების იჯარა
1. ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.
2. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.
3.თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურება.
4. მოიჯარეს შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ:
ა) მოიჯარე მეიჯარისაგან გაფრთხილების მიუხედავად, ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას;
ბ) არ იხდის საიჯარო ქირას 3 თვის განმავლობაში;
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 8🔗 . ქონების თხოვება
1. ქონების თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს აუქციონის გარეშე ქონების დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის გადაცემას.
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იტოვებს უფლებას, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული ქონების დაბრუნება.
3. აკრძალულია თხოვების ფორმით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის ამავე ფორმით გადაცემა.
მუხლი 9🔗. აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს ხელმძღვანელი.
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარე „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას თვითმმართველი ერთეულის ინტერნეტ გვერდზე, ინფორმაცია ასევე შეიძლება გამოქვეყნებულ იქნეს სხვა საინფორმაციო საშუალებებით.
3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით
გამოცხადების შემთხვევაში);
გ) ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) ბე-ს, რომლის ოდენობაც შეადგენს ქონების საწყისი საფასურის 30 %–ს;
ვ) ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს ხელმძღვანელი.
ზ) განცხადების მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს ხელმძღვანელი ჩათვლის მიზანშეწონილად,
4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას.
5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან: კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო
კომისიის წევრები.
მუხლი 10🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღესა და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან მეთხუთმეტე კალენდარულ დღეს, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში მეხუთე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც აუქციონის ჩატარების კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორ წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, ქონების საწყის ფასს, რომლის სარგებლობის უფლებით მიღებაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) ბე-ს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში)
დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოული ქონებისათვის ცალ-ცალკე.
5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს ბე–ს დაუკავებლად უარი აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 11🔗. აუქციონის ჩატარების წესი
1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს(ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე).
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას) ისე, რომ თვალსაჩინო იყოს აუქციონატორისათვის, თუ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ფასი, აუქციონატორი აფიქსირებს მას და თხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება ითვლება გადაცემულად აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს სააუქციონო ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიურად. ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული, აუქციონატორი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.
8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ‘’ბე“ არ დაუბრუნდება.
9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.
10. აუქციონის შედეგების ოქმი და სრული დოკუმენტაცია გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მას ამტკიცებს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 12🔗. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის
ორგანიზება
1. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარე.
2. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს.
3. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი (მსურველები) განცხადებით მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარეს და წარუდგენს :
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
გ) იურიდიული პირი დამატებით წარმოადგენს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს და განაცხადების შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
დ) აგრეთვე სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვილ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს მიერ, მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტები. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენის ვადაა ორი კვირა. აღნიშნული ვადა აითვლება მოთხოვნის მიღებიდან.
4.ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს–საკრებულოს თავმჯდომარე იხილავს შემოსულ განცხადებას 30 კალენდარული დღის ვადაში, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას და ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემი ქონების პირობებს.
მუხლი 13🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1.ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის
შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე,
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვისა. მოქმედი
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან არაუგვიანეს 1 თვისა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარეს გააფორმოს ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანაჩენ მონაწილეებს ბე უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 30 კალენდარულ დღეში.
4. მხარეთა შორის დასადებ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და ქონების სხვა მახასიათებლები;
ბ) ცნობები აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ;
გ) ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები;
ვ) ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს ქონების გადაცემის პირობებსა და ვადებს;
ზ) ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-14 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირობებს;
თ) სხვა მონაცემებს გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენისათვის გაწეულ საზღაურს ფარავს ქონების მიმღები პირი.
მუხლი 14🔗. ქონების მიმღები პირის პასუხისმგებლობა
1. ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და პირდაპირი განკარგვის პირობები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ 6 თვეში ერთხელ და ან მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებული იქნას ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
2. ქონების მიმღებს უფლება არ აქვს მიღებული ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), ან სხვაგვარად დატვირთოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეუთანხმებლად, ამასთან იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა პატრონობაზე და დაცვაზე.
3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში–ქირის 0.1 % დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1 % დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) ქონების მიმღები პირის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით აუქციონის ან/და სხვა
4. სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
5. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ და ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
მუხლი 15🔗. დავათა განხილვის წესი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ასევე პირდაპირი განკარგვის წესით ან აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, განიხილავს სასამართლო.