,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სკოლის მანდატურის სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს N74/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1/ნ
2011წლის 6 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სკოლის მანდატურის სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს№74/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სკოლის მანდატურის სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010წლის 20 აგვისტოს№74/ნ ბრძანებ აში(სსმ III, 24.08.2010, №103,მუხ.1554) შევიდეს შემდეგი ცვლილებ ა და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. შვებულების, სამსახურებრივი მივლინების ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევების დროს უფროსის მოვალეობებს ასრულებს უფროსის პირველი მოადგილე.
12. უფროსის პირველ მოადგილეს და მოადგილ ე ე ბ ს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
13. უფროსის პირველ მოადგილის და მოადგილე ების უფლებამოსილებებს განსაზღვრავს უფროსი.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი