⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2008)

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

მიღების თარიღი 25.06.1999
ძალის დაკარგვა 01.01.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №2183
სარეგისტრაციო კოდი 480.040.000.05.001.000.617
გამოქვეყნების წყარო სსმ, 30(37), 13/07/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,840 სიტყვა · ~19 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.06.1999 მიღება
01.01.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დიპლომატიური სამსახურის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:LitNusx; layout-grid-mode:line;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx; layout-grid-mode:line;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:LitNusx; layout-grid-mode:line;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ ეს კანონი ადგენს საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ორგანიზების სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს დიპლომატიური სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს დიპლომატიურ სამსახურში მყოფი მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. დიპლომატიური სამსახური დიპლომატიური სამსახური მონაწილეობს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსის ფორმირებაში, უზრუნველყოფს მის განხორციელებას და საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად კოორდინაციას უწევს ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებს.     მუხლი 2🔗. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) დიპლომატიური სამსახური – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი ქვედანაყოფები ქვეყნის ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ; ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფოებრივ მართვას; გ) დიპლომატიური წარმომადგენლობა – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობებისას წარმოადგენს საქართველოს; დ) საკონსულო დაწესებულება – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საკონსულო ურთიერთობისას და იმ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობისას, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არის დაფუძნებული, წარმოადგენს საქართველოს; ე) ტერიტორიული ორგანო – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე; ვ) დიპლომატიური რანგი – დიპლომატიურ სამსახურში დაწესებული საკლასო ჩინი; ზ) დიპლომატიური თანამდებობის პირი – დიპლომატიურ სამსახურში შტატით გათვალისწინებულ დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული პირი; თ) დიპლომატიური თანამდებობის პირთან გათანაბრებული პირი – სახელმწიფო მოხელე, რომელიც საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, აგრეთვე შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სახელით მონაწილეობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში და საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების ან, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე გათანაბრებულია დიპლომატიური თანამდებობის პირთან. ეს სტატუსი მოქმედებს მხოლოდ ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქმიანობის განხორციელების დროს; ი) დამხმარე ტექნიკური პერსონალი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში არადიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული ან ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული პირები, რომლებიც ასრულებენ ფინანსური, მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფისა და დამხმარე ხასიათის სხვა ფუნქციებს; კ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი – დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული პირები, რომლებიც ასრულებენ ფინანსური, მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფისა და დამხმარე ხასიათის სხვა ფუნქციებს; ლ) მომსახურე პერსონალი – დიპლომატიურ სამსახურში ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული პირები, რომლებიც ასრულებენ მომსახურე ფუნქციებს; მ) როტაცია – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების დიპლომატიური თანამდებობის პირთა ურთიერთშენაცვლება; ნ) როტაციის წესით სამუშაო მივლინება – დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ წარგზავნა ამ კანონით დადგენილი წესითა და ვადით; ო) ოჯახის წევრი – დიპლომატიური მოსამსახურის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები და მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები; პ) პირველადი მოწყობის ხარჯები – დიპლომატიურ წარმო-მადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის ერთჯერადად გაცემული თანხა, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველოს 2005 წლის 20 მაისის კანონი №1488 - სსმ I, №25, 02.06.2005 წ., მუხ.174 საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2786 - სსმ I, №8, 24.03.2006 წ., მუხ.58     მუხლი 3🔗. დიპლომატური სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დიპლომატიური სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საერთაშორისო და რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის ხელის შეწყობა; ბ) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის ხელის შეწყობა; გ) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების განუხრელი დაცვისა და შემდგომი განვითარებისათვის ხელის შეწყობა; დ) საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება; ე) საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს ინტერესების წარდგენა და დაცვა; ვ) დიპლომატიური საშუალებებით საქართველოს სუვერენიტეტის, ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის და სხვა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა; ზ) საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო და სხვა სახის კავშირების განმტკიცება; თ) საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია; ი) სხვა სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო პოლიტიკის გატარება; კ) უცხოეთში განლაგებული საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საქმიანობისათვის ხელის შეწყობა.     მუხლი 4🔗. დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის პრინციპები დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) საქართველოსადმი და ხალხისადმი ერთგულება; ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და საქართველოს სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა ზუსტი და თანამიმდევრული დაცვა; გ) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემა; დ) საერო ხასიათი და პარტიული ინტერესების შეუთავსებლობა დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასთან; ე) საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მათი უნარის, კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად დიპლომატიურ სამსახურში შესვლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; ვ) მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა; ზ) მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა; თ) დიპლომატიური სამსახურის ერთიანობა და ცენტრალიზაცია.     მუხლი 5🔗. დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელი დიპლომატიურ სამსახურს ხელმძღვანელობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.     მუხლი 6🔗. დიპლომატიური წარმომადგენლობები დიპლომატიური წარმომადგენლობებია: ა) სხვა სახელმწიფოში განლაგებული საქართველოს საელჩო; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა და დიპლომატიური მისია.     მუხლი 7🔗. საკონსულო დაწესებულებები საკონსულო დაწესებულებების სახეები და მათი სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება „საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 8🔗. გადაწყვეტილება დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების დაფუძნებისა და გაუქმების შესახებ 1. გადაწყვეტილებას დიპლომატიური წარმომადგენლობის დაფუძნებისა და გაუქმების შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. გადაწყვეტილებას საკონსულო დაწესებულების დაფუძნებისა და გაუქმების შესახებ იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. თავი II. დიპლომატიური სამსახურის საკადრო შემადგენლობა     მუხლი 9🔗. დიპლომატიური მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა 1. დიპლომატიური მოსამსახურე ირიცხება საქართველოს სახელმწიფო სამსახურში. 2. დიპლომატიური მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას აწესრიგებს ეს კანონი და საქართველოს შესაბამისი სამართლებრივი აქტები.     მუხლი 10🔗. დიპლომატიური სამსახურის მოსამსახურეთა კატეგორიები დიპლომატიურ სამსახურში დაწესებულია მოსამსახურეთა შემდეგი კატეგორიები: ა) დიპლომატიური თანამდებობის პირები; ბ) დამხმარე ტექნიკური პერსონალი; გ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი; დ) მომსახურე პერსონალი.     მუხლი 11🔗. დიპლომატიური თანამდებობის პირები დიპლომატიური თანამდებობის პირები არიან: ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი; ბ) უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირი; გ) უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირი; დ) უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირი.     მუხლი 12🔗. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.     მუხლი 13🔗. უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირები უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირები არიან: ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.     მუხლი 14🔗. უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები არიან: ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელი სამმართველოს უფროსი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქართველოს გენერალური კონსული; ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი, უფროსი მრჩეველი, საქართველოს კონსული, სამხედრო ატაშე, საჰაერო ატაშე, საზღვაო ატაშე; გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსის მოადგილე, მრჩეველი.     მუხლი 15🔗. უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები არიან: ა) სამმართველოს განყოფილების გამგე, ვიცე-კონსული; ბ) პირველი მდივანი, საკონსულო აგენტი; გ) მეორე მდივანი; დ) მესამე მდივანი; ე) ატაშე.     მუხლი 16🔗. დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნა 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მისი ტერიტორიული ორგანოების, დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნა ხდება გადაყვანის ან კონკურსის წესით. 2. გადაყვანის წესით დიპლომატიურ თანამდებობაზე ინიშნებიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური თანამდებობის პირები. 3. კონკურსის წესით დიპლომატიურ თანამდებობაზე ინიშნებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული მომზადება, ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას და ორ უცხო ენას მაინც. 4. დიპლომატიურ თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ: ა) საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებობაზე დასანიშნი მოხელეები; ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები; გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორები; დ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩები; ე) დიპლომატიურ თანამდებობაზე დროებითი შემცვლელები; ვ) დიპლომატიურ თანამდებობაზე მოვალეობის დროებითი შემსრულებლები, იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც უნდა შეივსოს კონკურსის წესით; ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხელეები სამინისტროს ფარგლებში სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში; თ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირები; ი) დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრებული პირები. 5. კონკურსის წესით ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნი პირების შეფასებას ახორციელებს საკონკურსო კომისია, რომელიც იძლევა დასკვნას წარდგენილი კანდიდატურების დანიშვნის მიზანშეწონილობის შესახებ. 6. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულებით. 7. დიპლომატიურ თანამდებობაზე არ დაინიშნებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ მოუხდიათ სამხედრო ვალდებულება. ეს აკრძალვა არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებზე.     მუხლი 17🔗. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორისა და საგანგებო დავალებათა ელჩის დანიშვნა 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ინიშნებიან პირები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული მომზადება, ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას, ორ უცხო ენას მაინც და აქვთ საგარეო ურთიერთობების სფეროში მუშაობის გამოცდილება. 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ინიშნებიან პირები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული მომზადება, ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას და ერთ უცხო ენას მაინც.     მუხლი 18🔗. დამხმარე ტექნიკური პერსონალის შემადგენლობა დამხმარე ტექნიკური პერსონალის შემადგენლობაში ინიშნებიან ან ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიიღებიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქეები.     მუხლი 19🔗. ადმინისტრაციულ - ტექნიკური პერსონალის შემადგენლობა ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის შემადგენლობაში ხელშე-კრულების საფუძველზე სამუშაოდ მიიღებიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქეები.     მუხლი 20🔗. მომსახურე პერსონალის შემადგენლობა 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მომსახურე პერსონალის შემადგენლობაში ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიიღებიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქეები. 2. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომსახურე პერსონალის შემადგენლობაში ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიიღებიან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქეები, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები უცხოეთის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები. თავი III . დიპლომატიური სამსახურის გავლა     მუხლი 21🔗. როტაცია 1. მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დიპლომატიურ სამსახურში დაწესებულია დიპლომატიური თანამდებობის პირთა როტაცია. 2. როტაციის ფარგლებში ხორციელდება დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური თანამდებობის პირთა სამუშაო მივლინება, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებულ პირთა გამოწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სამუშაოდ. 3. როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა პირმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე უნდა იმუშაოს არანაკლებ ერთი წელი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია ეს ვადა შეამციროს 6 თვემდე. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2303 - სსმ I, №39(46), 06.08.1999 წ., მუხ.193     მუხლი 22🔗. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურება დიპლომატიური თანამდებობის პირის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 23🔗. დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების დიპლომატიური თანამდებობის პირები დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით, დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურისა და სამხედრო ატაშეს გარდა, წარიგზავნებიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მომუშავე დიპლომატიური თანამდებობისა და რანგის მქონე პირები.     მუხლი 24🔗. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით გამოწვეული პირები 1. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით გამოწვეული პირები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ იმავე თანამდებობით, რომელიც ეკავათ როტაციის წესით სამუშაო მივლინების განხორციელებამდე, ან არანაკლები თანამდებობით. 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში როტაციის წესით სამუშაოდ გამოწვეული მოსამსახურეები შესაბამის თანამდებობაზე მუშაობას იწყებენ გამოწვევის მომენტიდან არა უგვიანეს 3 თვისა.     მუხლი 25🔗. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან მოსამსახურის ვადაზე ადრე გამოწვევის საფუძვლები დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და მოსამსახურის ვადაზე ადრე გამოწვევა, დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურისა და სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშეების გარდა, შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ შემდეგ შემთხვევებში: ა) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების დახურვისას; ბ) დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში შტატების შემცირებისას; გ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ მივლინებული პირის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებისას; დ) მნიშვნელოვანი საერთაშორისო გართულებისას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირის შემდგომმა მუშაობამ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში; ე) მოსამსახურის თანხმობით მისი სხვა სამუშაოზე გადაყვანისას; ვ) მოსამსახურის მოთხოვნისას; ზ) მოსამსახურის მძიმე ავადმყოფობისას, რომელიც შეუძლებელს ხდის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას; თ) მოსამსახურის გარდაცვალებისას; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.     მუხლი 26🔗. საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში არჩევა და საერთაშორისო ორგანიზაციაში სამუშაოდ მივლინება დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ან სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში სამუშაოდ მივლინებულ იქნება საერთაშორისო ორგანიზაციაში, ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში და შესაბამისი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ინიშნება დიპლომატიურ სამსახურში იმავე თანამდებობაზე, რომელიც ეკავა საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში არჩევამდე ან საერთაშორისო ორგანიზაციაში სამუშაოდ მივლინებამდე, ან არანაკლებ თანამდებობაზე.     მუხლი 27🔗. დიპლომატიური სამსახურის რეზერვი დიპლომატიური თანამდებობის პირები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ კანონის 25-ე მუხლის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად როტაციის წესით მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროში სამუშაოდ გამოწვევის შემთხვევაში, ჩარიცხულ იქნებიან დიპლომატიური სამსახურის რეზერვში და ვაკანტური თანამდებობის დაკავებისას მიენიჭებათ უპირატესობა მათი დიპლომატიური რანგისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.     მუხლი 28🔗. დიპლომატიური თანამდებობის პირის ოჯახის წევრების საქმიანობა დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი დიპლომატიური თანამდებობის პირის ოჯახის წევრები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება სამუშაოდ მიღებულ იქნენ დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის შემადგენლობაში. თავი IV. დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების საკადრო შემადგენლობა     მუხლი 29🔗. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაცის წესით სამუშაო მივლინების ვადა 1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების თითოეული ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურისათვის და გენერალური კონსულისათვის განისაზღვრება 4 წლით, ხოლო დიპლომატიური თანამდებობის ყველა სხვა პირისათვის – 3 წლით. 2. ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალისათვის საზღვარგარეთ მუშაობის ვადა, არა უმეტეს 3 წელი, განისაზღვრება ხელშეკრულებით.     მუხლი 30🔗. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელება 1. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა გააგრძელოს 2 წლამდე. 2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უფლება აქვს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ მოსამსახურეთა მივლინების ვადა გააგრძელოს 6 თვით, ხოლო გენერალური კონსულის მივლინების ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, 2 წლამდე ვადით. 3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უფლება აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის ან გენერალური კონსულის წარდგინების საფუძველზე, მათი უფლებამოსილების გასვლამდე ვადით, გაუგრძელოს ხელშეკრულება დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და მომსახურე პერსონალს. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2303 - სსმ I, №39(46), 06.08.1999 წ., მუხ.193     მუხლი 31🔗. საქმეთა დროებითი რწმუნებულის დანიშვნა დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის მიერ მასზე დაკისრებულ მოვალეობათა ხანგრძლივი ვადით შეუსრულებლობის შემთხვევაში დიპლომატიური წარმომადგენლობის მუშაობას ხელმძღვანელობს საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც ნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.     მუხლი 32🔗. საკონსულო დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა საკონსულო დაწესებულების მეთაურის მიერ მასზე დაკისრებულ მოვალეობათა ხანგრძლივი ვადით შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსულო დაწესებულების მუშაობას ხელმძღვანელობს დაწესებულების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.     მუხლი 33🔗. სამხედრო, საზღვაო და საჰაერო ატაშეები 1. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეიძლება სამუშაოდ მიავლინოს სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშეები, რომლებიც შედიან დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და სამხედრო ხასიათის ურთიერთობებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენენ საქართველოს. 2. სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშეები იმყოფებიან დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის ოპერატიულ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში. 3. ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშეები შეიძლება აკრედიტებულ იყვნენ ორ ან მეტ სახელმწიფოში. 4. ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით შეიძლება დაფუძნებულ იქნეს სამხედრო ატაშეს აპარატი (სამხედრო ატაშატი), რომელშიც შედიან სამხედრო ატაშეს აპარატის უმცროსი თანამდებობის პირები, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი და მომსახურე პერსონალი. 5. სამხედრო ატაშესა და მისი აპარატის საქმიანობის წესს განსაზღვრავს სამხედრო, საზღვაო და საჰაერო ატაშეების დებულება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 6. სამხედრო, საჰაერო, საზღვაო ატაშეებსა და სამხედრო ატაშეს აპარატს მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 7. სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშეების მიერ სამსახურის გავლის, მათი გამოწვევის, სოციალური დაცვისა და გარანტიების მიმართ გამოიყენება დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის დადგენილი წესები. თავი V. დიპლომატიური რანგები     მუხლი 34🔗. დიპლომატიური რანგების მინიჭება 1. დიპლომატიური თანამდებობის პირებს, აგრეთვე მათთან გათანაბრებულ პირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მათი სამსახურებრივი მდგომარეობის, ნამსახურევი წლების, პროფესიული მომზადებისა და დამსახურების შესაბამისად ენიჭებათ დიპლომატიური რანგები, უმაღლესი დიპლომატიური რანგების გარდა. 2. დიპლომატიური რანგების მინიჭების წესს განსაზღვრავს დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.     მუხლი 35🔗. უმაღლესი დიპლომატიური რანგების მინიჭება უმაღლესი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ დიპლომატიური თანამდებობის პირებს და მათთან გათანაბრებულ პირებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით.     მუხლი 36🔗. დიპლომატიური რანგების კატეგორიები დიპლომატიურ სამსახურში დაწესებულია დიპლომატიური რანგების შემდეგი კატეგორიები: ა) უმაღლესი დიპლომატიური რანგები: ა.ა) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; ა.ბ) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; ბ) უფროსი დიპლომატიური რანგები: ბ.ა) უფროსი მრჩეველი; ბ.ბ) მრჩეველი; ბ.გ) უმცროსი მრჩეველი; გ) უმცროსი დიპლომატიური რანგები: გ.ა) პირველი მდივანი; გ.ბ) მეორე მდივანი; გ.გ) მესამე მდივანი; გ.დ) ატაშე.     მუხლი 37🔗. დიპლომატიური რანგების მინიჭების ვადები 1. დიპლომატიური რანგების მინიჭებისათვის განსაზღვრულია დიპლომატიური სამსახურის გავლის შემდეგი ვადები: ა) ატაშეს პირველადი დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის დიპლომატიური სამსახურის გავლის 1 წელი; ბ) მდივნის დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის დიპლომატიური სამსახურის გავლის 2 წელი; გ) მრჩევლის დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის დიპლომატიური სამსახურის გავლის 3 წელი. 2. შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის ან განსაკუთრებული დამსახურების გამო დასაშვებია დიპლომატური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება. 3. თითოეული კატეგორიის ფარგლებში დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება, როგორც წესი, დასაშვებია მხოლოდ ერთხელ.     მუხლი 38🔗. დიპლომატიური რანგების კატეგორიებისა და დიპლომატიური თანამდებობების თანაფარდობა 1. უმაღლესი კატეგორიის დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უმაღლესი და უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებს. 2. უფროსი კატეგორიის დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უფროსი და უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებს. 3. უმცროსი კატეგორიის დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებს. 4. დიპლომატიური რანგები, უმაღლესი კატეგორიის დიპლომატიური რანგების გარდა, შეიძლება მიენიჭოთ დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრებულ პირებს, შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.     მუხლი 39🔗. დიპლომატიური რანგების მოქმედების ვადა 1. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭება ხდება სამუდამოდ. 2. თუ დიპლომატიური თანამდებობის პირი თანამდებობიდან თავისუფლდება პენსიაზე გასვლის გამო, მინიჭებული დიპლომატიური რანგი, ამ რანგის კატეგორიის მიუხედავად, უნარჩუნდება სამუდამოდ. 3. დიპლომატიური თანამდებობის პირის მიერ დიპლომატიური სამსახურის დატოვების შემთხვევაში ხდება მინიჭებული უფროსი და უმცროსი კატეგორიების დიპლომატიური რანგების მოქმედების შეჩერება, დიპლომატიურ თანამდებობაზე მის ხელახალ დანიშვნამდე. 4. მოსამსახურის დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნებისას ხდება იმ დიპლომატიური რანგის მოქმედების აღდგენა, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა დიპლომატიური თანამდებობიდან გათავისუფლებამდე. 5. დიპლომატიური რანგის მინიჭება დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემითა და შრომის წიგნაკში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებით.     მუხლი 40🔗. საკლასო ჩინის მინიჭება ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და დამხმარე ტექნიკურ პერსონალს შეიძლება მიენიჭოს სახელმწიფო მოხელისათვის დაწესებული საკლასო ჩინი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 41🔗. დიპლომატიური რანგის და საკლასო ჩინისა და წოდების თანაფარდობა 1. დიპლომატიური რანგის მქონე პირს საქართველოს საჯარო სამსახურის სხვა დაწესებულებაში საშტატო თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, შეიძლება მიენიჭოს მისი დიპლომატიური რანგის შესაბამისი საკლასო ჩინი და წოდება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია აღნიშნული დაწესებულების მოსამსახურეთათვის. 2. სახელმწიფო მოხელისათვის დაწესებული საკლასო ჩინისა და წოდების მქონე პირს, დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს მისი საკლასო ჩინისა და წოდების შესაბამისი დიპლომატიური რანგი. თავი VI. საზღვარგარეთ დიპლომატიური და საკონსულო საქმიანობის განმახორციელებელი მოსამსახურეების სოციალური დაცვა და გარანტიები     მუხლი 42🔗. დიპლომატიური და საკონსულო იმუნიტეტი 1. საზღვარგარეთ მყოფი დიპლომატიური მოსამსახურე და მისი ოჯახის წევრები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად სარგებლობენ დიპლომატიური და საკონსულო იმუნიტეტით. 2. საქართველოს დიპლომატიური სამსახურის მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრებისათვის დიპლომატიურ და საკონსულო იმუნიტეტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.     მუხლი 43🔗. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი მოსამსახურისა და მისი ოჯახების წევრების სოციალური დაცვა 1. საზღვარგარეთ დიპლომატიური და საკონსულო საქმიანობის განხორციელებამ არ უნდა მიაყენოს ზიანი დიპლომატიურ და საკონსულო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს. 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო ვალდებულია ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინოს საზღვარგარეთ როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ მოსამსახურესა და მისი ოჯახის წევრებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ცხოვრებისათვის მომზადებაში, მათ შორის, უცხო ენის, არსებული ადათ-წესებისა და ტრადიციების შესწავლაში. 3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ვალდებულნი არიან ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინონ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მყოფ დიპლომატიურ მოსამსახურეთა ოჯახებს. 4. დიპლომატიური თანამდებობის პირის მეუღლეს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მონაწილეობას მიიღებს დიპლომატიური საქმიანობის განხორციელებაში, აუნაზღაურდება გაწეული სამუშაოს ღირებულება ასეთი სამუშაოსათვის გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში. 5. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი მოსამსახურის მეუღლეს საქართველოში დაბრუნებამდე ენახება თანამდებობა იმ სახელმწიფო სამსახურში, სადაც მუშაობდა მეუღლის მივლინებამდე. 6. სამუშაო მივლინების პერიოდში დიპლომატიური თანამდებობის პირის მეუღლის, რომელიც არის საქართველოს საჯარო სამსახურის მოხელე, ცხოვრების ხარჯები შეიძლება გაღებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ იგი მეუღლეს მივლინებაში ახლავს დიპლომატიური ფუნქციების განხორციელების მიზნით.     მუხლი 44🔗. დიპლომატიური და საკონსულო საქმიანობის განხორციელება რთულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საყოფაცხოვრებო, კრიმინოგენულ და კლიმატურ პირობებში 1. დიპლომატიური ან საკონსულო საქმიანობის განსახორციელებლად დიპლომატიური მოსამსახურის მივლინება იმ ქვეყანაში, სადაც რთული პოლიტიკური, ეკონომიკური, საყოფაცხოვრებო, კრიმინოგენული და კლიმატური პირობებია, დასაშვებია მხოლოდ დიპლომატიური მოსამსახურის თანხმობით. 2. მივლინების ადგილებში შეიარაღებული ან სამოქალაქო კონფლიქტების, სტიქიური უბედურებების ან სხვა ისეთი ვითარების წარმოშობისას, რომელიც საფრთხეს უქმნის სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ქონებას, საქართველო იღებს ყველა საჭირო ზომას მათი სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დასაცავად. 3. დიპლომატიური და საკონსულო საქმიანობის განხორციელებისათვის რთულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საყოფაცხოვრებო, კრიმინოგენულ და კლიმატურ პირობებში, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა სახის რისკთან, დიპლომატიური მოსამსახურის ხელფასსა და სამივლინებო თანხებს ემატება დანამატი იმ ოდენობით, რაც საჭიროა არასასურველ გარემოში მუშაობისას მიღებული ყველა სახის შესაძლო ზიანის კომპენსაციისათვის. 4. საზღვარგარეთ მივლინებულ დიპლომატიურ მოსამსახურესა და მისი ოჯახის წევრებს უნაზღაურდებათ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მიღებული ზარალი.     მუხლი 45🔗. როტაციის წესით სამუშაო მივლინების განხორციელებისათვის საჭირო მგზავრობის, პირველადი მოწყობისა და განსაკუთრებული მდგომარეობის შექმნასთან დაკავშირებული ხარჯები 1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს მივლინების დაწყებისას მიეცემა ერთი თვის ხელფასის ოდენობის ერთჯერადი დახმარება. 2. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურესა და მისი ოჯახების წევრებს მგზავრობის ორივე მიმართულებით უნაზღაურდებათ მგზავრობისა და პირადი ტვირთის გადაზიდვის ხარჯები, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში პირველადი მოწყობის ხარჯები, აგრეთვე მშობიარობასთან, ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებასთან, ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებასთან ან როტაციის წესით სამუშაო მივლინების განხორციელებისას მოსამსახურესთან ერთად ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხარჯები.     მუხლი 46🔗. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში მყოფ მოსამსახურეთა საყოფაცხოვრებო და სოციალური უზრუნველყოფა 1. საზღვარგარეთ დიპლომატიური და საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას მოსამსახურე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საცხოვრებლით მასთან მცხოვრები ოჯახის წევრთა რაოდენობის, მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. 2. საზღვარგარეთ დიპლომატიური და საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას მოსამსახურის შვილები და მისი მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ შესაბამისი საშუალო განათლების მიღების შესაძლებლობით, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებით შეიძლება დაარსებულ იქნეს ქართული ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლები. 3. საზღვარგარეთ მივლინებული მოსამსახურე და მისი ოჯახის წევრები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სამედიცინო დაზღვევითა და სამედიცინო მომსახურებით. 4. სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ მოსამსახურეს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობის შესაბამისი ხელფასის ოდენობის 5% (ხუთი პროცენტი).     მუხლი 47🔗. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში მყოფი მოსამსახურის შვებულება დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში მყოფ მოსამსახურეს უფლება აქვს ისარგებლოს შვებულებით, რომლის ხანგრძლივობაც შეადგენს 36 სამუშაო დღეს. თავი VII. დიპლომატიური სამსახურის ფინანსური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა     მუხლი 48🔗. დიპლომატიური სამსახურის ფინანსური უზრუნველყოფა 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს დიპლომატიური სამსახურის, მისი პერსონალისა და ქონების უსაფრთხოების განსაკუთრებულ დაცვას, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. დიპლომატიური სამსახურისა და მისი პერსონალის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ, ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.     მუხლი 49🔗. დიპლომატიური წარმომადგენლობითი ხარჯები  დიპლომატიური წარმომადგენლობითი ხარჯების უზრუნველყოფისა-თვის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაზე გაიცემა სპეციალური თანხები.     მუხლი 50🔗. დიპლომატიური სამსახურის საკომუნიკაციო და საარქივო უზრუნველყოფა 1. დიპლომატიურ სამსახურს აქვს საკურიერო მომსახურების დამოუკიდებელი სისტემა. იგი სარგებლობს საერთო დანიშნულების საფელდეგერო სამსახურითა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სისტემებით. 2. დიპლომატიურ სამსახურს აქვს საკუთარი არქივი, რომელშიც დაცულია დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტები. თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი     მუხლი 51🔗. გარდამავალი დებულებანი 1. ამ კანონის დებულებები ვრცელდება ყველა დიპლომატიურ მოსამსახურეზე მათი დანიშვნის თარიღის მიუხედავად. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დიპლომატიური სამსახურის იმ მეთაურებს, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის 6 ან მეტი წლის განმავლობაში ასრულებდნენ თავის მოვალეობებს, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა გაუგრძელოს 1 წლამდე. 3. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს დიპლომატიური თანამდებობის პირებს როტაციის ვადა გაუგრძელდეთ 2000 წლის 1 ივნისამდე. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2303 - სსმ I, №39(46), 06.08.1999 წ., მუხ.193     მუხლი 52🔗. დასკვნითი დებულებანი 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა 43–47-ე მუხლებისა. 2. ამ კანონის 43 – 47-ე მუხლები ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე თბილისი, 1999 წლის 25 ივნისი. №2183–IIს შეტანილი ცვლილებები: 1.     საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2303 - სსმ I, №39(46), 06.08.1999 წ., მუხ.193 2.     საქართველოს 2005 წლის 20 მაისის კანონი №1488 - სსმ I, №25, 02.06.2005 წ., მუხ.174 3.     საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2786 - სსმ I, №8, 24.03.2006 წ., მუხ.58 4.     ძალადაკარგულია - საქართველოს 2007 წლის 07 დეკემბრის კანონი №5568 - სსმ I, №45, 21.12.2007 წ., მუხ.395