„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
დადგენილება №9
2011 წლის 3 იანვარი
დ.ხარაგაულ ი
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საჭიროა შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის №49 დადგენილებაში
( სს მ V, №65. 2010 წლის 17 დეკემბერი, მუხლი 1965)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის №49 დადგენილებაში
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ქ ვეპუნქტის ა და „თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19 4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად“.
2.დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის „ბ“ ქვეპუნქტის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თუ მყიდველი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ქონების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, მას არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე .
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.მაჭავარიანი