"სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 21.01.2011
ძალის დაკარგვა 15.04.2014
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016023
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 010211, 01/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
"სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
h1 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-weight:bold;}
p.MsoSubtitle, li.MsoSubtitle, div.MsoSubtitle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; }
span.Heading1Char { font-weight:bold;}
span.TitleChar { font-weight:bold;}
span.SubtitleChar { }
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.a, li.a, div.a { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:40.15pt 46.3pt .75in .5in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2011 წლის 21 იანვარი
ქ.
სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს სენაკის
მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 მარტის №7/6 დადგენილება.
3. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ” დადგენილი წესით,
გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე
ბ. ნარმანია
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. სენაკის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური
1. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთ
მშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი
აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, ხოლო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები – საკრებულოს დადგენილებით.
4. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
5. სამსახურის ადგილსამყოფელია სენაკი, ჭავჭავაძის ქ. №103.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ინფრასტქრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილება;
ბ) ზედამხედველობის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს,
გამგებლის დავალებით,
ახორციელებს მისი მოადგილე ან ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებითა და შინაგანაწესით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის დაგეგმვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
გ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ზ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
თ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ი) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთ
მშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
კ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების შემუშავებას;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვას (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-
გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-
მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესებას;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლს;
ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისა და ავტოტრანსპორტის პარკირების დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათ შესრულებაზე კონტროლს;
ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებას;
პ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ცენტრალური, მუნიციპალური და სხვა პროგრამების შესრულებას;
ჟ) კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების, საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე;
რ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗. სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილების ფუნქციები
1. სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
გ) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანის, გადამუშავებისა და უტილიზაციის საკითხებზე;
დ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში;
ე) წინადადებების შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე;
ვ) წინადადებების,
დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ზ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებას;
თ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
ი) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; ავტომანქანების პარკირების ადგილების შერჩევისა და პარკირების წესების დადგენის ორგანიზებაы
;
კ) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
ლ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქЕ
მშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
მ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქЕ
მშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
ნ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
ო) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
პ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქЕ
მშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ჟ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
რ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
ს) მშენებლობის ნებართვების გაცემისა და დადგენილი წესის შესაბამისად მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლოატაციაში მიღების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების შემუშავებას;
ტ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗. სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე დასკვნის მომზადებას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელებას მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;
გ) დადგენილი წესით სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის შეჩერებას ან უნებართვო დემონტაჟს;
დ) დადგენილი წესით გადაწყვეტილების (დასკვნა) მიღებას კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელებას საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;
ვ) ზედამხედველობას და კონტროლს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქალაქო მეურნეობის კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციებისა და წესების შესრულებაზე;
ზ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ დოკუმენტაციის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების თაობაზე;
თ) ზედამხედველობას და კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას დადგენილი წესით, წინადადებების მომზადებას მათი საქმიანობის შეჩერების, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
კ) კონტროლს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენას;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვის პირობებისა და წყალსარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის წესების დარღვევის ფაქტის გამოვლენას;
ნ) კონტროლის განხორციელებას ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე;
ო) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. სამსახურის დებულება საკრებულოს წარედგინება გამგეობის მიერ, ხოლო მიიღება საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებითб
საკრებულოს მიერ დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
მუხლი 7🔗. სამსახურის რეორგანიზაცია
გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის განვითარების სამსახურის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემული ბრძანებების მიხედვით.