„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი ჯანმრთელობა
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:

„მაღალმთიან რეგიონებში ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მომუშავე სამედიცინო პერსონალს ეძლევა ხელფასის დანამატი ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, 1200 მეტრამდე – 50%, ხოლო 1200 მეტრის ზევით – 70%“.

2. მე-60 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მაღალმთიან რეგიონებში ჯანმრთელობის დაცვა უფასოა და ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში სამედიცინო დაწესებულებათა შენარჩუნებასა და განვითარებას. პარალელურად დაიშვება კერძო სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტების რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

3. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო მიზნობრივად აფინანსებს ჩიყვის და სხვა ენდოკრინული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროგრამებს“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი პუნქტი – 2000 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 9 ივნისი.

№2088–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
დიახ, სამართლებრივი აქტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია.
სად არის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11782/