ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 11.01.2011
ძალის დაკარგვა 01.01.2012
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016011
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 170111, 17/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2011 წლის 11 იანვარი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად,
1. დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი (დანართი 1).
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი
დანართი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი
ეს წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა(ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 1🔗. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება
1. ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ) გამცხადებლის(პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ(იმ შემთხვევაში, თუ განცხადება დაწერილია პაციენტის ოჯახის წევრის მიერ);
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
3. პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა) სტაციონარული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა;
ბ) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არა უმეტეს 300 ლარით;
4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 2🔗. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია:
ა) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები 70 000-დან 100 000 ქულამდე და მათი ოჯახის ორსული წევრები;
ბ)სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები და მათი ოჯახის ორსული წევრები, რომელთაც გააჩნია 70 000 ქულაზე ნაკლები და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი;
2. პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა) სტაციონალური მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა;
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ)განმცხადებლის(პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
დ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე)ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ(იმ შემთხვევაში თუ განცხადება დაწერილია პაციენტის ოჯახის წევრის მიერ);
ვ)ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
5.დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 3🔗. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1.ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის (რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებიან ბოლნისის მოზრდილთა რაიპოლიკლინიკაში) უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია:
ა) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
ბ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;
გ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები;
დ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებული პაციენტები.
2. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ)განმცხადებლის(პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 განახლებული);
დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ განცხადება დაწერილია პაციენტის ოჯახის წევრის მიერ);
ე)ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 4🔗. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების სამედიცინო დახმარება
1.ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება მოხდება ერთჯერადად არა უმეტეს 700(შვიდასი) ლარის ოდენობით.
2.მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ)განმცხადებლის(პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ )ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა აფთიაქიდან მედიკამენტების ჩამონათვალის, ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (აფთიაქი, ორგანიზაცია) საბანკო ანგარიშზე.
4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 5🔗. ფსორიაზით დაავადებული პირების დახმარება
1. ფსორიაზით დაავადებული სოციალურად დაუცველი პირების,რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს დახმარება მოხდება ერთჯერადად, არა უმეტეს 700(შვიდასი) ლარის ოდენობით.
2.მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ) გამცხადებლის(პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა აფთიაქიდან მედიკამენტების ჩამონათვალის, ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;
ე)სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
4.დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 6🔗. ლეიშმანიოზით დაავადებული ბავშვების დახმარება
1. ლეიშმანიოზით დაავადებული ბავშვების დახმარება მოხდება ერთჯერადად:
ა) სტაციონარული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 700 ლარისა.
2.მუნიციპალიტეტში წრმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ)განმცხადებლის(პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ)ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
4.დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 7🔗. სპორტსმენებისა და სტუდენტების დახმარება
1. ყოველთვიური ფულადი დახმარება 50(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:
ა) მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი ოჯახებიდან და სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში;
ბ)იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი ოჯახებიდან და სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში;
გ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიდან, და სწავლობენ აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში.
2. დახმარება გაიცემა ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ წარმოდგენილი სიების საფუძველზე.
3. ყოველთვიური ფულადი დახმარება 100(ასი) ლარის ოდენობით გაეწევათ შემდეგ სპორტსმენებს:
ა) წარმატებებს მიაღწიეს ეროვნულ ჩემპიონატში და საერთაშორისო ასპარეზზე.
4. სპორტსმენებმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ) წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ( მედალი, სიგელი; დიპლომი და ა.შ.)
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
6. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 8🔗. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება
1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შემდეგ კატეგორიას:
ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I და II ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს 30 ლარის ოდენობით;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას, 150(ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
გ) მარტოხელა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას, 250(ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
დ) სტაციონარში მოთავსების შემთხვევაში პაციენტს დსახმარება გაეწევა ერთჯერადად, სტაციონალური მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 700 ლარისა.
2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუფსიდიების სააგენტოდან);
დ ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ვ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
4.დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 9🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მიცვალებულ ვეტერანთა (მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა კოდი-100) სარიტუალო მომსახურება;
ბ)მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ მიცვალებულთა (კოდი 300) სარიტუალო მომსახურება;
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილე მიცვალებულთა, კოდი 200) სარიტუალო მომსახურება;
დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)ცნობა სოციალური მომსახურების ბოლნისის განყოფილებიდან გარდაცვლილის ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ;
დ)იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
ე)ცნობა ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;
ვ) მიცვალებული ვეტერანის მოწმობის ასლი;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
თ)თანხა გაიცემა 250(ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 10🔗. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება
1. დედ-მამით ობოლ პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა) სტაციონარული მკურნალობისათვის – 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 700 ლარისა.
2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ)პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;
დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ბავშვის და მისი მეურვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ვ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;
ზ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები.
3. დახმარება გაიცემა ერთჯერადად ბავშვის საერთაშორისო დღესთან – 1 ივნისთან დაკავშირებით, ყოველ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
5.დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 11🔗. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახისადმი დახმარება
1. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე ;
ბ)პირადობის მოწმობის ასლი;
გ)ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ) ცნობა ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურიდან.
2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
4. მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივ დასკვნაში მიეთითება გასაცემი თანხის ოდენობა.
მუხლი 12🔗. 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა სოციალური დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მხოლოდ კომპაქტურად დასახლებული იძულებით გადაადგილებული ოჯახების კომუნალური ხარჯები(წყალი,დენი, ბუნებრივი აირი).
2. დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 13🔗. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა ოჯახებისათვის:
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახები (კოდი 300);
ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შემდეგ გარდაცვლილთა ოჯახები (კოდი 501; 600);
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები (კოდი 100);
დ) ავღანეთის ომის მონაწილეები (კოდი 200);
ე)ინვალიდი, დევნილი, ვეტერანი მეომრების ოჯახები.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“„,ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ:
ა) სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბრისათვის, ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით;
ბ) სტაციონალური მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 700 ლარისა;
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია დახმარებას მიიღებს:
ა) ფაშიზმზე გამრჯვების დღის 9 მაისისათვის ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით.
ბ) სტაციონალური მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 700 ლარისა;
4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია დახმარებას მიიღებს სტაციონალური მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 700 ლარისა;
5. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ)პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) დიდი სამამულო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) ავღანეთის ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი ;
ზ )ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
თ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ი ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
კ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ლ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
7.დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 14🔗. იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ერთჯერადად იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის ორსული წევრების სამედიცინო (სტაციონარული) მომსახურება 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ 70%- ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 700 ლარისა;
2.მუნიციპალიტეტში წრსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ)პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;
ვ)ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ზ) ქორწინების მოწმობის ასლი;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
4.დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 15🔗. ერთჯერადი სოციალური(ფულადი) დახმარება
1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების, რომელნიც ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება და დახმარების თხოვნის მომენტში სვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, დახმარების საკითხს განიხილავს და განკარგულებას გამოსცემს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის, შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნისა და გამგებლის წერილობით მომართვის საფუძველზე.
2. დახმარების ოდენობა წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახურის დასკვნასა და გამგებლის წერილობით მომართვაში.
3. ოჯახმა, რომელიც დახმარების გაცემის მომენტში განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.