საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში დამატებების  შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წლის ივნისი, №6, მუხ. 118) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-80 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„1. მაღალმთიანი რეგიონების ტერიტორიაზე განლაგებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, დაწესებულებებსა და უწყებებში, აგრეთვე მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასაქმებულ პირთა ხელფასებზე და პენსიებზე წესდება დანამატი 50%-ის ოდენობით.“.

2. 235-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ქვეპუნქტი:

„გ) იმ პირთათვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ან არანაკლებ 10 წლისა უწყვეტად უმუშავიათ მაღალმთიან რეგიონში, საპენსიო ასაკი მცირდება ხუთი წლით“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 9 ივნისი.

№2086 – IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
სად არის „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11776/