"აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.110.016028
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 250111, 25/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2011 წლის 18 იანვარი

ქ. აბაშა

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ქ) ქმნის და ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას; უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამარტივებული შესყიდვის პროცედურების განხორციელების შესახებ, ან მისი განხორციელების უფლება მიანიჭოს გამგებელს ან სხვა თანამდებობის პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ვ) საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს გამარტივებული შესყიდვის პროცედურებს, თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის წევრი; “.

2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ. თოფურია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.01.2011.
როდის იქნა მიღებული "აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
"აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.01.2011. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.110.016028.
რომელი დოკუმენტები უთითებენ "აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის "აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1, 18.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016028 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1187648/