საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №03
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016013
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 200111, 20/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
span.PlainTextChar { }
span.abzacixmlChar { }
span.saxexmlChar { font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №3
201
1 წლის
18 იანვარი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების მე-8 მუხლისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009 – 2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს თანდართული დებულება.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი კ. სუბელიანი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009 – 2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ 2009 – 2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების საერთო კოორდინაციის განმახორციელებელი ორგანო.
2. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით.
3. საბჭოს მიზანია „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009 – 2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის მიერ 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009 – 2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) განხორციელების საერთო კოორდინაცია, კერძოდ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიანი გადაწყვეტა, სახელმწიფოზე დევნილთა დამოკიდებულების შემცირება, დაუცველი დევნილების სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში ინტეგრირება.
4. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს გამჭვირვალობის, სამართლიანობის და დემოკრატიულობის პრინციპებით.
მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის“ (შემდგომში – სტრატეგია) და სამოქმედო გეგმის რეალიზების მიზნით:
1. საბჭოს ფუნქციებია:
ა) სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;
გ) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების უწყებათაშორისი კოორდინაციის ხელშეწყობა;
დ) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მონაცემების, რჩევებისა და ექსპერტიზის საფუძველზე, კონკრეტული და დროში გაწერილი გადაწყვეტილებების მიღება;
ე) სამოქმედო გეგმის განხორციელების გეგმების განხილვა და პრიორიტეტულ მიმართულებების ჩამოყალიბება;
ვ) სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კომპანიის განხორციელების გეგმის დამტკიცება, დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით;
ზ) კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების აღწერის მეთოდოლოგიის, სამუშაოს აღწერილობისა და მუშაობის განრიგის შემუშავება და დამტკიცება;
თ) დევნილთათვის გრძელვადიანი განსახლების მექანიზმის/პროცედურის, დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპების, კრიტერიუმების და პროცედურების, დევნილთა ხანგრძლივვადიანი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის და მშენებლობის სტანდარტების, ასევე სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სპეციფიკურ საკითხებზე პროცედურებისა და პრინციპების შემუშავება და დამტკიცება.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) კონკრეტული საკითხების აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები და დააავალოს მათ სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის სტანდარტების, კრიტერიუმებისა და სამართლებრივი საკითხების შემუშავება;
ბ) უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილებებისა და შემუშავებული რეკომენდაციების მიწოდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის წევრებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისათვის;
გ) საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები სამოქმედო გეგმის ცვლილებებთან დაკავშირებით;
დ) მოიწვიოს სხვა ორგანიზაციების წარმოადგენლები სპეციფიკური საკითხების განსახილველად.
მუხლი 3🔗. საბჭოს წევრების დანიშვნის წესი
1. საბჭო იქმნება 3 წლის ვადით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს”, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის არა უმეტეს ორ-ორი წარმომადგენლი, ასევე საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, მსოფლიო ბანკის, გაეროს ქვეყნების ჯგუფის მუდმივი კოორდინატორისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლები.
2. თითოეულ უწყებას და ორგანიზაციას გააჩნია ერთი ხმის უფლება.
3. საბჭოში ასევე არის წარმოდგენილი არასამთავრობო სექტორის ორი წარმომადგენელი (ერთი ადგილობრივი, ერთი საერთაშორისო) სათათბირო ხმის უფლებით.
4. საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
5. საბჭოს მიერ სპეციფიკური საკითხების განსახილველად შესაძლოა მოწვეულ იქნენ სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დამკვირვებლის/ექსპერტის სტატუსით.
მუხლი 4🔗. საბჭოს წევრების უფლებამოსილებები
1. საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს;
გ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;
2. საბჭოს თავჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებას საბჭოს თავმჯდომარის არყოფნისას.
3. საბჭოს მდივანი:
ა) უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის გამართვის ორგანიზებას;
ბ) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომის მასალების შენახვისა და დაცვისათვის.
4. საბჭოს წევრებს უფლება აქვთ:
ა) წინასწარ გაეცნონ განსახილველ საკითხებს;
ბ) მოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია განსახილველი საკითხების შესახებ, გამოთქვან აზრი და მიაწოდონ საბჭოს თავისი წინადადებები.
5. საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან:
ა) დაესწრონ საბჭოს სხდომებს და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში;
ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ თავისი სამინისტროს წარმომადგენლის მონაწილეობა თემატურ სამუშაო ჯგუფში.
მუხლი 5🔗. საბჭოს სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საბჭოს სხდომების მეშვეობით. საბჭოს სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ თვეში ერთხელ მაინც. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია რიგგარეშე სხდომის ჩატარება. რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს.
2. საბჭოს სხდომა იმართება წინასწარ შედგენილი დღის წესრიგის მიხედვით, რომელსაც ადგენს საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი და უზრუნველყოფს მის მიწოდებას საბჭოს წევრებისა და ექსპერტებისათვის.
3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოს სხდომებზე, ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.
5. საბჭოს გადაწყვეტილებები სათანადოდ აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. საბჭოს მდივანი პასუხისმგებელია საბჭოს გადაწყვეტილების გავრცელებაზე, როგორც საბჭოს წევრებს შორის, ასევე სხვა დაინტერესებულ პირთა წრეში.
6. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს თავისი პოზიცია დააფიქსიროს სხდომის ოქმში.
7. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან საბჭოს შემადგენლობაში. ამასთან, საბჭოს წევრები და საბჭოს შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული პირები კომისის მუშაობაში უნდა მონაწილეობნდენ პირადად.
მუხლი 6🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანებით.