„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№06
სარეგისტრაციო კოდი
140060000.35.117.016039
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 280111, 28/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

 დადგენილება №6

2011 წლის 20 იანვარი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობისსამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №50 დადგენილებაში (სსმ V, 31.12.2010წ., №72, მუხ.2124) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის“:

ა) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.სახანძრო-სამაშველო სამსახური თავისი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილებითა და ამავე დადგენილების 23-ე მუხლის საფუძველზე შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საგანგებო სიტუაციების რეაგირების მარეგულირებელი ინსტრუქციებით.“;

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნ ე ს;

გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35-წლამდე ასაკის, არანაკლებ საბაზო ზოგადი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრუ­ლების საფუძველზე, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნ ე ს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს.“;

დ) მე-6 მუხლის მეორე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-6 მუხლის მესამე პუნქტი განისაზღვროს შემდეგნაირად:

„3. სამსახურში მე-4 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მოქალაქეთა მიღების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება კანონმდებლობის შესაბამისად.“;

ვ) მე-7 და მე-8 მუხლები ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ)მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. თანამდებობის პირს, რომელსაც აქვს მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, უფლებამოსილია დისციპლინური გადაცდომისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

ა) შენიშვნა;

ბ) გაფრთხილება;

გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;

დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა;

ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა არა უმეტეს ერთი წლისა;

ვ) სამსახურიდან გათავისუფლება.

2. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.“;

ი) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესი

1. წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების თაობაზე სამსახურის უფროსი მიმართავს შუამდგომლობით მუნიციპალიტეტის გამგებელს.

2. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა, როგორც წესი, ცხადდება შესაბამისი ბრძანებით.

3. დისციპლინური პასუხისმგებლობა და წახალისება მოსამსახურეს ეცნობება პირადად. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებამდე მას უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება დისციპლინური გადაცდომის თაობაზე.

4. დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნება მოსამსახურის პირად საქმეში.

5. დისციპლინური პასუხისმგებლობა ითვლება მოხსნილად, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ დაეკისრა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობა.

6. გადაწყვეტილებას მოსამსახურის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ იღებს საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წარდგინებით.“;

კ) მე-14 მუხლი ამოღებულ იქნ ე ს;

ლ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეებისათვის დადგენილია 40-საათიანი სამუშაო კვირა. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო.“;

მ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება

1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება მოიცავს:

ა) ხელფასს, თანამდებობრივი რანგისთვის გათვალისწინებული განაკვეთის შესაბამისად;

ბ) დანამატს, სამსახურის რთული, დაძაბული და სპეციალური რეჟიმის პირობებისათვის;

გ) ანაზღაურებას ზეგანაკვეთური მუშაობისათვის;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა კომპენსაციებს.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

3. ნებისმიერი ფულადი ანაზღაურება მოსამსახურეთათვის ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.“;

ნ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო მოსამსახურის დაღუპვის ან დასახიჩრების შემთხვევაში საკომპენსაციო თანხით ანაზღაურება ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                ა. ვახტანგაძე