⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.02.2012)
გაუქმებულია:

„პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი - დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე – გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 14.01.2011
ძალის დაკარგვა 01.02.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №8/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016041
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 140111, 14/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,812 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.01.2011 მიღება
01.02.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი - დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე – გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; mso-style-link:"saxe_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.saxexmlChar {mso-style-name:"saxe_xml Char"; mso-style-link:saxe_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:40.55pt 52.15pt 53.85pt 49.6pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №8/ნ 2011 წლის 14 იანვარი ქ. თბილისი  პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი – დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე – გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 24​1 მუხლის, 35-ე მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტის, 88​1 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტისა და 89​1 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა, ფორმა №103/ს-84 (დანართი №1); ბ) გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა, ფორმა №106/ს-4 (დანართი №2); გ) დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის შევსებისა და გაცემის ინსტრუქცია (დანართი №3); დ) გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის შევსებისა და გაცემის ინსტრუქცია (დანართი №4). 2. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის სრულად დანერგვამდე ამ ბრძანებით განსაზღვრული დაბადების შესახებ და გარდაცვალების შესახებ ფორმების ნაცვლად, 2011 წლის 1 აპრილამდე შესაბამისი ცნობების გაცემა ასევე შესაძლებელია განხორციელდეს „პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი – დაბადების სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე – სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 მარტის №54/ნ ბრძანების შესაბამისად. 3. 2011 წლის 1 აპრილიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პიროვნების დაბადების თაობაზე გასაცემი – დაბადების სამედიცინო ცნობის, გარდაცვალების თაობაზე – სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ფორმების, მათი შევსებისა და გაცემის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 10 მარტის №54/ნ ბრძანება. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                      დ. ლომიძე დანართი №1 დანართი №2 დანართი №3 დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის შევსებისა და გაცემის ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა (ფორმა №103/ს-84) (შემდგომში – ცნობა) სამედიცინო დოკუმენტია, რომელიც ადასტურებს დაბადების ფაქტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში (შემდგომში – სამოქალაქო რეესტრი) რეგისტრაციისათვის.     მუხლი 2🔗. ცნობის შევსების და შენახვის წესი 1. ცნობას ავსებს სამეანო სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება (შემდგომში – სამედიცინო დაწესებულება), რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, რეგისტრირებულია „სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლად’’. 2. ცნობა ივსება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, რომელსაც მართავს და მისი გამოყენების ინსტრუქციას განსაზღვრავს სამოქალაქო რეესტრი. 3. ცნობა, ელექტრონული შეტყობინების სახით, სამედიცინო დაწესებულების მიერ, ბავშვის დაბადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ეგზავნება სამოქალაქო რეესტრს, რომელიც აღნიშნული ელექტრონული შეტყობინების საფუძველზე ახორციელებს ბავშვის დაბადების რეგისტრაციას. 4. აკრძალულია ცნობის შევსება, თუ დაბადების ფაქტი არ დადგა სამედიცინო დაწესებულებაში. ამასთან, დაუშვებელია დაბადების ფაქტი დადასტურდეს მედპერსონალის (ექიმი, ბებიაქალი, ექთანი) დაუსწრებლად, ექიმის მიერ დაბადების ფაქტის პირადად დადგენის გარეშე. 5. სამედიცინო დაწესებულებაში ცნობის შევსებაზე უფლებამოსილ პირს/პირებს განსაზღვრავს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი. 6. ცნობის შევსება ხდება აუცილებელი მონაცემების ჩაწერით შესაბამის პუნქტებში. შევსებას ექვემდებარება ცნობის ყველა პუნქტი. ამა თუ იმ მონაცემის არარსებობისას შესაბამის პუნქტში აღინიშნება – „X”. 7. ცნობაში ბავშვის სახელი და გვარი, ასევე მშობლების შესახებ მონაცემები შეიტანება „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. 8. ცნობაში ბავშვის დაბადების ადგილად განისაზღვრება საქართველოს ის თვითმმართველი ერთეული, სადაც დაიბადა ბავშვი. მშობლების სურვილისამებრ დაბადების ადგილად შეიძლება მითითებულ იქნეს ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილი. 9. თუ ცნობაში აღმოჩნდა შეცდომა, სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია გამოასწოროს შეცდომა და დადგენილი წესით შეინახოს შესწორებული ახალი ცნობა. ახალი ცნობა ეგზავნება სამოქალაქო რეესტრს. ცნობას ხელს აწერს სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირი და ადასტურებს სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით. არასწორად შევსებული ცნობების ეგზემპლარები უნდა გადაიხაზოს, გაუკეთდეს წარწერა „გაუქმებულია” და დატოვებულ იქნეს ახალ ცნობასთან ერთად. 10. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს ცნობის შევსების სიზუსტის კონტროლი. 11. ცნობა მატერიალური ფორმით (ელექტრონული ფორმის ამონაბეჭდი სახით და შემდგომ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით), ერთ ეგზემპლარად ინახება სამედიცინო დაწესებულებაში. 12. აუცილებელია მატერიალური ფორმით შესანახი ცნობის ხელმოწერა სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ და ამ დაწესებულების ბეჭდით დადასტურება. ასევე, მატერიალური ფორმით შესანახი ცნობა აუცილებლად ხელმოწერილი უნდა იყოს ბავშვის მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ. 13. ბავშვის მშობელი (მშობლები) ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია მიიღოს სამედიცინო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ცნობის ასლი. 14. ცნობები მატერიალიზებული ფორმით 3 კალენდარული წლის განმავლობაში ინახება სამედიცინო დაწესებულებაში. 15. ცნობა გაიცემა უფასოდ. დაუშვებელია სამედიცინო დაწესებულების მიერ ცნობის გაცემისათვის დადგენილ იქნეს რაიმე საფასური.     მუხლი 3🔗. პერსონალური მონაცემების გამოყენება სამედიცინო დაწესებულება, ბავშვის მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე, უზრუნველყოფს დაბადებულ ბავშვთან დაკავშირებით საკონტაქტო პირის მობილური ტელეფონის ნომრის ცნობაში ასახვას, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო პროგრამების ან/და საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნებისათვის. დანართი №4 გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის შევსებისა და გაცემის ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა (ფორმა №106 ს-4) ( შემდგომში – ცნობა) სამედიცინო დოკუმენტია, რომელიც ადასტურებს სიკვდილის ფაქტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში (შემდგომში – სამოქალაქო რეესტრი) რეგისტრაციისათვის.     მუხლი 2🔗. სიკვდილის ფაქტის დადასტურება 1. სიკვდილის ფაქტის დადასტურების უფლება აქვს სამედიცინო დაწესებულების მკურნალ ექიმს, პათოლოგანატომს (კლინიკურ პათოლოგს), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს, აგრეთვე სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს). 2. აკრძალულია სიკვდილის ფაქტის დადასტურება დაუსწრებლად, გვამის პირადად ნახვის გარეშე. 3. თუ პირი, რომელმაც დაადასტურა სიკვდილის ფაქტი, არ წარმოადგენს ცნობის შევსებაზე უფლებამოსილ პირს, იგი ვალდებულია სიკვდილის ფაქტის დადასტურების შესახებ შესაბამისი ჩანაწერები დაუყოვნებლივ გადასცეს ამ სამედიცინო დაწესებულებაში ცნობის შევსებაზე უფლებამოსილ პირს.     მუხლი 3🔗. ცნობის შევსებისა და შენახვის წესი 1. ცნობას ავსებს სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, რეგისტრირებულია „სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლად’’. 2. ცნობა ივსება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, რომელსაც მართავს და მისი გამოყენების ინსტრუქციას განსაზღვრავს სამოქალაქო რეესტრი. 3. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის „სამედიცინო დაწესებულებას’’ წარმოადგენს: ა) სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება; ბ) პათოლოგანატომიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მომსახურების მიმწოდებლები; გ) ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ან პირველადი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე მეწარმე ფიზიკური პირი; დ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების განმახორციელებელი დაწესებულება. 4. სამედიცინო დაწესებულებაში ცნობის შევსებაზე უფლებამოსილ პირს/პირებს განსაზღვრავს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი. 5. ცნობა, ელექტრონული შეტყობინების სახით, სამედიცინო დაწესებულების მიერ ეგზავნება სამოქალაქო რეესტრს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ცნობის შევსებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, რომელიც თავის მხრივ აღნიშნული ელექტრონული შეტყობინების საფუძველზე ახორციელებს გარდაცვალების რეგისტრაციას. 6. ცნობის შევსება ხდება აუცილებელი მონაცემების ჩაწერით შესაბამის პუნქტებში. ამა თუ იმ მონაცემის არარსებობისას შესაბამის პუნქტში აღინიშნება „X”. ამასთან: ა) ცნობის მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტები ივსება მხოლოდ ნაძალადევი სიკვდილის შემთხვევაში; ბ) ცნობის მე-20, 21-ე, და 22-ე პუნქტები ივსება მხოლოდ ორსული, მშობიარე და მელოგინე ქალის გარდაცვალების შემთხვევაში; გ) ცნობის 23, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე და 28-ე პუნქტები ივსება მხოლოდ 5 წლამდე ასაკის ბავშვის გარდაცვალებისა და მკვდრადშობადობის შემთხვევაში. 7. სიკვდილის მიზეზის ჩაწერა ხდება სისტემატიზებული მიზეზების – ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის მე-10 გადახედვის (ICD10) მიხედვით, შესაბამისი კოდური აღნიშვნის და კოდის შესაბამისი მიზეზის/მიზეზების სრული დასახელების მითითებით. 8. მე-13 პუნქტის შევსება ხდება შემდეგნაირად: ა) „ა” ქვეპუნქტში იწერება სიკვდილის უშუალო მიზეზი (ძირითადი ავადმყოფობა ან მისი გართულება, პათოლოგიური პროცესი); ბ) თუ „ა” ქვეპუნქტში ჩაიწერება ძირითადი ავადმყოფობა, მაშინ, შემდეგი ქვეპუნქტები აღარ ივსება; გ) თუ „ა” ქვეპუნქტში სიკვდილის უშუალო მიზეზად ჩაიწერება ძირითადი ავადმყოფობის გართულება მეორე ავადმყოფობის სახით ან პათოლოგიური პროცესი, ივსება „ბ” ქვეპუნქტიც, რომელშიც იწერება ძირითადი ავადმყოფობა, რომელმაც განაპირობა სიკვდილის უშუალო მიზეზი; დ) თუ „ა” ქვეპუნქტში ჩაიწერება პათოლოგიური პროცესი, ხოლო „ბ” ქვეპუნქტში ძირითადი ავადმყოფობის გართულება, მაშინ ძირითადი ავადმყოფობა იწერება „გ” ქვეპუნქტში, ხოლო „დ” ქვეპუნქტი აღარ შეივსება და ა.შ; ე) „ა”, „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებში ჩაწერილი ავადმყოფობა, მისი გართულებები და პათოლოგიური პროცესები ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ეტიოლოგიურად და პათოგენეზურად; ვ) თითოეული შევსებული ქვეპუნქტის გასწვრივ უნდა ჩაიწეროს ავადმყოფობის ან პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის ხანგრძლივობა; ზ) დიაგნოზის ჩაწერისას არ უნდა იქნას დაშვებული გაურკვევლობა, ზოგადი მინიშნებებითა და სიმპტომების აღნიშვნით შემოფარგვლა. საჭიროა მითითებულ იქნეს ავადმყოფობის ფორმა და სტადია; თ) თითოეულ სტრიქონში უნდა ჩაიწეროს მხოლოდ ერთი ავადმყოფობა, გართულება და პათოლოგიური პროცესი. 9. მე-14 პუნქტში იწერება სხვა მნიშვნელოვანი ავადმყოფობები ან პათოლოგიური პროცესები, რომლებიც ავადმყოფს ჰქონდა სიკვდილის მომენტში, მაგრამ ეტიოპათოგენეზურად არ იყო დაკავშირებული ძირითად ავადმყოფობასთან ან სიკვდილის უშუალო მიზეზთან. აღნიშნულ სვეტში შესაძლოა ჩაიწეროს ერთზე მეტი ავადმყოფობა. 10. თუ ცნობაში აღმოჩნდა შეცდომა, სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია გამოასწოროს შეცდომა და დადგენილი წესით შეინახოს შესწორებული ახალი ცნობა. ახალი ცნობა ეგზავნება ყველა იმ ორგანოს, სადაც ინახება შესაცვლელი, შეცდომით შევსებული ცნობა. ახალ ცნობას ხელს აწერს სამედიცინო დაწესებულებულების უფლებამოსილი პირი და ადასტურებს სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით. არასწორად შევსებული ცნობების ეგზემპლარები უნდა გადაიხაზოს, გაუკეთდეს წარწერა „გაუქმებულია” და დატოვებულ იქნეს ახალ ცნობასთან ერთად. 11. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ცნობის შევსების სიზუსტის კონტროლი. 12. აუცილებელია მატერიალური ფორმით შესანახი ცნობის ხელმოწერა სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ და ამ სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით დადასტურება. 13. ცნობა მატერიალური ფორმით (ელექტრონული ფორმის ამონაბეჭდი და შემდგომ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული) ერთ ეგზემპლარად ინახება სამედიცინო დაწესებულებაში. 14. ცნობები მატერიალიზებული ფორმით 3 კალენდარული წლის განმავლობაში ინახება სამედიცინო დაწესებულებაში. 15. გარდაცვლილის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია მიიღოს სამედიცინო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ცნობის ასლი. 16. ცნობა გაიცემა უფასოდ. დაუშვებელია სამედიცინო დაწესებულების მიერ ცნობის გაცემისათვის დადგენილ იქნეს რაიმე საფასური.