„საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
040150000.22.027.016073
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 130111, 13/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №3

2011 წლის 12იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით (სსმ III, 20.01.2010 წ., №6, მუხ. 51) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-14 მუხლის:

ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტი ან ნაკლებია, თანამესაკუთრეთა/ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის შემთხვევაში რეგისტრაცია წარმოებს საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგენილი ფართობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენს ერთ სისტემაში გაერთიანებულ, ურთიერთდაკავშირებულ და იზოლირებულ ფართს, რეგისტრაციის განსახორციელებლად ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობა არ მოითხოვება.“;

ბ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131პუნქტი:

„131. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ საჯარო რეესტრსა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციისას პირადობის დადასტურების მიზნით წარდგენილ იქნა უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული პასპორტის ასლი რუსულ ან ინგლისურ ენაზე შევსებული რეკვიზიტებით, რეგისტრაციისას არ მოითხოვება ამ პასპორტის ქართულ ენაზე ნათარგმნი ასლის წარმოდგენა.“;

გ) მე-19 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ნივთი განკარგულია სააღსრულებლო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი იძულების წესით, ასეთ შემთხვევაში რეგისტრირებული ყადაღა, განკარგვის შეზღუდვა ან აკრძალვა ცხადდება ძალადაკარგულად.“.

2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 192 და 193 პუნქტები:

„192. მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ პირებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტი მიღებული ან შედგენილია 2010 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სარეგისტრაციო განაცხადის წარმოდგენის მომენტისათვის უძრავი ნივთის მესაკუთრე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში. ამ შემთხვევაში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება ნივთის შემძენზე.

193. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ნივთი განკარგულია სააღსრულებლო დაწესებულების მიერ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე,ნივთზე რეგისტრირებული ყადაღა/გირავნობა, რომელიც გამოყენებული იყო საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ცხადდება ძალადაკარგულად.“.

3. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. უძრავ ნივთზე კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით დადებული გარიგებების საფუძველზე ქირავნობის, ქვექირავნობის, იჯარის, ქვეიჯარის, თხოვების, ლიზინგის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული უფლებების რეგისტრაციის საფუძვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს 2010 წლის 10 დეკემბრამდე მარტივი წერილობითი ფორმით დადებული გარიგებები.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.01.2011.
როდის იქნა მიღებული „საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
„საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 12.01.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 040150000.22.027.016073.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.01.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ, №3, 12.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.016073 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1178636/