„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №10
2011 წლის 5 იანვარი
ქ. თბილისი
„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 22 ერთეულით.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა და შემადგენლობა
1. აპარატის სტრუქტურული ერთეულები და ქვედანაყოფებია:
ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა.ა) პოლიტიკური ანალიზისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;
ა.ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამმართველო;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ბ.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველო;
ბ.ბ) სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველო;
გ) საორგანიზაციო დეპარტამენტი.
2. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;
ბ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;
გ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე;
დ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;
ე) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე;
ვ) დეპარტამენტის უფროსი;
ზ) სამმართველოს უფროსი;
თ) მთავარი მრჩეველი;
ი) მრჩეველი;
კ) მთავარი ბუღალტერი;
ლ) საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრატორი.“.
3. დებულების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.
3. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე:
ა) მოქმედებს სახელმწიფო მინისტრის მითითებით, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აპარატის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სახელმწიფო მინისტრს სამთავრობო სტრუქტურებში, შეხვედრებსა და ფორუმებზე, აგრეთვე ასრულებს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობას შვებულების, მივლინების ან სხვა აუცილებელი მიზეზით მისი არყოფნის დროს;
გ) სახელმწიფო მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა კანდიდატურებს, აგრეთვე წინადადებებს მათი ფუნქციური მოვალეობების შესახებ.“.
4. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. დადგენილებით დამტკიცებული რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
| სტრუქტურა, თანამდებობა | რაოდენობა |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრი | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე | 1 |
| დეპარტამენტის უფროსი | 3 |
| სამმართველოს უფროსი | 4 |
| მთავარი მრჩეველი | 6 |
| მრჩეველი | 2 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე | 1 |
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე | 1 |
| მთავარი ბუღალტერი | 1 |
| საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრატორი | 1 |
| სულ | 22.“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 15 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.01.2011.
- როდის იქნა მიღებული „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.01.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 010240010.10.003.016165.
- რამდენი მუხლისგან შედგება „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.01.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №10, 05.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.016165 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1174817/