საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 4 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (4)
- თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლ 27.12.2010
- თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ 27.12.2010
- თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის და დასაქმების საკითხთა სამსახურის დებულების დ 27.12.2010
- თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ 27.12.2010
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №54
2011 წლის 17 იანვარი
ქ. რუსთავი
საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილებით დამტკიცებულ „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულებაში“ და მისი მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები და პასუხი აგოს თავის საქმიანობაზე, იკისროს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული „ვალდებულების დოკუმენტის“ მართებულობაზე.“.
მუხლი 2
შეტანილ იქნეს ცვლილება თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილებით დამტკიცებულ „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის საფინანსო სამსახურის დებულებაში“ და მისი მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ახორციელებს შემოსულობების პროგნოზირებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, აგრეთვე ეკონომიკური განვითარების და სხვა საქალაქო სამსახურებთან ერთობლივი საქმიანობის საფუძველზე.“.
მუხლი 3
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №44 დადგენილებით დამტკიცებულ „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, პასუხი აგოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული „ვალდებულების დოკუმენტის“ მართებულობაზე, პასუხი აგოს თავისი ფუნქციების არაჯეროვნად შესრულებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 4
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №49 დადგენილებაში:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ“.
2. ამავე დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, სასყიდლით გადაცემისას, უძრავი და მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ან ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.“.
მუხლი 5
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
პირველი მოადგილე კ. ბარათაშვილი