ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 11.01.2011
ძალის დაკარგვა 28.07.2014
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016023
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 260111, 26/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 21.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91;}
h2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; background:white; text-autospace:none; font-size:14.0pt; color:black;}
h4 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; text-indent:35.45pt; line-height:150%; page-break-after:avoid; background:white; text-autospace:none; font-size:14.0pt; color:black; font-weight:normal; font-style:italic;}
h5 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; background:white; text-autospace:none; font-size:14.0pt; color:black; font-weight:normal;}
h6 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; background:white; text-autospace:none; font-size:14.0pt; color:black; font-weight:normal; font-style:italic;}
p.MsoHeading7, li.MsoHeading7, div.MsoHeading7 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; line-height:150%; page-break-after:avoid; background:white; text-autospace:none; font-size:14.0pt; color:black; text-transform:uppercase;}
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoEndnoteText, li.MsoEndnoteText, div.MsoEndnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:106.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-96.0pt; font-size:16.0pt; font-weight:bold;}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:8.0pt; }
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; }
span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;}
span.Heading2Char { color:black; font-weight:bold;}
span.Heading4Char { color:black; font-style:italic;}
span.Heading5Char { color:black;}
span.Heading6Char { color:black; font-style:italic;}
span.Heading7Char { color:black; text-transform:uppercase;}
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.ConsNonformat, li.ConsNonformat, div.ConsNonformat { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.BodyTextIndentChar { }
span.FootnoteTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.EndnoteTextChar { }
span.BodyText2Char { }
span.BodyTextIndent2Char { font-weight:bold;}
span.BodyTextIndent3Char { }
span.PlainTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:42.5pt; text-indent:14.15pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:22.4pt 42.55pt 9.0pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2011 წლის 11 იანვარი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის 2-ე პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება (თან ერთვის).
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 28 დეკემბრის №
11 დადგენილება – „
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე
ა. ხუნდაძე
დანართი
ჩოხატაურის
მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების სფერო
ეს დებულება,
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად,
განსაზღვრავს ჩოხატაურის
მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში –
გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას.
მუხლი 2🔗. გამგეობის სამართლებრივი სტატუსი
1. გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებას.
2. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტრ
უქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისაგან.
მუხლი 3🔗. გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 4🔗. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების ენა
გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.
მუხლი 5🔗. გამგეობის ადგილსამყოფელი
გამგეობის ადგილსამყოფელია: დ. ჩოხატაური, წერეთლის ქ. №
2.
თავი II
გამგეობის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები
მუხლი 6🔗. გამგეობის საერთო ხელმძღვანელობა და თანამდებობის პირები
1. გამგეობის საქმიანობას საერთო ხელმძღვანელობას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (შემდგომში –
საკრებულოს თავმჯდომარე).
2. გამგეობის საქმიანობას უძღვება გამგებელი.
3. გამგეობის თანამდებობის პირები არიან:
ა) გამგებელი;
ბ) გამგებლის მოადგილე (მოადგილეები)
;
გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
დ) გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.
მუხლი 7🔗. გამგებელი
1. გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარისათვის გათვალისწინებული ფუნქციების ხელშეწყობისა და გამგეობის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით უძღვება გამგეობის საქმიანობას.
2. გამგებელს, მუნციპალიტეტის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტი) დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
3. გამგებელი, ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე:
ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს:
ა.ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;
ა.ბ) გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს;
ა.გ) წინადადებებს გამგეობის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ;
ა.დ) გამგეობის სამუშაო გეგმებს;
ა.ე) გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
ა.ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, აგრეთვე წინადადებებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე თანხმობის მიღების მიზნით;
ა.ზ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშს;
ა.თ) მუნიციპალური პროგრამების პროექტებს;
ა.ი) ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებსა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს;
ა.კ) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე წინადადებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.ლ) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივტიზებისა და თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ წინადადებებს;
ა.ნ) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზების საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.ო) სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის,
სკოლამდელი და სკოლისგარეშე საამღზრდელო დაწესებულებები) შექმნის, მათი წესდების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების შეტანის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებს;
ა.პ) გამგეობის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინურ
ი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებებს;
ბ) უშუალოდ ხელმძღვანელობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას;
გ) საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის გათვალისწინებით კოორდინი
რებულად მუშაობს საკრებულოს თავმჯდომარესთან; საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ნორმატიული აქტების საკრებულოში ინიციირების მიზნით წარუდგენს მას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტებს;
დ) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებისა და დავალებების შესრულებას;
ე) საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციული გარიგებების პროექტებს, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული გარიგებების შესრულებას;
ვ) საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს; საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს თანხმობის მიცემის თაობაზე იმ სამუშაოთა განხორციელებას
თან მიმართებით, რომელიც უკავშირდება მშენებლობებსა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებას, თუ ამ სამუშაოთა განხორციელება არ მოითხოვს მშენებლობის ნებართვის გაცემას;
ზ) ისმენს გამგეობის თანამდებობის პირების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; აფასებს მათ საქმიანობას;
თ) ხელს უწყობს საკრებულოს თავმჯდომარეს გამგეობის საქმიანობის შესახებ საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად;
ი) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ამ მიზნით:
კ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს;
ლ) დებს შრომით ხელშეკრულებებს გამგეობის დამხმარე მოსამსახურეებთან;
მ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ნ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა და საკრებუ
ლოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას;
ო) იწვევს და ხელმძღვანელობს თათბირებს;
პ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ბრძანებებს;
ჟ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ნორმატიული აქტების და სხვა დოკუმენტების პროექტებს მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საბუთებზე;
რ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. გამგებლის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გათავისუფლების შემთხვევაში გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს გამგებლის მოადგილე.
5. საკრებულოს წევრს ეკრძალება გამგებლის საქმიანობაში ჩარევა პერსონალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას.
მუხლი 8🔗. გამგებლის მოადგილე
1. გამგებელს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც „
საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგებლის მოადგილეები გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილებისა და ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურატორობენ გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; ხელს უწყობენ გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.
3. გამგებლის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან გათავისფლებისას გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს გამგებლის მოადგილე.
მუხლი 9🔗. გამგეობის სტრუქტურული აგებულება
1. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულების – მუნიციპალური სამსახურების და ტერიტორიული ორგანოებისგან.
2. მუნიციპალური სამსახურები იქმნება (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით. მუნიციპალური სამსახურის ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. სამსახურის დებულების პროექტს შეიმუშავებს გამგებელი.
3. მუნიციპალური სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად.
4. ტერიტორიული ორგანოები იქმნება ამ დებულებით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
მუხლი 10🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსი
, ხოლო ამ თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 11🔗. მუნიციპალური სამსახურის განყოფილების უფროსი
1. მუნიციპალური სამსახურის განყოფილების უფროსს „
საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმას;
დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორცილებებას;
ე) იბარებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;
თ) უზრუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინურ
ი ზომების გამოყენების შესახებ;
ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე.
მუხლი 12🔗. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი
1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგეობის რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში გამგეობის რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებით დადგენილი წესით:
ა) წარმართავს გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას, რომლის უზრუნველსაყოფად:
ა.ა) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;
ა.ბ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; აფასებს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ა.გ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ა.დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;
ა.ე) უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინურ
ი ზომების გამოყენების შესახებ;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;
თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;
ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;
კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;
ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. გამგეობის რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:
ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;
ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;
ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
5. გამგეობის რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.
6. გამგეობის რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
7. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
8. გამგეობის რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.
თავი III
გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები
მუხლი 13🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო სამსახური;
გ) ეკონომიკის,ინფრასტრუქტურის და საინვენსტიციო გარემოს განვითარების სამსახური;
დ) მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური;
ე) სახანძრო დაცვის სამსახური;
ვ) სო
ციალურ საკითხთა სამსახური;
ზ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახური;
თ) მუნიციპალური შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;
ი) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
კ) ზედამხედველობის სამსახური;
ლ) იურიდიული სამსახური.
3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის
დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
მუხლი 14🔗. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები და შემადგენლობები
1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სტრუქტურული
ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.
ბ) ადმინისტრაციული სამსახურის შემადგენლობა:
ბ.ა) სამსახურის უფროსი;
ბ.ბ) განყოფილების უფროსი;
ბ.
გ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირები;
გ) სამასახურის უფროსის
, სამსახურის განყოფილების უფროსისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირების საქმიანობა კონკრეტული სფეროების მიხედვით განისაზღვრება სამსახურის დებულებით რომელსაც
გამგებელი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
2. საფინანსო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა)
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.
ბ)
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შემადგენლობა:
ბ.ა) სამსახურის უფროსი;
ბ.ბ) განყოფილების უფროსები;
ბ.
გ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირები;
გ) სამსახურის უფროსის, სამსახურის განყოფილების, განყოფილების უფროსებისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირების საქმიანობა კონკრეტული სფეროების მიხედვით განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც
გამგებელი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
3. მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უძრავი ქონებისა და მიწის აღსაღრიცხავად მასალების საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენა;
ბ) წინადადებების შემუშავება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწისა და ქონების ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის შესახებ;
გ) წინადადებების შემუშავება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის მართვისა და განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით;
დ) წინადადებების შემუშავება ქონების ოპტიმალურად განკარგვის შესახებ;
ე) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებით უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელება;
ვ) გამგეობის მიერ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემისას ხელშეკრულების მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;
ზ.) მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის შემადგენლობა:
ზ.ა) სამსახურის უფროსი;
ზ.ბ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირები;
თ) სამსახურის უფროსისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირების საქმიანობა კონკრეტული სფეროების მიხედვით განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც
გამგებელი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
4. ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვენსტიციო გარემოს განვითარების სამსახურის ფუნქციებია:
ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების, მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავება;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტრომომარაგების, აირმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა;
დ) არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების განვითარება, მისი ხარისხის ამაღლება; უზრუნველყოფს ქალაქთმშენებლობითი (ურბანული განვითარება) პროცესებისა და სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის დოკუმენტების პროექტების მომზადებას; აგრეთვე ამ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
უზრუნველყოფს ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენასთან, არქიტექტურულ-
სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან და მის კომპეტენციას დაქვემდებარებული მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ განცხადებებზე დასკვნების მომზადებას;
ე) ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვენსტიციო გარემოს განვითარების სამსახურის შემადგენლობა:
ე.ა.) სამსახურის უფროსი;
ე.ბ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირები;
ე.გ) სამსახურის უფროსის, სამსახურის განყოფილების, განყოფილების უფროსებისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირების საქმიანობა კონკრეტული სფეროების მიხედვით განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც
გამგებელი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
5. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლების, კულტურისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა; მათი რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება; დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
ბ) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება, საკრებულოში დასამტკიცებლად წარდგენა და განხორციელება;
გ) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათ
ა ჩატარების, ხალხურ შემოქმედების, თეატრალურ, მუსიკალურ, მხატვ
რულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა;
დ) კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
ე) ახალგაზრდობაში შექმნილი სოციალურ-ეკონმიკური ვითარების ანალიზი. ბავშვ
თა და ახალგაზრდობის პრობლემების გადაჭრისათვის გამიზნული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების რეალიზაციაში მონაწილეობის მიღება;
ვ) რაიონის საკურორტო ინფრასტრუქტურის განსაზღვრის მიზნით, შესაბამის სამსახურებთან ერთად, პრიორიტეტების გამოყოფა და განვითარებაზე ზრუნვა;
ზ) საკურორტო სეზონის ორგანიზების ხელშეწყობა.
თ) ადგილობრივი ტურისტული ჯგუფების ჩამოყალიბებისათვის მიზანმიმართული საქმიანობის დაგეგმვა;
ი) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის შემადგენლობა:
ი.ა) სამსახურის უფროსი;
ი.ბ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირები;
კ) სამსახურის უფროსისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირების საქმიანობა კონკრეტული სფეროების მიხედვით განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც
გამგებელი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
6. სახანძრო დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა განხორციელება;
ბ) ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება;
გ) ხანძრის ჩაქრობა და ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დაწესება;
დ) ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდა და მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება.
ე) სახელმწიფო საინფორმაციო უზრუნველყოფა, ხანძრებისა და მათი შედეგების სტატისტიკური აღრიცხვის სისტემის შექმნა.
ვ.) სახანძრო დაცვის სამსახურის შემადგენლობა:
ვ.ა) სამსახურის უფროსი;
ვ..ბ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირები;
ზ) სამსახურის უფროსისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირების საქმიანობა კონკრეტული სფეროების მიხედვით განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც
გამგებელი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
7. სოციალურ საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სოციალური მონიტორინგის წარმოება, რისთვისაც უნდა მოიპოვონ, დაამუშაონ და გაანალიზონ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, აღრიცხონ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და გააკონტროლონ სოციალური პოლიტიკის ეფ
ექტიანობა;
ბ) სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა შემუშავება. სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და შემდგომი განვითარების პროგრამის შემუშავება. ცალკეული პროექტების კოორდინაცია და მათ შესრულებაზ
ე კონტროლი.
გ) სამთავრობო და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად ჰუმანიტარული დახმარებების ადგილობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია.
დ.) სოციალურ საკითხთა სამსახურის შემადგენლობა:
დ.ა.) სამსახურის უფროსი;
დ.ბ.) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირები;
ე) სამსახურის უფროსისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირების საქმიანობა კონკრეტული სფეროების მიხედვით განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც
გამგებელი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
8. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზაცია;
ბ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა;
გ)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სასწავლო, სპორტულ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად სისტემატურად მოაწყოს სამხედრო – პატრიოტული ღონისძიებები;
დ) გააკონტროლოს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება;
ე) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის შემადგენლობა:
ე.ა) სამსახურის უფროსი;
ე.
ბ) განყოფილების უფროს
ები;
ე.
გ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირები;
ვ) სამსახურის უფროსის, სამსახურის განყოფილების, განყოფილების უფროსებისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირების საქმიანობა კონკრეტული სფეროების მიხედვით განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც
გამგებელი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით;
ზ) სამსახურის უფროსისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირების საქმიანობა კონკრეტული სფეროების მიხედვით განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც
გამგებელი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
9. მუნიციპალური შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური ძირითადი ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, მისი სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების მიერ, დადგენილი ფორმით წარმოდგენილი წლიური მოთხოვნების საფუძველზე, საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. აწარმოოს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშგების წარმოების დროულობა და სისრულის მონიტორინგი; სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოება; სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მიღებული საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში უზრუნველყოფს გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფასა და განვითარებას.
ბ)
მუნიციპალური შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის შემადგენლობა:
ბ.ა) სამსახურის უფროსი;
ბ.დ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირები;
გ) სამსახურის უფროსის და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირების საქმიანობა კონკრეტული სფეროების მიხედვით განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც
გამგებელი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
10. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობასა და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა, უკანონო, უსახური და ამორტიზირებული შენობები, სხვადასხვა დანიშნულების სარეკლამო და საინფორმაციო ფინიშების და ა. შ. უკანონო ფაქტების გამოვლენა, ადამიანის ჯანმ
რთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკური სანიტარი
ულ-
ჰიგიენური ღონისძიებების შემუშავება.
ბ) ზედამხედველობის სამსახურის შემადგენლობა:
ბ.ა) სამსახურის უფროსი;
ბ.ბ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირები;
გ) სამსახურის უფროსის, უმცროსი საჯარო თანამდებობის პირების საქმიანობა კონკრეტული სფეროების მიხედვით განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგებელი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
11. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა)
საკრებულოსა და გამგეობის სამართლებრივი მომსახურება;
ბ)
მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივი დაცვა სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას.
გ) იურიდიული
სამსახურის შემადგენლობა:
გ.ა) სამსახურის უფროსი;
გ.ბ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი;
დ) სამსახურის უფროსისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირის საქმიანობა კონკრეტული სფეროების მიხედვით განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც
გამგებელი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
მუხლი 15🔗. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები
1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
2. ჩოხატაურის
მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) დაბა ჩოხატაურის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – დ. ჩოხატაური);
ბ) ზოტის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია –ზოტი);
გ) ნაბეღლავის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია -ნაბეღლავი, თავპანტა, ქვაბღა, ჩხაკოურა);
დ) ხევის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ხევი, ბჟოლიეთი, ბუქსიეთი);
ე) ქვენობნის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია ქვენობანი, ბასილეთი, ბუკნარი);
ვ)
ხიდისთავის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ხიდისთავი, ახალშენი, ზენობანი, მეწიეთი, წიფნაგვარა, ჭაჭიეთი)’
ზ) ჩაისუბანის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ჩაისუბანი, ვაზიანი, ინტაბუეთი);
თ) ზემოხეთის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ზემოხეთი, განთიადი, გოგოური, თხილაგანი);
ი) საჭამიასერის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – საჭამიასერი, ქვემოხეთი, კალაგონი, მამულარი, ჩომეთი);
კ) კოხნარის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – კოხნარი, ბურნათი, ნაკადული, წიფნარი);
ლ) ზემოსურების თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ზემოსურები, თავსურები, ტობახჩო, შველოურ-
ციციბოური, ჩაკიტაურ-
ეზიეშვილები, წითელი გორა, ჭალა-
ქადაგოური);
მ) შუასურების ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – შუასურები);
ნ) ბუკისციხის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ბუკისციხე, იანეული);
ო) დიდივანის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – დიდივანი, გურისტყე, გაღმა დობირო, გამოღმა დობირო);
პ) დაბლაციხის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – დაბლაციხე, საყვავისტყე);
ჟ) გორაბარეჟოულის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – გორაბარეჟოული);
რ) ზომლეთის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ზომლეთი, ვანი);
ს) განახლების თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – განახლება, სამება);
ტ) შუაგანახლების ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია –
შუაგანახლება)
ფ) გოგოლესუბნის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – გოგოლესუბანი);
ქ) ფარცხმის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ზემოფარცხმა, შუაფარცხმა);
ღ) ერკეთის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ერკეთი, ზემო ერკეთი, ზემო ონჭიქედი, ქვემო ონჭიქედი, ქვემო ერკეთი, შუბანი);
ყ) გუთურის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – გუთური);
3. გამგეობის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
თავი IV
გამგეობის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 16🔗. გამგეობის საჯარო მოსამსახურეები
1. გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.
3. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამტ
კიცებული გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
მუხლი 17🔗. გამგეობის მოხელე, შტატგარეშე მოსამსახურე, დამხმარე მოსამსახურე
1. გამგეობაში საჯარო სამსახურს ეწევა:
ა) გამგეობის მოხელე, რომელიც დანიშნულია გამგეობის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;
ბ) გამგეობის შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია გამგეობაში არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად;
გ) დამხმარე მოსამსახურე, რომელიც ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია გამგეობაში დამხარე, ტექნიკური სამუშაოს შესასრულებლად.
2. გამგეობის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს გამგებელი.
3. კომპეტენციის განვრცობადობისა და უფლებამოსილების დონის მიხედვით გამგეობის საშტატო ნუსხით განსაზღვრული თანამდებობების რანგები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №
286 ბრძანებულებით.
მუხლი 18🔗. მუნიციპალური სამსახურის უფროსი
1. მუნიციპალური სამსახურის უფროსს „
საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმებს;
დ) ამტკიცებს სამსახურის განყოფილებების სამუშაო გეგმებს;
ე) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ვ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფების და/ან მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს სამსახურის მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
თ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით სამსახურის საქმისწარმოებას;
ი) უზუნველყოფს სამსახურის მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინურ
ი ზომების გამოყენების შესახებ;
კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 19🔗. გამგეობის რწმუნებული
1. გამგეობის რწმუნებულს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგეობის რწმუნებული:
ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;
ბ) ახორციელებს „
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;
დ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იბარებს ტერიტორიული ორგანოს მოხელეებს და აფასებს მათ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;
თ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინურ
ი ზომების გამოყენების შესახებ;
ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. გამგეობის რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
თავი V
გამგეობის სამართლებრივი აქტები
მუხლი 20🔗. გამგეობის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები
1. გამგეობის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება;
ბ) გამგებლის ბრძანება.
2. გამგეობის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, როგორც წესი,
გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დისციპლინურ
ი გადაცდომის აღსაკვეთად საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ზეპირად გამოცემული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში.
მუხლი 21🔗. სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება
1. გამგეობაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსს“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
2. კანონითა და დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენ პროექტს, რომელიც მომზადებული იქნა გამგეობაში, საკრებულოს თავმჯდომარესთან წარადგენს გამგებელი.
თავი VI. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 22🔗. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება
1. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.
2. გამგეობის შინაგანაწესი, გამგებლის წინადადებების საფუძველზე, მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 23🔗. გამგეობის შინაგანაწესი
1. გამგეობის შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა) სამუშაო დროს დასაწყისი და დასასრული;
ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;
დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;
ე) ხელფასის გაცემის დრო, ფორმა და ადგილი;
ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ზ) საოფისე ტექნიკითა და სხვა მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესები;
თ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.
2. გამგეობის შინაგანაწესს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
3. შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს გამგებელი.
4. გამგებელი ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით), აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა.
მუხლი 24🔗. გამგეობის, მუნიციპალური სამსახურის და ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმები
1. გამგეობა თავის საქმიანობას წარმართავს გამგეობის, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე. სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება განსახორც
იელებელ სამუშაოთა ნუსხა და სამუშაოთა შესრულების ვადები.
2. ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის. გამგეობის დასაგეგმი პერიოდებია –
6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის და ტერიტორიული ორგანოს დასაგეგმი პერიოდებია: ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი.
3. გამგეობის ექვსთვიან და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ერთი თვით ადრე შეიმუშავებს გამგებელი და დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. გამგეობის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს საკრებულოს სამუშაო გეგმას და ითვალისწინებდეს საკრებულოს თავმჯდომარის დავალებებს.
4. მუნიციპალური სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს) სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს გამგეობის სამუშაო გეგმას, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის დავალებებს. მუნიციპალური სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს) ყოველთვიურ, კვარტალურ და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც შეიმუშავებს მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელი (გამგეობის რწმუნებული) და დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს გამგებელი.
5. სამუშაო გეგმა უნდა შედგეს „
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული დარგობრივი ტაბელის“ მოთხოვნათა შესაბამისად.
6. სამუშაო გეგმით დაუგეგმავი სამუშაოს შესრულება დაიშვება მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის წერილობითი დავალების შემთხვევებში, აგრეთვე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისას.
თავი VII
დასკვნითი დებულებები
მუხლი 25🔗. გამგეობის რეორგანიზაცია
გამგეობის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და ჩოხატაურის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემული ბრძანებების მიხედვით.