შეტყობინება სააქციო საზოგადოება “ჯორჯიან ქარდი”-ს რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 200111, 20/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეტყობინება

სააქციო საზოგადოება „ჯორჯიან ქარდის“ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სს „ჯორჯიან ქარდის“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი იწვევენ სააქციო საზოგადოების აქციონერებს რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2011 წლის 10 თებერვალს, 15:00 საათზე.

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

1. სს „ჯორჯიან ქარდის“ მიერ აქციების ემისიისა და ახლად ემიტირებული აქციების სს     „UFC“-ის 100% წილში გაცვლის შესახებ.

2. სს „UFC“-ის სს „ჯორჯიან ქარდთან“ მიერთების გზით შერწყმის შესახებ.

3. სს „ჯორჯიან ქარდის“ მენეჯმენტის 2010 წლის ფინანსური ანგარიში.

4. სხვადასხვა.

 

2011 წლის 10 თებერვლის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:

 

დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:

პლასტიკური საგადამხდელო ბარათების ბაზარზე შექმნილი ზოგადი მდგომარეობისა და საბარათე მონაცემთა დამუშავების ცენტრების არსებული სტატუსებიდან გამომდინარე, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი რეკომენდაციას უწევს აქციონერებს საპროცესინგო ცენტრების – სს „ჯორჯიან ქარდისა“ და სს „UFC“- ის გაერთიანებასთან დაკავშირებით. კომპანიათა გაერთიანება გაზრდის ერთიანი კომპანიის შემასავლიანობას და მისი საქმიანობის წილს პლასტიკური ბარათების ბაზარზე. რეკომენდებულია სს „ჯორჯიან ქარდის“ მიერ ემიტირებულ იქნეს აქციები 1 493, 967 (29.92%) ცალის ოდენობით და ახლად ემიტირებული აქციები გაცვლილ იქნეს სს „UFC”- ის აქციების 100%-ში.

 

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:

სს „ჯორჯიან ქარდი”-ს მიერ სს „UFC”- ის აქციების 100%-ის მფლობელობაში გადაცემის შემდეგ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სს „ჯორჯიან ქარდისა“ და სს „UFC”-ის შერწყმის შესახებ მიერთების გზით, ამასთან სს „ჯორჯიან ქარდი” ხდება სს „UFC”-ის უფლებამონაცვლე.

 

დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:

საზოგადოების მიერ 2010 წელს გაწეული საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, დამაკმაყოფილებლად ცნოს საზოგადოების მიერ 2010 წელს გაწეული მუშაობა.

 

სს „ჯორჯიან ქარდის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება გაიმართება სს „ჯორჯიან ქარდის“  სათავო ოფისში შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ნუცუბიძის ქ. №221-ში.

აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2011 წლის 10 თებერვალს, 14:00 საათზე.

აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2011 წლის 10 იანვარი.

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2011 წლის 30 იანვრიდან აქციათა რეგისტრატორთან – სს „ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის გამზირი №74ა, თბილისი, საქართველო.

გენერალური დირექტორი                                                                                   ნ. ქებურია