„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.151.016021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 250111, 25/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2011 წლის 18 იანვარი

დ. სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №42 დადგენილებით დამტკიცებულ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.

2. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულება“.

3. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამგეობის ტერიტორიული ორგანოს (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) რწმუნებული უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.“.

4. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი სახის მე-5 პუნქტი:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიული ორგანო;

(სამოქმედო ტერიტორია – დაბა სტეფანწმინდა, სოფლები: ცდო და გველეთი).

ბ) სნოს ტერიტორიული ორგანო;

(სამოქმედო ტერიტორია-სოფლები: სნო, აჩხოტი, კარკუჩა, ახალციხე, ჯუთა, ქოსელი, ართხმო).

გ) სიონის ტერიტორიული ორგანო;

(სამოქმედო ტერიტორია-სოფლები: სიონი, არშა, გარბანი, გაიბოტენი, თოთი, ფანშეტი, ვარდისუბანი);

დ) გორისციხის ტერიტორიული ორგანო;

(სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გორისციხე, ფხელშე, ტყარშეტი, ხურთისი, ყანობი).

ე) კობის ტერიტორიული ორგანო;

(სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კობი, უხათი, აბანო, ალმასიანი, გიმარა, დესი, ზემო ოქროყანა, შევარდენი, ცოცოლთა, კართსოფელი).

ვ) გუდაურის ტერიტორიული ორგანო;

(სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გუდაური, განისი, ერეთო, სოკურიანი, ფალაგყაუ, ქუმლისციხე).

5. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს მოხელეების სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება სამუშაოთა აღწერილობით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე“.

6. მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები მოსახლეობასთან ურთიერთობების სფეროში.“.

7. მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში“.

8. მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში“.

9. მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სფეროში“.

10. მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები მიწითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში“.

11. მე-8 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში“.

12. მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მომსახურების სფეროში“.

13. მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროშ ი“.

14. მე-11 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ფუნქციები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                       გ.მალანია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.01.2011.
როდის იქნა მიღებული „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.01.2011. მიმღები ორგანო — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.151.016021.
რამდენი მუხლისგან შედგება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №2, 18.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016021 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1186455/