„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება № 44
2011 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის№ 38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ :
მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის№ 38 ბრძანებით (სსმ III, 29.01.2007წ ., № 11, მუხ . 116) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები :
1. მე -4 მუხლის :
ა ) პირველი პუნქტის ,,დ ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;
ბ ) მე -5 პუნქტი ამოღებულ იქნეს ;
გ ) მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება გააჩნია გენერალური ინსპექციის უფროსსა და მოადგილეს, აგრეთვე , ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”, და „ბ” ქვეპუნქტებში მითითებულ სამმართველოებს.’’ .
2. მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. გენერალური ინსპექციის , გარდა საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილების ა , მოსამსახურე:
ა) ატარებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსპექტირებას და სამსახურებრივ შემოწმებას, შეისწავლის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქმიანობას და მათი მხრიდან ჩადენილი დარღვევების გამომწვევ მიზეზებს;
ბ) შემოწმების დაწყების მომენტში შესამოწმებელი ობიექტისაგან მოითხოვს საჭირო დოკუმენტურ მასალას და ინფორმაციას;
გ) ყოველი სამუშაო დღის დასრულებისას სამმართველოს უფროსს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას შემოწმების მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ;
დ) შემოწმების დასრულების შემდეგ, უფროსთან ერთად, განსახილველად შეიმუშავებს წინადადებებს დამრღვევ პირთა მიმართ შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ. აფორმებს დასკვნას ან მოხსენებით ბარათს და ხელმოწერის შემდეგ წარუდგენს უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით;
ე) ჩატარებული შემოწმების შედეგების გაანალიზების გზით, შეიმუშავებს და უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით, წარუდგენს სარეკომენდაციო წინადადებებს შემოწმებული ობიექტისა და თანამშრომელთა საქმიანობაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ;
ვ) პერსონალურადაა პასუხისმგებელი ჩატარებული შემოწმების შედეგებზე, მათ სრულყოფაზე.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ . ახალაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.01.2011.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.01.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №44. სარეგისტრაციო კოდი — 120010000.22.026.016028.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.01.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №44, 20.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016028 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1185572/