საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.01.2011
ძალაში შესვლა 17.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010120000.22.027.016076
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 130111, 13/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,452 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.01.2011 მიღება
17.01.2011 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; mso-style-link:"saxe_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.saxexmlChar {mso-style-name:"saxe_xml Char"; mso-style-link:saxe_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 63.0pt 63.8pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება № 6 2011 წლის 13 იანვარი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა -ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „ ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულები თ დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის 1​1 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის: ა) ბლანკის ფორმა და აღწერილობა ( დანართი № 1); ბ) ბლანკის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №2). მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 17 იანვრიდან . ზ. ადეიშვილი დანართი №1 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის ფორმა და აღწერილობა 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზა (შემდგომში – ვიზა) წარმოადგენს 85 მმX105 მმ ზომის მართკუთხა ფორმის მკაცრი აღრიცხვის ბლანკს. 2. ფერი კომბინირებულია, ძირითადი ტონალობა განისაზღვრება ლურჯი-იისფერით. 3. კომპოზიცია გაყოფილია არათანაბარ ნაწილად: ა) პირველი (ზედა) ნაწილი – მუქ ლურჯ ველზე, მარცხენა მხარეს გამოსახულია მოფრიალე საქართველოს სახელმწიფო დროშა, მარცხენა მხარეს გილიოშის დეკორში ჩასმული საქართველოს რუკის კონტური. წარწერებია: ქართული – „საქართველო”; „ვიზა”; და ინგლისურ ენაზე „Georgia”; „Visa”; ბ) მეორე (შუა) ნაწილი – კომბინირებულ ღია ლურჯ და იისფერ ველზე მარჯვენა მხარეს, ქართულ ტრადიციულ (გელათი) ორნამენტზე (ამობურცვის ეფექტით) მოთავსებულია ფოლგა საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. მარცხენა მხარეს, გილიოშის ბადეზე მკრთალად გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი ერთ ფერში და მუქი ლურჯი კითხვარის წარწერები. მარცხენა ქვედა ნაწილში მუქი წითელი სააღრიცხვო სერია და ნომერია გამოსახული. 4. დაცული ქაღალდი: – ფლუორესცენტული ბოჭკოებით. 5. ოფსეტური ბეჭდვა: – ანტიკოპირებადი ფონი; – მიკროტექსტი; – ულტრაიისფერი დაცვა; – ფარული გამოსახულება (უხილავი შეუიარაღებელი თვალით, ხილული მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი). 6. ინტაგლიო (რელიეფური) ბეჭდვა: – ტრანსპარანტული (გამჭვირვალე) ინტაგლიო; – ინტაგლიო ფერში. 7. აბრეშუმისებური ბეჭდვა: – ირისისებური საღებავი. 8. ფოლგა: – 3 დაცვის ელემენტით. 9. ულტრაიისფერი სხივით დანათებისას, ვიზის ბლანკზე უნდა იხატებოდეს საქართველოს რუკა ქ. თბილისის, ქ. სოხუმის, ქ. ცხინვალისა და ქ. ბათუმის მითითებით. 10. ვიზა უნდა შეიცავდეს შემდეგ გრაფებს: ა) ვიზის ტიპი                                                              Type of visa ბ) შესვლის ოდენობა                                                  Number of entries გ) ძალაშია                                                                    Valid from დ) მდე                                                                         Until ე) ყოფნის ვადა                                                            Duration of stay დღე                                                                                   Day ვ) სახელი, გვარი                                                         Name, surname ზ) პასპორტის ნომერი                                                 Number of passport თ) საფასური                                                                Cost ი) გაცემის ადგილი და თარიღი                                 Data and place of issue კ) ხელმოწერა                                                              Signature ლ) აღნიშვნები                                                             Remarks დანართი №2 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის ბლანკის გამოყენებისა და აღრიცხვა -ანგარიშგების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი საქართველოს ვიზის (შემდგომში – ვიზა) ბლანკი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას. 2. სააგენტო და მისი ტერიტორიული სამსახურები ვიზის ბლანკის დამზადებას, გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებენ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზე.     მუხლი 2🔗. ვიზის ბლანკის დამზადება და აღრიცხვა 1. ვიზის ბლანკის დამზადება წარმოებს სააგენტოს შეკვეთის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 2. სააგენტო უზრუნველყოფს ტერიტორიული სამსახურებისათვის დამზადებული ვიზის ბლანკების დალუქული სახით გადაცემას. ვიზის ბლანკების შემოსვლა ტერიტორიულ სამსახურში, მათი გადაცემა ამ სამსახურის თანამშრომლებზე, ვიზის ბლანკების ხარჯვა და შესაბამის პირებზე გაცემა აღირიცხება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ სააღრიცხვო ჟურნალში მატერიალური და/ან ელექტრონული ფორმით. 3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიღებული ვიზის ბლანკების მთელი მარაგი, ზედდებულში აღნიშნული ნომრების და რაოდენობის მითითებით, მიღების დღესვე აღირიცხება სააღრიცხვო ჟურნალში. იმავე ჟურნალში აღირიცხება მიღებული ვიზის ბლანკების განაწილება შესაბამის თანამდებობის პირებზე, ამ უკანასკნელთა გვარების, მათზე გაცემული ვიზის ბლანკების ნომრების და რაოდენობის მითითებით. 4. შეფუთული და დალუქული ბლანკების შეკვრა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ იხსნება კომისიური წესით და გახსნის წინ მოწმდება გულდასმით. ლუქის მთლიანობის დარღვევის ან უსანქციო ხელყოფის სხვა ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შედგენილი სათანადო ოქმი უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ, რომელიც შეკვრასთან ერთად შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახურს. 5. კომისიური წესით გახსნის შემდეგ ყურადღებით მოწმდება შეკვრაში მოთავსებული ვიზის ბლანკების რაოდენობა, ნომრების თანმიმდევრობა და შესაბამისობა ზედდებულში მითითებულ ნომრებთან და რაოდენობასთან. თუ შეკვრაში მოთავსებული ვიზის ბლანკების ნომრების თანმიმდევრობა დარღვეულია, გამოტოვებულია ან განმეორებულია ერთი ან მეტი ნომერი, რაც შესაბამისად ვიზის ბლანკის (ბლანკების) ნაკლებობაში ან მეტობაში იქნება გამოხატული, შედგენილი უნდა იქნეს სათანადო ოქმი. ანალოგიური ოქმი ფორმდება იმ შემთხვევაში, თუ შეკვრაში აღმოჩნდა ერთი ან მეტი წუნდებული, უხარისხოდ დამზადებული ვიზის ბლანკი. ორივე შემთხვევაში ოქმი, ვიზის ბლანკების დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს ინფორმირებისა და შესაბამისი ზომების მიღების მიზნით, მოხსენდება სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახურს. ოქმს თან უნდა ერთვოდეს გახსნილი ვიზის ბლანკების მთლიანი შეკვრა. 6. სააღრიცხვო ჟურნალის წარმოებისას აუცილებელია შემდეგი წესების გათვალისწინება: ა) სააღრიცხვო ჟურნალის ყველა გრაფა უნდა ივსებოდეს ყურადღებით, სრულად და შეცდომების გარეშე. დაუშვებელია ჩანაწერებში შესწორების შეტანა, თუ იგი არ არის დამოწმებული სააღრიცხვო ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ და არ არის განმარტებული მიზეზი; ბ) სააღრიცხვო ჟურნალის ფურცლები უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, ლუქით დამაგრებული და რეგისტრირებული სააგენტოს საქმისწარმოების სამსახურში; გ) ვიზის ბლანკების ხარჯვის აღრიცხვა უნდა წარმოებდეს მათი ნომრების მზარდი თანმიმდევრობის მიხედვით იმ დიაპაზონის ფარგლებში, რომელიც ერიცხება შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან სამსახურის თანამშრომელს.     მუხლი 3🔗. ვიზის ბლანკების შენახვა 1. ვიზის ბლანკები ინახება გარეშე პირთა მიერ ხელყოფისა და ხანძრისაგან დაცვის სპეციალური სასიგნალო და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილ სათავსში. 2. ვიზის ბლანკების დაცულ მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია იმ ტერიტორიული სამსახურის უფროსი, რომელსაც ერიცხება ეს ბლანკები.     მუხლი 4🔗. ვიზის ბლანკის პერსონალიზაცია 1. ვიზის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი დოკუმენტების მიღების შემდეგ, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირი განმცხადებელზე გასცემს სამახსოვრო ბარათს, სადაც აღნიშნულია განცხადების მიმღები თანამდებობის პირის გვარი, საკონტაქტო ტელეფონი და ვიზის მისაღებად პირის გამოცხადების თარიღი. 2. ვიზის ბლანკის პერსონალიზაცია ანუ შევსება წარმოებს ინგლისურ ენაზე, სპეციალური საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით, შესწორების გარეშე. ამასთან, დასაშვებია განსაკუთრებული აღნიშვნების გრაფაში ჩანაწერის ქართულ ენაზე გაფორმება. 3. ვიზის ბლანკის პერსონალიზაცია ხდება ვიზის გაცემის მოთხოვნით სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში წარდგენილი მონაცემების საფუძველზე. 4. ვიზის მიმღები უცხოელი ვიზის მიღებისა და ვიზის ბლანკში შეტანილი მონაცემების სისწორეს ადასტურებს სავიზო განცხადება-ანკეტაზე ხელმოწერით. 5. ვიზის ბლანკის შევსების პროცესში შეცდომის დაშვების ან ვიზის ბლანკის ტექნიკურად დაზიანების შემთხვევაში ფორმდება სათანადო ოქმი უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ. დაზიანებული ვიზის ბლანკის ნომერი მიეთითება სააღრიცხვო ჟურნალში იმ ადგილას, სადაც ამ ნომრის მქონე ვიზის ბლანკის შესახებ ჩანაწერი უნდა ყოფილიყო შეტანილი, ხოლო შენიშვნების გრაფაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ვიზის ბლანკის დაზიანების შესახებ. დაზიანებული ვიზის ბლანკი ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ოქმი ინახება სააგენტოს საქმისწარმოების სამსახურში.     მუხლი 5🔗. მონაცემთა ბაზა 1. ვიზის ბლანკების მოძრაობასთან და ხარჯვასთან (გაცემასთან) დაკავშირებული, ამ დანართით გათვალისწინებული ყველა ოპერაცია ერთდროულად აღრიცხული და სრულად ასახული უნდა იქნეს კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში. 2. ვიზის ბლანკების გაფორმება-გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია ყოველთვიურად შეადგინოს ანგარიში მიღებული, გახარჯული (გაცემული და დაზიანებული) და ნაშთის სახით დარჩენილი ვიზის ბლანკების შესახებ და აღნიშნული ანგარიში ყოველი თვის ბოლოს წარუდგინოს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსს. 3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსი თავის მხრივ ვალდებულია შეჯამებული და დაბალანსებული ანგარიში შესაბამისი კომპიუტერული ინფორმაციის თანხლებით ყოველი თვის ბოლოს წარადგინოს სააგენტოში.