⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.08.2013)
გაუქმებულია:

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.01.2011
ძალის დაკარგვა 27.08.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 110060000.22.027.016078
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 170111, 17/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,459 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.01.2011 მიღება
27.08.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.saxexmlChar { font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:28.35pt 59.15pt 63.0pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება № 7 2011 წლის 17 იანვარი ქ. თბილისი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის  დებულების დამტკიცების შესახებ ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ კ” და „ მ” ქვეპუნქტებ ისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად  გამოცხადდეს „დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 სექტემბრის  №20 ბრძანება. 3.  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე . ზ. ადეიშვილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა (შემდგომში – საოლქო პროკურატურა) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, ამ დებულებით, საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებით და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 2. საოლქო პროკურატურის იურიდიული მისამართია: 4600, ქ. ქუთაისი, სადგურის მოედანი №3. 3. საოლქო პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. 4. საოლქო პროკურატურას აქვს ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის დასახელებით.     მუხლი 2🔗. საოლქო პროკურატურის საქმიანობის პრინციპები საოლქო პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა; გ) პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა; დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; ე) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორის და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი დაქვემდებარება; ვ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.     მუხლი 3🔗. საოლქო პროკურატურის საქმიანობის სფერო საოლქო პროკურატურა საქართველოს იუსტიციის მინისტ რის ბრძანებით განსაზღვრულ  სამოქმედო ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას; ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად  გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას; გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს  გამოძიებას; დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე; ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ახორციელებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების ადგილებსა და პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს; ვ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; ზ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას; თ) მონაწილეობს დანაშაულის წინააღმდეგ  ბრძოლის კოორდინაციის ღონისძიებებში; ი) ახორციელებს „ პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 4🔗. საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობა 1. საოლქო პროკურატურას ხელმძღვანელობს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი (შემდგომში – საოლქო პროკურორი), რომელსაც მთავარი პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2. საოლქო პროკურორი: ა) ახორციელებს საოლქო პროკურატურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს საოლქო პროკურატურის მუშაკთა შორის; გ) აკონტროლებს საოლქო პროკურატურის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას; დ) მთავარი პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს საოლქო პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები  გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით; ვ) აუქმებს გამოძიების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს, გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების უსაფუძვლო სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს; ზ) იღებს გადაწყვეტილებას ცალკეული გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ, აგრეთვე წყვეტს საკითხს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონაწილეობის თაობაზე; თ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე; ი) უშუალოდ მონაწილეობს გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; კ) ამოწმებს ქვემდგომი (საოლქო და მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პროკურატურების) პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე; ლ) აკონტროლებს მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და  დავალებების  შესრულებას; მ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც ისმენს გამოძიების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისა და სხვა ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;  ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს საოლქო პროკურატურისა და მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პროკურატურების დამხმარე მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების,  ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა შვებულებაში გაშვების (გარდა სასწავლო შვებულებისა) და ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების საკითხებზე; თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ასევე სხვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს , რომელთა შესრულება სავალდებულოა მისადმი დაქვემდებარებული პროკურატურების მუშაკთათვის; ო)   უზრუნველყოფს  საოლქო პროკურატურისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო ასიგნებათა განკარგვას საფინანსო-საბიუჯეტო დისციპლინის მკაცრი დაცვით და ხარჯთანუსხით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში ხელს აწერს საგადასახადო დავალებებს. პ) ასრულებს მთავარი პროკურორის ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „ პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს. 3 . საოლქო პროკურორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. საოლქო პროკურორის მოადგილე იმავდროულად არის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილ ის (განყოფილების) უფროსი. 4 . საოლქო პროკურორის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საოლქო პროკურორის მოადგილე.     მუხლი 5🔗. საოლქო პროკურატურის სტრუქტურა 1. საოლქო პროკურატურა შედგება საოლქო პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისაგან, რომელთა ამოცანები, ხელმძღვანელობა და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით. 2. საოლქო პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია: ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვა ნელობის განყოფილება; ბ) საგამოძიებო ნაწილი (განყოფილება); გ) კანცელარია.     მუხლი 6🔗. საოლქო პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები 1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვა ნელობის განყოფილების ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; აღნიშნული ორგანოების მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამხედველობა და მათ მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. 2. საგამოძიებო ნაწილის ამოცანაა სამოქმედო ტერიტორიაზე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე  გამოძიების ჩატარება. 3. კანცელარიის ამოცანებია: საოლქო პროკურატურის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; საოლქო პროკურატურაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი.     მუხლი 7🔗 განყოფილების უფროსი 1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს განყოფილების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, ახორციელებს კონტროლს განყოფილების მუშაკების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე; გ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობს გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საოლქო პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას; დ) განყოფილების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებსა და სხვა დოკუმენტებს; ე) აუქმებს განყოფილების მუშაკების უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს; ვ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც პერიოდულად ისმენს განყოფილების მუშაკთა ანგარიშებს და განმარტებებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) იხილავს განყოფილებაში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიული პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; თ) საოლქო პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით, უზრუნველყოფს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში პროკურორის მონაწილეობას; ი) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; კ) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს; ლ) ახორციელებს “პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია საოლქო პროკურორისა და საოლქო პროკურორის მოადგილის წინაშე.     მუხლი 8🔗. საოლქო პროკურატურის მუშაკები და მათი უფლებამოსილებანი 1. საოლქო პროკურატურაში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) უფროსი პროკურორები; ბ) პროკურორები; გ) უფროსი გამომძიებლები; დ) კანცელარიის უფროსი; ე) სპეციალისტი. 2. საოლქო პროკურატურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება საოლქო პროკურატურის საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტ რი. 3 უფროსი პროკურორები და პროკურორები: ა) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას; ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში; გ) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობენ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საოლქო პროკურორის, მისი მოადგილის ან განყოფილების უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას; დ) მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას; ე) ახორციელებენ „ პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. უფროსი გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს. 5. კანცელარიის უფროსი ორგანიზებას უწევს და ახორციელებს კანცელარიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, ახორციელებს ღონისძიებებს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის სრულყოფის მიზნით. 6. სპეციალისტი უზრუნველყოფს საოლქო პროკურატურაში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას, ასრულებს საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.     მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულება საოლქო პროკურატურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტ რის ბრძანებით.