📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.12.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №426
სარეგისტრაციო კოდი ბაქტერიების, სოკოების, ვირუსების ცოცხალი კულტურები, ცოცხალი ტკიპები და ნემატოდები სამეცნიერო მიზნებისათვის.
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110111, 11/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,070 სიტყვა · ~15 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 2
1001 ხორბალი და მესლინი
1005 სიმინდი
1006 ბრინჯი (საფურაჟე)
1008 წიწიბურა, ფეტვი და თესლი ჩიტიფესვასი; სხვა მარცვლეული (საფურაჟე)
1102 დანარჩენი მარცვლეულის ფქვილი, გარდა ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავისა
1103 ბურღული, უხეშად ნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვანების მარცვლის გრანულები
1205 თესლი რაფსისა, ანუ კოლზისა, დაუმსხვრეველი
1207 თესლი და ნაყოფები სხვა ზეთოვანი კულტურებისა, დაუმსხვრეველი
1209 თესლი, ნაყოფი და სპორები სათესად
2301 ფქვილი, წმინდად და უხეშად დაფქული და გრანულები ხორცის ან ხორცის სუპროდუქტებისაგან, თევზის ან კიბოსნაირებისგან, მოლუსკების ან წყლის სხვა უხერხემლოებისგან, საკვებში გამოსაყენებლად უვარგისი; ხოხოზიკები
2302 ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები, მიღებული პურეული მარცვლოვნების ან პარკოსანი კულტურების მარცვლის დაფქვის, გაცრის ან სხვა მეთოდით დამუშავების შედეგად, არაგრანულირებული ან გრანულირებული
9508 ცირკის, სამხეცის, ზოოპარკის, ატრაქციონისა და მოძრავი თეატრის ცხოველები.
სეს ესნ კოდი დასახელება
01 ჯგუფი ცოცხალი ცხოველები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.ConsCell, li.ConsCell, div.ConsCell { margin-top:0in; margin-right:988.6pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.ConsTitle, li.ConsTitle, div.ConsTitle { margin-top:0in; margin-right:988.6pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №426 2010 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ  მუხლი 1🔗. „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესი და პირობები თანდართულ დანართებთან ერთად.  მუხლი 2🔗. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილება.  მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესი და პირობები     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი არეგულირებს გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტსა და ტრანზიტს და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ნებართვის მაძიებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს შორის.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია – ყველა სახის ცხოველი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი და ნედლეული, ცხოველთა საკვები, საკვებდანამატები, ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატები. 2. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქცია – ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია საკარანტინო ორგანიზმების გავრცელება. 3. ცხოველთა საკვები – საწარმოო წესით მიღებული ცხოველთა საკვები. 4. საკვებდანამატები – ბუნებრივი ან სინთეზირებული ნივთიერებები, ნაერთები, რომლებიც გამიზნულად შეაქვთ ცხოველთა საკვებში მათი ორგანოლეპტიკური თვისებების გასაუმჯობესებლად ან შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად. 5. ცხოველური წარმოშობის პროდუქტები – დაკლული ცხოველებისაგან მიღებული ყველა სახის საკვები პროდუქტნედლეული: ხორცი, ხორცპროდუქტები, საწარმოო წესით მიღებული ძეხვეული და კონსერვები, სუბპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი და კვერცხი, თევზი და თევზეული, თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები.     მუხლი 3🔗. სანებართვო საქმიანობის სახეები სანებართვო საქმიანობის სახეებია: ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია ტრანზიტის დროს (ნებართვა გაიცემა №1 დანართით განსაზღვრულ სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე); ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია იმპორტის დროს (ნებართვა გაიცემა №2 დანართით განსაზღვრულ სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე); გ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქცია იმპორტის დროს (ნებართვა გაიცემა №3 დანართით განსაზღვრულ სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებულ ობიექტებზე).     მუხლი 4🔗. ნებართვის გამცემი ორგანოები ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტისა და იმპორტის ნებართვისა და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ეროვნული სააგენტო) ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).     მუხლი 5🔗. ნებართვის მისაღებად წარსადგენი საბუთები 1. ნებართვის მისაღებად წარსადგენი ძირითადი დოკუმენტაცია და პირობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის მაძიებლის განცხადება აგრეთვე უნდა შეიცავდეს ექსპორტიორი ქვეყნისა და შემოსატანი ტვირთის დასახელებას, რაოდენობას, მოძრაობის მარშრუტს, მისი მიღების ადგილს, ხოლო ეტაპობრივად შემოტანის შემთხვევაში – თითოეული პარტიის რაოდენობასა და შემოტანის ვადას. 3. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტისა და იმპორტის ნებართვის მაძიებლის განცხადებას აგრეთვე უნდა ერთოდეს საბუთი პროდუქციის სახეობის, რაოდენობის, იმპორტიორი ან სატრანზიტო ქვეყნისა და ტრანსპორტირების მარშრუტის შესახებ, ხოლო ბიოლოგიური და სამკურნალო პრეპარატების იმპორტისას – სარეგისტრაციო მოწმობა. 4. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ არ არის განსაზღვრული არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში, ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე. 5. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული არაკეთილსაიმედო ქვეყნებიდან, რომელთა საწარმოებიც აღიარებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე, ხოლო იმ საწარმოებიდან, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ აღიარებული, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე, მხოლოდ ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მათი დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით. 6. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა გაიცემა მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე. 7. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მიერ საქართველო აღიარებულ იქნა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების მიმართ არაკეთილსაიმედოდ, საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე იკრძალება ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული შესაბამისი ტვირთის ტრანზიტი.     მუხლი 6🔗. ნებართვის გაცემის წესი ნებართვის გამცემი ორგანოები ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად.     მუხლი 7🔗. ნებართვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი ნებართვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურისა და ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 8🔗. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა 1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტისა და იმპორტის ნებართვა გაიცემა ერთი თვის ვადით. 2. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა არა უმეტეს ექვსი თვის ვადით.     მუხლი 9🔗. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.     მუხლი 10🔗. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის და ნებართვის გაუქმება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.     მუხლი 11🔗. სანებართვო რეესტრი ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან აწარმოონ უწყებრივი სანებართვო რეესტრი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად.  დანართი №1 ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია ტრანზიტის დროს სეს ესნ კოდი დასახელება 1 2 01 ჯგუფი ცოცხალი ცხოველები 0101 ცხენი, ვირი, ჯორი და ჯორცხენა 0102 მსხვილფეხა პირუტყვი 0103 ღორი 0104 ცხვარი და თხა 0105 შინაური ფრინველი, ანუ გალუს დომესტიცუს (შინაური ქათამი) სახეობის ფრინველები, იხვი, ბატი, ინდაური, ციცარი 0106 სხვა ცხოველები 02 ჯგუფი ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები 0201 ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, ახალი ან შეყინული 0202 ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, გაყინული 0203 ხორცი ღორის, ახალი, შეყინული ან გაყინული 0204 ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, შეყინული ან გაყინული 0205 ხორცი ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული და გაყინული 0206 კვების სუბპროდუქტები მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის, ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული ან გაყინული 0207 ხორცი და კვების სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველის, ახალი, შეყინული ან გაყინული 0208 სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, შეყინული ან გაყინული 0209 00 ღორის ქონი, მჭლე ხორცისაგან გამოცალკევებული და შინაური ფრინველის ქონი, გადაუდნობელი ან რაიმე სხვა ხერხით ამოუღებელი, ახალი, შეყინული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი 0210 ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცის ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან 05 ჯგუფიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი 0505 ტყავები და ფრინველის სხვა ნაწილები ნაკრტენით ან ბუმბულით; ნაკრტენი და ნაკრტენის ნაწილები (მოჭრილი ან მოუჭრელი კიდეებით) და ბუმბული, გაწმენდილი, დეზინფიცირებული ან შესანახად დამუშავებული, მაგრამ შემდგომი დამუშავების გარეშე; ნაკრტენის და მისი ნაწილების ფხვნილი და ნარჩენები 0511 ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი; დავარდნილი ცხოველები 01 ან 03 ჯგუფიდან, საკვებად უვარგისი 41 ჯგუფიდან დაუმუშავებელი ტყავები და ტყავეულის ნედლეული (გარდა ნატურალური ბეწვისა) და ტყავი 4101 დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი მსხვილფეხა პირუტყვის ან ცხენების ოჯახის ცხოველებისა (ახალგატყავებული ან მარილიანი, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა მეთოდით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერ-გამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან ბეწვის საფარის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი 4102 დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი ცხვრისა ან ბატკნისა (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან  არასპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა 4103 სხვა დაუმუშავებელი ტყავები და ტყავის ნედლეული (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა 95 ჯგუფიდან სათამაშოები, თამაშობანი და სპორტული ინვენტარი; მათი ნაწილები და საკუთნოები 9508 ცირკის, სამხეცის, ზოოპარკის, ატრაქციონისა და მოძრავი თეატრის ცხოველები.  დანართი N2 ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია იმპორტის დროს სეს ესნ კოდი დასახელება  1  2 01 ჯგუფი ცოცხალი ცხოველები 0101 ცხენი, ვირი, ჯორი და ჯორცხენა 0102 მსხვილფეხა პირუტყვი 0103 ღორი 0104 ცხვარი და თხა 0105 შინაური ფრინველი, ანუ გალუს დომესტიცუს (შინაური ქათამი) სახეობის ფრინველები, იხვი, ბატი, ინდაური, ციცარი 0106 სხვა ცხოველები 02 ჯგუფი ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები 0201 ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, ახალი ან შეყინული 0202 ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, გაყინული 0203 ხორცი ღორის, ახალი, შეყინული ან გაყინული 0204 ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, შეყინული ან გაყინული 0205 ხორცი ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული და გაყინული 0206 კვების სუბპროდუქტები მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის, ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული ან გაყინული 0207 ხორცი და კვების სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველის, ახალი, შეყინული ან გაყინული:  0207 11 – – აუქნელი, ახალი ან გაცივებული:  0207 13 – – ფრინველის ნაკლავის ნაწილები და სუბპროდუქტები, ახალი ან გაცივებული:  0207 24 აუქნელი, ახალი ან გაცივებული:  0207 26 – – ფრინველის ნაკლავის ნაწილები და სუბპროდუქტები, ახალი ან გაცივებული:  0207 32 – – აუქნელი, ახალი ან გაცივებული:  0207 35 – – ახალი ან გაცივებული, დანარჩენი:  0208 სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, შეყინული ან გაყინული  0209 00 ღორის ქონი, მჭლე ხორცისაგან გამოცალკევებული და შინაური ფრინველის ქონი, გადაუდნობელი ან რაიმე სხვა ხერხით ამოუღებელი, ახალი, შეყინული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი 0210 ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცის ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან 03 ჯგუფი თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები 0301 ცოცხალი თევზი 04 ჯგუფი რძის პროდუქცია; ფრინველის კვერცხი; ნატურალური თაფლი; ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი  0407 00 ფრინველის კვერცხი ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული 0408 ფრინველის კვერცხი უნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, ფორმირებული, გაყინული ან სხვა სახით დაკონსერვებული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე 05 ჯგუფიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი  0505 ტყავები და ფრინველის სხვა ნაწილები ნაკრტენით ან ბუმბულით; ნაკრტენი და ნაკრტენის ნაწილები (მოჭრილი ან მოუჭრელი კიდეებით) და ბუმბული, გაწმენდილი, დეზინფიცირებული ან შესანახად დამუშავებული, მაგრამ შემდგომი დამუშავების გარეშე; ნაკრტენის და მისი ნაწილების ფხვნილი და ნარჩენები 0510 00 000 00 ამბრა, რუხი, თახვის ყაირი, ცივეტა და მუშკი; ცოფის ბუზი, ნაღველი, მათ შორის, გამხმარი; ცხოველური წარმოშობის ჯირკვლები და სხვა პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებაში, ახალი, შეყინული, გაყინული ან სხვა წესით დამუშავებული ხანმოკლე შენახვისათვის  0511 ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი; დავარდნილი ცხოველები 01 ან 03 ჯგუფიდან, საკვებად უვარგისი: 0511 91 – – თევზის, კიბოსნაირების, მოლუსკებისა და წყლის სხვა უხერხემლოების პროდუქტები; დავარდნილი ცხოველები 03 ჯგუფიდან: 0511 99 – – დანარჩენი: 0511 99 100 00 – – – ძარღვები და მყესები; დამუშავებული ტყავის ჩამონაჭრები და ანალოგიური ნარჩენები – – – ცხოველური წარმოშობის ნატურალური ღრუბლები: 0511 99 310 00 – – – – დაუმუშავებელი 0511 99 390 00 – – – – დანარჩენი  0511 99 80 – – – დანარჩენი: 0511 99 801 00 – – – – თუთის აბრეშუმხვევიას გრენა 0511 99 802 00 – – – – ემბრიონები 0511 99 809 00 – – – – დანარჩენი 10 ჯგუფი პურეული მარცვლოვნები  1001 ხორბალი და მესლინი (საფურაჟე) 1002 00 000 00 ჭვავი (საფურაჟე) 1003 00 ქერი (საფურაჟე) 1004 00 000 00 შვრია (საფურაჟე)  1005 სიმინდი (საფურაჟე)  1006 ბრინჯი (საფურაჟე) 1007 00 სორგო მარცვლოვანი (საფურაჟე)  1008 წიწიბურა, ფეტვი და თესლი ჩიტიფესვასი; სხვა მარცვლეული (საფურაჟე) 12 ჯგუფიდან ზეთოვანი მცენარეების თესლი და ნაყოფი; სხვა თესლი, ნაყოფი და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი 1213 00 000 00 ჩალა და ბზე მარცვლეულისა, დაუმუშავებელი, დაქუცმაცებული ან დაუქუცმაცებელი, გალეწილი ან გაულეწავი, დაპრესილი ან გრანულების ფორმით  1214 თალგამურა, ჭარხალი საფოთლე (მანგოლდი), პირუტყვის საკვები ძირნაყოფები, თივა, იონჯა, სამყურა, ესპარცეტი, პირუტყვის საკვები კომბოსტო, ხანჭკოლა, ცერცველა და ანალოგიური საკვები პროდუქტები, გრანულირებული ან არაგრანულირებული 23 ჯგუფიდან კვების მრეწველობის ნაშთები და ნარჩენები; მზა საკვები ცხოველებისათვის  2301 ფქვილი, წმინდად და უხეშად დაფქული და გრანულები ხორცის ან ხორცის სუპროდუქტებისაგან, თევზის ან კიბოსნაირებისგან, მოლუსკების ან წყლის სხვა უხერხემლოებისგან, საკვებში გამოსაყენებლად უვარგისი; ხოხოზიკები  2302 ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები, მიღებული პურეული მარცვლოვნების ან პარკოსანი კულტურების მარცვლის დაფქვის, გაცრის ან სხვა მეთოდით დამუშავების შედეგად, არაგრანულირებული ან გრანულირებული 30 ჯგუფიდან ფარმაცევტული პროდუქცია  3002 სისხლი ადამიანისა; სისხლი ცხოველებისა, მომზადებული თერაპიული, პროფილაქტიკური ან დიაგნოსტიკური მიზნით გამოსაყენებლად; იმუნური შრატები (ანტიშრატები) და სისხლის სხვა ფრაქციები და მოდიფიცირებული იმუნოლოგიური პროდუქტები, მათ შორის, მიღებული ბიოტექნოლოგიური გზით; ვაქცინები, ტოქსინები, მიკროორგანიზმების კულტურები (საფუვრების გარდა) და ანალოგიური პროდუქტები (3002 10 950, 3002 20 000 და 3002 90 100 ქვესუბპოზიციის საქონლის გარდა, მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი) 41 ჯგუფიდან დაუმუშავებელი ტყავები და ტყავეულის ნედლეული (გარდა ნატურალური ბეწვისა) და ტყავი  4101 დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი მსხვილფეხა პირუტყვისა ან ცხენების ოჯახის ცხოველებისა (ახალგატყავებული ან მარილიანი, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა მეთოდით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან ბეწვის საფარის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი 4102 დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი ცხვრისა ან ბატკნისა (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა 4103 სხვა დაუმუშავებელი ტყავები და ტყავის ნედლეული (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა 95 ჯგუფიდან სათამაშოები, თამაშობანი და სპორტული ინვენტარი; მათი ნაწილები და საკუთნოები  9508 ცირკის, სამხეცის, ზოოპარკის, ატრაქციონისა და მოძრავი თეატრის ცხოველები. დანართი №3 ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქცია იმპორტის დროს სეს ესნ კოდი დასახელება 1 2 ჯგუფი 06. ცოცხალი ხეები და სხვა მცენარეები; ბოლქვები, ფესვები და მცენარის სხვა ანალოგიური ნაწილები; მოჭრილი ყვავილები და დეკორატიული ბალახი 0601 ბოლქვები, ტუბერები, ტუბერისებრი ფესვები, ტუბერბოლქვები, ფესურები, განშტოებულის ჩათვლით, ვეგეტაციური სიმშვიდის, ვეგეტაციის ან ყვავილობის მდგომარეობაში; ვარდკაჭაჭას მცენარეები და ფესვები, 1212 სასაქონლო პოზიციის ფესვების გარდა 0602 დანარჩენი ცოცხალი მცენარეები (მათი ფესვების ჩათვლით), კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი ჯგუფი 07. ბოსტნეული და ზოგიერთი საკვები ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები 0701 კარტოფილი, ახალი 0703 ხახვი, თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული 0713 პარკოსანი ბოსტნეული, ხმელი, დაჩურჩული, სათესლე, ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი 0714 მანიჰოტი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი, ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი, ანუ ბატატი, და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად ჯგუფი 08. საჭმელი ხილი და კაკალი. ციტრუსოვნების ან ნესვების კულტურების ქერქი და კანი 0805 ციტრუსები, ახალი ან ხმელი 0806 ყურძენი, ახალი ან ხმელი 0807 ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი ჯგუფი 10. მარცვლოვანები 1001 ხორბალი და მესლინი 1002 00 000 00 ჭვავი 1003 00 ქერი 1004 00 000 00 შვრია 1005 სიმინდი 1007 00 სორგო მარცვლოვანი ჯგუფი 11. ფქვილბურღულეული მრეწველობის პროდუქცია; ალაო, სახამებელი, ინულინი, ხორბლის წებოვანა 1101 00 110 00 1101 00 150 00 ფქვილი ხორბლის 1101 00 900 00 ხორბალ-ჭვავის ფქვილი 1102 დანარჩენი მარცვლეულის ფქვილი, გარდა ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავისა 1103 ბურღული, უხეშად ნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვანების მარცვლის გრანულები 1104 მარცვლოვნების მარცვალი, დამუშავებული სხვა ხერხით (მაგალითად, დაჩურჩული, გაბრტყელებული, გადამუშავებული ფანტელებად, დატეხილი, დაროშილი ან დამსხვრეული), გარდა 1006 სასაქონლო პოზიციის ბრინჯისა; მარცვლოვანების მარცვლის ჩანასახები, მთლიანი, გაბრტყელებული, ფანტელების სახით ან დაფქული 1106 10 000 00 წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი და ფხვნილი 0713 სასაქონლო პოზიციის ხმელი პარკოსანი ბოსტნეულის 1107 10 ალაო მოუხალავი ხორბლისაგან 1107 10 110 00 ფქვილის სახით 1107 10 190 00 დანარჩენი 1107 10 910 00 ფქვილის სახით 1107 10 990 00 დანარჩენი ჯგუფი 12. ზეთოვანი თესლები და ნაყოფები; დანარჩენი თესლები; ნაყოფები და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი 1204 00 თესლი სელისა, დაუმსხვრეველი 1205 თესლი რაფსისა, ანუ კოლზისა, დაუმსხვრეველი 1206 00 თესლი მზესუმზირასი, დაუმსხვრეველი 1207 თესლი და ნაყოფები სხვა ზეთოვანი კულტურებისა, დაუმსხვრეველი 1209 თესლი, ნაყოფი და სპორები სათესად კოდის გარეშე ნიადაგი ნებისმიერი სახით კოდის გარეშე ცოცხალი მწერები სამეცნიერო მიზნებისათვის კოდის გარეშე ბაქტერიების, სოკოების, ვირუსების ცოცხალი კულტურები, ცოცხალი ტკიპები და ნემატოდები სამეცნიერო მიზნებისათვის.  დანართი №4 ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო № -----------------------                                                                           „-----„ -------------- 201 წ. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა № 000000 მიეცა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ფიზიკური ან იურიდიული პირის დასახელება) იმის თაობაზე, რომ ნებას რთავს მას საქართველოს ტერიტორიის გავლით ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილები) –––––––––––––––––––––––––––––––––გაიტანოს––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  (იმპორტიორი ქვეყანა)                                                                     (ექსპორტიორი ქვეყანა) წარმოების სატრანზიტო დანიშნულების საქონელი ––––––––––––––––––––––––––––––––––                                                                                                                    (საქონლის დასახელება, სეს ესნ კოდი, –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– წონა, ადგილების რაოდენობა, შეფუთვის სახე, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო №) ძალა აქვს მხოლოდ ნებართვის ორიგინალს ერთი თვის განმავლობაში, შესაბამისი ვეტერინარული სერტიფიკატის წარმოდგენისას. გამცემი ორგანოს დასახელება:     უფლებამოსილი პირი     ხელმოწერა                                /                      /      ბ.ა.  დამკვეთი:  დამამზადებელი:  სფს-ს რეგისტრაციის № დანართი №5 ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო      № -----------------------                                                                   „-----„ -------------- 201 წ. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა № 000000 მიეცა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ფიზიკური ან იურიდიული პირის დასახელება) იმის თაობაზე, რომ ნებას რთავს მას საქართველოში ––––––––––––––––– ტრანსპორტით –––––––––––––––––––––––––––––––––– (ტრანსპორტის სახეობა) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ექსპორტიორი ქვეყანა) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის –––––––––––––––––––––––––––––გავლით შემოიტანოს  (სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––          (საქონლის დასახელება, სეს ესნ კოდი, წონა, ადგილების რაოდენობა, შეფუთვის სახე, ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი)   ვეტერინარული სერტიფიკატის № ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (რომლის საფუძველზეც გაიცემა ნებართვა) ძალა აქვს მხოლოდ ნებართვის ორიგინალს ერთი თვის განმავლობაში, შესაბამისი ვეტერინარული სერტიფიკატის წარმოდგენისას გამცემი ორგანოს დასახელება: უფლებამოსილი პირი ხელმოწერა                                        /                      /   ბ.ა. დამკვეთი: დამამზადებელი: სფს-ს რეგისტრაციის № დანართი №6 ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ფიტოსანიტარი ულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა N 000000 გაცემულია „    ” –––––––––––––200 წ.                  ძალაშია „     ” ––––––––––––––– 201 წ. - მდე ნებართვა გაიცა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (იმპორტიორის დასახელება) საქართველოში––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  (შემოტანის ადგილი) ექსპორტიორი ქვეყნის დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შემდეგი კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანაზე: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (საქონლის დასახელება, სეს ესნ კოდი, წონა, –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ადგილების რაოდენობა, შეფუთვის სახე, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო №) 1. შემოსატანი კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი თავისუფალი უნდა იყოს შემდეგი საკარანტინო ორგანიზმებისაგან––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– და პასუხობდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანა ნებადართულია შემდეგი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტიდან–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. ამ ნებართვით შემოსატანი კონტროლს დაქვემდებარებული საქონ ელი გადაზიდულ უნდა იქნეს შემდეგი მარშრუტით––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– გამცემი ორგანოს დასახელება:  უფლებამოსილი პირი     ხელმოწერა                                       /                      / ბ.ა. დამკვეთი: დამამზადებელი: სფს-ს რეგისტრაციის №