საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მრავალშვილიანი (სამი და მეტი შვილი) პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, თუ მისი წლიური შემოსავალი 3 000  ლარზე ნაკლებია, ხოლო ერთ- და ორშვილიან პირს საშემოსავლო გადასახადი უმცირდება 50%-ით”.

2. 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ” და „ლ” ქვეპუნქტები:

„კ) ენერგიის განახლებადი წყაროების (მზის, ქარის, გეოთერმული, ბიომასის ენერგია და ჰიდროენერგია) ასათვისებელი მოწყობილობებისა და ენერგოდამზოგი საშუალებების (ენერგოდამზოგი ნათურები) წარმოებით და რეალიზაციით მიღებული მოგება;

ლ) მაღალმთიანი რეგიონების ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო საწარმოების  მოგება”.

3. 98-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. თუ მაღალმთიანი რეგიონი მდებარეობს 1500 მეტრის ზევით და მის ტერიტორიაზე გადის მაგისტრალური გაზსადენი, ამ რაიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის სუბსიდირება ხორციელდება ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე”.

4. 143-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ” ქვეპუნქტი:

„კ) მაღალმთიანი რეგიონის ტერიტორიაზე არსებული საწარმოებისა და მუდმივად მცხოვრებ ფიზიკურ პირთა ქონება”.

5. 158-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ” და „ს” ქვეპუნქტები:

„რ) ენერგიის განახლებადი წყაროების (მზის, ქარის, გეოთერმული, ბიომასის ენერგია და ჰიდროენერგია) ასათვისებელი მოწყობილობებისა და ენერგოდამზოგი საშუალებების (ენერგოდამზოგი ნათურები) წარმოებისათვის გამოყენებული მიწის ნაკვეთები;

ს) „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდობზე განლაგებული რაიონებისა და აჭარა-გურიის მთიანეთის სოფლების, თემებისა და დაბების მცხოვრებნი, ხოლო სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთ მიწის გადასახადი უმცირდებათ 50%-ით”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 9 ივნისი.

№2080–II