ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 24.01.2011
ძალაში შესვლა 24.01.2011
ძალის დაკარგვა 08.08.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 260111, 26/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 02.08.2011
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სამახსოვრო მონეტების მოჭრის, მათი მიმოქცევაში გაშვებისა და რეალიზაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 20.09.2002
დოკუმენტის ტექსტი
ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {mso-style-link:"Body Text Indent Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; mso-style-link:"\[Normal\] Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.NormalChar {mso-style-name:"\[Normal\] Char"; mso-style-link:"\[Normal\]"; font-family:"Arial","sans-serif";} span.BodyTextIndentChar {mso-style-name:"Body Text Indent Char"; mso-style-link:"Body Text Indent"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 28.4pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №1
2011 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეალიზაციის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამახსოვრო მონეტების მოჭრის, მათი მიმოქცევაში გაშვებისა და რეალიზაციის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 20 სექტემბრის №49 დადგენილება.
მუხლი 3🔗. ამ დადგენილების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ლარის ბანკნოტებისა და მონეტების სარეალიზაციო ფასის გაანგარიშების ძირითადი პრინციპების განსაზღვრის და რეალიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის აუცილებლობით.
მუხლი 4🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
საბჭოს თავმჯდომარე გ. ქადაგიძე
ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეალიზაციის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლარის ბანკნოტებისა და მონეტების საკოლექციოდ ან/და სხვა საჭიროებისათვის რეალიზაციის წესებსა და პირობებს.
2. ამ წესის მიზანია საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემიდან ლარის ბანკნოტებისა და მონეტების სარეალიზაციო ფასის გაანგარიშების ძირითადი პრინციპების განსაზღვრა და რეალიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. სარეალიზაციო ლარის ბანკნოტები/მონეტები
1. სარეალიზაციო ლარის ბანკნოტებს/მონეტებს (შემდგომში – ბანკნოტები/მონეტები) განეკუთვნება:
ა) საკოლექციო დანიშნულების ბანკნოტები/მონეტები;
ბ) საინვესტიციო დანიშნულების ოქროს მონეტები;
გ) მიმოქცევის დანიშნულების ლარის ბანკნოტები/მონეტები (შემდგომში – მიმოქცევის ბანკნოტები/მონეტები).
2. მიმოქცევის ბანკნოტების/მონეტების სარეალიზაციო ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი ან აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში – საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირი).
მუხლი 3🔗. სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა
1. საქართველოს ეროვნული ბანკიდან ბანკნოტების/მონეტების სარეალიზაციო ფასს, შესაბამისი გაანგარიშების საფუძველზე, ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირი.
2. ბანკნოტების/მონეტების (გარდა საინვესტიციო დანიშნულების ოქროს მონეტებისა) სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს:
ა) მათ დამზადება-მოწოდებაზე გაწეულ ხარჯებს;
ბ) ნომინალურ ღირებულებას;
გ) საკომისიო დანამატს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯებისა და ღირებულების ჯამური ოდენობის 10–50 პროცენტის ფარგლებში.
3. საინვესტიციო მონეტების სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს:
ა) მონეტის შემადგენლობაში არსებული ოქროს ღირებულებას, რომლის გაანგარიშება ხდება დღეში ორჯერ, ლონდონის ძვირფასი ზოდების ბაზრების ასოციაციაში ვაჭრობის წინა დღის მეორე ნახევარში (ლონდონის დროით 15:00 საათზე) და იმავე დღის პირველ ნახევარში (ლონდონის დროით 10:30 საათზე) ოქროზე აშშ დოლარში დაფიქსირებული ფასითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალურად მოქმედი კურსით;
ბ) საკომისიო დანამატს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობის 5–50 პროცენტის ფარგლებში.
4. იმ შემთხვევაში, თუ სარეალიზაციო ბანკნოტები/მონეტები მოთავსებულია სპეციალურ შესაფუთ საშუალებაში (კაფსულა, კოლოფი, ალბომი და სხვა), სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს მათ ღირებულებასაც.
5. ბაზარზე ლითონის ფასის ზრდის, სარეალიზაციო ბანკნოტების/მონეტების ოდენობის შემცირების ან სხვა მიზეზის გამო, მათი სარეალიზაციო ფასის (მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკომისიო დანამატის მარჟის) ცვლილება დასაშვებია საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით.
მუხლი 4🔗. ბანკნოტების/მონეტების რეალიზაცია
1. საქართველოს ეროვნული ბანკი ბანკნოტების/მონეტების რეალიზაციას ახორციელებს როგორც რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ პირებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
2. საქართველოს ეროვნული ბანკიდან ბანკნოტების/მონეტების შეძენა შესაძლებელია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში როგორც ნაღდი, ისე უნაღდო (საბანკო პლასტიკური ბარათით, საბანკო გადარიცხვით) ანგარიშსწორებით.
3. ბანკნოტების/მონეტების საბანკო გადარიცხვით რეალიზაცია შეიძლება მოხდეს წინასწარი შეკვეთის საფუძველზე (როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ან ზეპირი ფორმით).
4. წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში ბანკნოტების/მონეტების რეალიზაცია ხდება შემდეგი პირობებით:
ა) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარედგინება განაცხადი, სადაც მიეთითება ბანკნოტის/მონეტის შეძენის მსურველი პირი (დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ელ.ფოსტა), შესაძენი ბანკნოტის/მონეტის დასახელება, ნომინალი, რაოდენობა, გადასახდელი თანხის ოდენობა, საბანკო რეკვიზიტები, ეროვნული ბანკიდან შეძენილი ბანკნოტების/მონეტების გატანაზე უფლებამოსილი პირი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი);
ბ) ბანკნოტების/მონეტების რეალიზაცია ხდება გარიგების მომენტისათვის ფიქსირებული ფასის მიხედვით;
გ) განაცხადის საფუძველზე ბანკნოტების/მონეტების შემკვეთს ეგზავნება საქართველოს ეროვნული ბანკის დასტური, რომლის გაგზავნის დრო ითვლება გარიგების მომენტად;
დ) გარიგების საფუძველზე ბანკნოტების/მონეტების მთლიანი თანხის საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვა უნდა მოხდეს ერთჯერადად, გარიგების დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში, ხოლო ბანკნოტების/მონეტების გაცემა – შესაბამისი თანხის ჩარიცხვიდან არა უგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღეში;
ე) რეალიზებული ბანკნოტები/მონეტები გაიცემა მხოლოდ განაცხადისა და საგადახდო დავალების მიხედვით ბანკნოტების/მონეტების გატანაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის საფუძველზე. საგადახდო დავალებაში შემკვეთის მიერ დამატებით უნდა მიეთითოს ბანკნოტების/მონეტების გატანაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
ვ) საქართველოს ეროვნული ბანკიდან რეალიზებული ბანკნოტების/მონეტების გატანას უზრუნველყოფს თვითონ შემკვეთი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ზ) შეკვეთა ითვლება გაუქმებულად, თუ გარიგების დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში არ მოხდა შეძენილი ბანკნოტების/მონეტების შესაბამისი თანხის ჩარიცხვა საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე ან შესაბამისი თანხის დროულად ჩარიცხვის მიუხედავად არ მოხდა შეკვეთილი ბანკნოტების/მონეტების საქართველოს ეროვნული ბანკიდან გატანა თანხის ჩარიცხვიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში;
თ) შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში შემკვეთის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში გადმორიცხული თანხა ექვემდებარება შემკვეთისათვის უკან დაბრუნებას, ხოლო გადარიცხვის ხარჯები გამოიქვითება შემკვეთის მიერ გადმორიცხული თანხიდან.
5. ზეპირი ფორმით წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში ბანკნოტების/მონეტების რეალიზაცია ხდება წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის გაფორმების დრო ითვლება გარიგების დადების მომენტად.
6. საქართველოს ეროვნული ბანკიდან ბანკნოტების/მონეტების შეძენა შესაძლებელია ასევე ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით (რომელიც განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე). ამ ფორმით ბანკნოტების/მონეტების რეალიზაცია ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული სავალდებულო ხასიათის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, სადაც კონკრეტულადაა განსაზღვრული როგორც ანგარიშსწორების, შეკვეთის განთავსებისა და მიწოდების პირობები, ასევე მხარეთა ვალდებულებები.
7. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებითა და წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოახდინოს ბანკნოტების/მონეტების რეალიზაცია:
ა) შემდგომი ანგარიშსწორების პირობით;
ბ) იურიდიულ პირებზე ექსკლუზივის უფლებით;
გ) იურიდიული პირების მეშვეობით.
8. საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელ პირს შეუძლია შეზღუდოს ბანკნოტების/მონეტების რეალიზაცია.
9. საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ბანკნოტების/მონეტების სარეალიზაციო ფასებისა და რეალიზაციის პირობების თაობაზე ინფორმაციის განთავსებას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
მუხლი 5🔗. ფასდაკლების პირობები
1. საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით, საკოლექციო დანიშნულების ბანკნოტების/მონეტების რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ფასდაკლებით ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.
2. საკოლექციო ბანკნოტების/მონეტების რეალიზაციისას:
ა) 20-დან 100 ცალამდე – მთლიანი სარეალიზაციო ფასის 3 %;
ბ) 100-დან 250 ცალამდე – მთლიანი სარეალიზაციო ფასის 5%;
გ) 250-დან 500 ცალამდე – მთლიანი სარეალიზაციო ფასის 7 %;
დ) 500-ცალის და მეტი ოდენობით – გაყიდვის მთლიანი თანხის 9%.
3. ფასდაკლებები არ ვრცელდება საინვესტიციო დანიშნულების ოქროს მონეტებზე და მიმოქცევის ბანკნოტებზე/მონეტებზე.