სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.016180
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 200111, 20/01/2011
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.01.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.MsoPageNumber {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.95pt 45.0pt 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №20
2011 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე დამტკიცდეს სოფლის მხარდაჭერის თანდართული პროგრამა.
მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) შემუშავებულია „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პრინციპები და ნორმები.
მუხლი 2🔗. პროგრამის ძირითადი მიზნები
პროგრამის ძირითადი მიზნებია:
ა) პროგრამით გათვალისწინებული თანხის წარმართვა სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებათა დასაფინანსებლად (ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელება და სხვ.);
ბ) თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა;
გ) მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესება;
დ) თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და გამგეობის რწმუნებულის უფლებამოსილებათა ეფექტიანად განხორციელება.
მუხლი 3🔗. პროგრამის დაფინანსების წყაროები
1. პროგრამის დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებები.
2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლებელია დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სახსრებით.
მუხლი 4🔗. პროგრამის მოცულობა და სტრუქტურა
1. პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა 40 000 000 (ორმოცი მილიონი) ლარი, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) არა უმეტეს 50-სულიანი სოფლისათვის – 2 000 ლარი;
ბ) 51-დან 200-სულამდე სოფლისათვის – 4 000 ლარი;
გ) 201-დან 400-სულამდე სოფლისათვის – 5 000 ლარი;
დ) 401-დან 1 000-სულამდე სოფლისათვის – 8 000 ლარი;
ე) 1 000-ზე მეტსულიანი სოფლისათვის – 12 000 ლარი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ასახული გაანგარიშების შემდეგ პროგრამით გათვალისწინებული დარჩენილი თანხა სოფლებისათვის ნაწილდება ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მაჩვენებლის მიხედვით. აღნიშნული მაჩვენებლები გაიანგარიშება სოფლის მოსახლეობის რაოდენობისა და 8,040115 კოეფიციენტის ნამრავლით.
მუხლი 5🔗. პროგრამით გამოყოფილი თანხის მიზნობრიობა
1. თანხის გამოყენების მიზნობრიობის განსაზღვრა ხდება შესაბამის სოფლის მოსახლეობასთან მხოლოდ წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.
2. წინასწარი კონსულტაციის გამართვას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული (შემდგომში – რწმუნებული), რომელიც საჭიროების შემთხვევაში ატარებს მოსახლეობის გამოკითხვას, ორგანიზებას უწევს სოფლის კრების მოწვევასა და გამართვას, აწყობს საჯარო განხილვებს და მოსახლეობასთან ათანხმებს პროგრამით სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გამოყენების მიზნობრიობას.
3. პროგრამით სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გამოყენების მიზნობრიობის განსაზღვრის კრიტერიუმებია:
ა) განსახორციელებელი პროგრამით (პროგრამებით) სარგებლობის საშუალება უნდა ჰქონდეს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას;
ბ) შესყიდულ სამუშაოს (საქონელს, მომსახურებას) უნდა გააჩნდეს ხანგრძლივი გამოყენების დანიშნულება და არ უნდა იყოს მიმართული ერთჯერადი, მოკლევადიანი მოხმარებისათვის;
გ) სამუშაოთა შესასრულებლად მაქსიმალურად უნდა დასაქმდეს შესაბამისი სოფლის (ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სოფლების) მოსახლეობა.
4. საერთო ინტერესების გათვალისწინებით დასაშვებია რამდენიმე სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გაერთიანება ამ სოფლების საერთო პრობლემის (მაგალითად, წყალსადენის სათავო ნაგებობის ან სარწყავი სისტემის გაწმენდა-რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე სოფელს ემსახურება) გადასაწყვეტად.
5. მოსახლეობასთან შეთანხმებულ წინადადებებს რწმუნებული წარუდგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 6🔗. პროგრამით გათვალისწინებული თანხის
ათვისების პროცედურა
1. პროგრამით გათვალისწინებული თანხის განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე.
2. პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე საქართველოს მთავრობის სხდომაზე საკითხს განსახილველად წარადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
3. საქართველოს მთავრობის განკარგულებაში მიეთითება თანხის რაოდენობა და თვითმმართველი ერთეულის დასახელება, რომლის ადგილობრივ ბიუჯეტშიც ირიცხება პროგრამით გათვალისწინებული თანხა.
4. თანხის მიზნობრივად გამოყენებისა და შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად განხორციელებისათვის პასუხისმგებელია თანხის მიმღები – მუნიციპალიტეტის გამგეობა.