"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქართული სპორტის მუზეუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 12.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.055.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 130111, 13/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,505 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (5)

დოკუმენტის ტექსტი

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქართული სპორტის მუზეუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანება №5 2011 წლის 12 იანვარი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქართული სპორტის მუზეუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქართული სპორტის მუზეუმის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის №217 ბრძანებულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:  1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქართული სპორტის მუზეუმის“ თანდართული დებულება.  2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ვლ. ვარძელაშვილი დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქართული სპორტის მუზეუმის“ დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი   1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ქართული სპორტის მუზეუმი“ (შემდგომში – მუზეუმი) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე და განეკუთვნება მემორიალურ მუზეუმთა ტიპს.  2. მუზეუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი, სათანადო ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, საბანკო ანგარიშები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.  3. მუზეუმში დაცული ფასეულობანი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.  4. მუზეუმი საკუთარი სახელით განახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.   5. მუზეუმის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №9.  6. მუზეუმი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.     მუხლი 2🔗. მუზეუმის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. მუზეუმის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანებები, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და აგრეთვე ეს დებულება. 2. მუზეუმი საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე უფლებამოსილია გამოიყენოს და დადგენილი წესით განკარგოს მასზე რიცხული ქონება და ფინანსური სახსრები, გადაწყვიტოს მის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები.     მუხლი 3🔗. მუზეუმის მიზნები და ამოცანები მუზეუმის ძირითადი მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანია: ა) ქართული სპორტის წარმატებების ამსახველი მასალების შეკრება, დაკომპლექტება, აღრიცხვა, შენახვა-დაცვა, შესწავლა და პოპულარიზაცია; ბ) ეროვნული მემკვიდრეობის პრინციპების დაცვა, ჯანსაღი სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება; გ) ყველა აღრიცხული ერთეულის ორიგინალებისა და სხვა მნიშვნელოვან ექსპონატთა ბაზაზე ძირითადი ფონდის, როგორც ქვეყნის ერთიანი სამუზეუმო ფონდის, შემადგენელი ნაწილის შექმნა; დ) მუზეუმის დირექტორის ნებართვითა და დადგენილი პრეისკურანტის საფუძველზე სათანადო ანაზღაურებით სამუზეუმო ექსპონატების ფოტო-კინო ფიქსაცია; ე) სამუზეუმო ექსპონატების ყოველმხრივი დაცვა; ვ) მუზეუმის ფონდის აღრიცხვა და სისტემატიზაცია; ზ) სამუზეუმო ექსპონატების პუბლიკაცია; თ) სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება; ი) სამუზეუმო ექსპოზიციების და მუზეუმის ფონდის ბაზაზე მასობრივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო მუშაობის წარმოება; კ) დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან თანამშრომლობა.     მუხლი 4🔗. მუზეუმის უფლებები 1. თავისი მიზნების განხორციელებისათვის მუზეუმს უფლება აქვს: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით განახორციელოს თავისი პროფილის შესაბამისი საქმიანობა; ბ) საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესის დაცვით მუზეუმის საფინანსო გეგმით განსაზღვროს სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებანი; გ) პოპულარიზაცია გაუწიოს საკუთარ საქმიანობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; დ) განათავსოს სპეციალური ვებგვერდი ადგილობრივ და საერთაშორისო ქსელებში; ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაამყაროს ურთიერთობები საქართველოს და საზღვარგარეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, დადოს მათთან ხელშეკრულებები და გარიგებები; ვ) მიიღოს შემოწირულობანი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან; ზ) მიიღოს გრანტი დადგენილი წესით; თ) დაამზადოს მუზეუმის ფონდში დაცული ექსპონატების ასლები და გამოიყენოს ისინი დადგენილი წესით; ი) დადგენილი წესის შესაბამისად, ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები საბიუჯეტო სახსრებით; კ) წარმართოს დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს მუზეუმის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე მუზეუმის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას; ლ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს მუზეუმის შინაგანაწესი, განსაზღვროს მუზეუმში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა, დაადგინოს მუშაკთა მატერიალური წახალისების ფორმები და მეთოდები; მ) დადგენილი წესის შესაბამისად, განახორციელოს მუზეუმის სტრუქტურული რეორგანიზაცია; ნ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა. 2. მუზეუმს მხოლოდ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, მუზეუმის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტის განსაზღვრა; ე) თავის ქონებასთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილებების მიღება, თუ ისინი სცილდებიან ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. მუზეუმისათვის გადცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 5🔗. მუზეუმის მართვა 1. მუზეუმის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. 2. მუზეუმის დირექტორი: ა) პერსონალურად ხელმძღვანელობს მუზეუმის საქმიანობას, განსაზღვრავს მუზეუმის სტრუქტურას, აწესრიგებს იმ საკითხებს და პასუხისმგებელია იმ საქმიანობაზე, რომლებიც განეკუთვნება მუზეუმის კომპეტენციას; ბ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს მუზეუმის ქონებას და სახსრებს და ეკისრება პასუხისმგებლობა მუზეუმის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; გ) აყალიბებს და აკონტროლებს მუზეუმის საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუზეუმის დირექტორის მოადგილეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით; ე) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს მუზეუმის თანამშრომლებსა და საჭიროებისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან; ვ) ანაწილებს თანამშრომლებს შორის ფუნქციებსა და საქმიანობის სფეროებს; ზ) ადგენს მუზეუმის საინვენტარო წიგნს, რომელშიც აღნიშნულია თითოეული სამუზეუმო ექსპონატის ძირითადი მონაცემები; თ) უზრუნველყოფს მთლიანი სამუზეუმო ფონდის აღრიცხვას, სისტემატიზაციასა და კლასიფიკაციას; ი) უზრუნველყოფს საფონდო ერთეულთა დაცვისა და შენახვის ოპტიმალური პირობების შექმნას; კ) აწარმოებს შეგროვილი მასალების მეცნიერულ დამუშავებას, რომელთა საფუძველზე აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს, მონოგრაფიებს, შრომებს, ბუკლეტებს, კატალოგებს და ა.შ.; ლ) მართავს მიმოხილვით, თემატურ, კომპლექსურ ექსკურსიებსა და კონსულტაციებს საექსპოზიციო დარბაზებსა და ფონდსაცავებში; მ) პასუხისმგებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით მუზეუმიდან ექსპონატების დროებით ან მიზნობრივ გატანაზე; ნ) დადგენილი წესის შესაბამისად, წყვეტს მუზეუმის თანამშრომელთა პრემიებისა და მატერიალური დახმარების, მუზეუმის თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების საკითხებს; ო) ამტკიცებს მუზეუმის შინაგანაწესს, მუშაობის რეგლამენტს, მუზეუმის სრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას და მუზეუმის თანამშრომელთა საქმიანობის ნორმებისა და წესების განმსაზღვრელ მეთოდურ მითითებებს, ინსტრუქციებსა და საკონტრაქტო პირობებს; პ) მინდობილობის გარეშე მოქმედებს მუზეუმის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს ყველა ინსტანციაში; ჟ) დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს; რ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ს) აკონტროლებს მუზეუმის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ტ) ვალდებულია მისი არყოფნის პერიოდში აცნობოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ; უ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები.     მუხლი 6🔗. მუზეუმის ქონება 1. მუზეუმის ქონებას შეადგენს სახელმწიფოს მიერ მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და საფინანსო რესურსები. 2. მუზეუმს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განკარგოს კანონით ნებადართული საქმიანობის წარმართვისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი შემოსავლები, რომელიც მთლიანად ხმარდება მუზეუმს.     მუხლი 7🔗. მუზეუმის ფინანსური სახსრები 1. მუზეუმის დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი; დ) შემოწირულობა; ე) დონორი ორგანიზაციების დახმარება ( გრანტები); ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მუზეუმის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი რაიმე სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.     მუხლი 8🔗. მუზეუმის საბუღალტრო აღრიცხვა -ანგარიშგება 1. მუზეუმი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის საბუღალტრო აღროცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში დასამტკიცებლად წარუდგინოს იგი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. 2. მუზეუმის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 9🔗. სახელმწიფო კონტროლი და გარანტიები 1. მუზეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. მუზეუმის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა, შეაჩეროს ან გააუქმოს მუზეუმის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 3. მუზეუმი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია გაასაჩივროს მაკონტროლებელი ორგანოს უკანონო მოქმედება.     მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი მუზეუმის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 11🔗. მუზეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია მუზეუმის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.