"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 18.01.2011
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 040110000.32.057.016022
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 280111, 28/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2011 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial Unicode MS","sans-serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.ListParagraph1, li.ListParagraph1, div.ListParagraph1 {mso-style-name:"List Paragraph1"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 42.55pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №1
2011 წლის 18 იანვარი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის საფუძველზე დამტკიცდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი“, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების (შემდგომში – აქციები და წილები) პრივატიზების ცალკეულ ფორმებს და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესსა და პირობებს.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). წილებისა და აქციების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოა სამინისტრო
3. აქციებისა და წილების პრივატიზება ხორციელდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად აუქციონისა ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით.
4. სამინისტროდან სხვა სუბიექტებისათვის აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება აუქციონის ფორმით ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის (შემდგომში – მთავრობის თავმჯდომარე) გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით.
5. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა სხვა სუბიექტებზე ასევე შეიძლება განხორციელდეს უსასყიდლოდ მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით.
6. სამინისტროს მართვაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზანია სააქციო საზოგადოების/შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული ამოცანების რეალიზაციის ხელშეწყობა, საწარმოში გარე კაპიტალის მოზიდვა და მართვის ეფექტურობის ამაღლება.
7. აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემას ახორციელებს სამინისტრო.
8. აქციებისა და წილების სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემისას, სხვა სუბიექტები არიან ნებისმიერი დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ხოლო აქციებისა და წილების უსასყიდლოდ მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პირდაპირი ფორმით გადაცემისას სხვა სუბიექტი არის ხელისუფლების ორგანო.
მუხლი 2🔗. აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმები
1. აქციებისა და წილების პრივატიზება ხორციელდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით.
2. აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით პრივატიზება ხორციელდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით დადგენილი წესით.
3. აქციებისა და წილების პირდაპირი და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
მუხლი 3🔗. აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის ორგანიზება და წესი
1. გადაწყვეტილებას აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე იღებს სამინისტრო.
2. სამინისტრო ინფორმაციას აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე აქვეყნებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
ბ) აუქციონზე გამოტანილი აქციების ან წილის ოდენობას, მის ნომინალურ ღირებულებას;
გ) აქციების, წილის საერთო ოდენობას, ნომინალური ღირებულების მითითებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილის ოდენობას სააქციო ან შეზრუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, საწარმოს კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებას;
დ) განაცხადების მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) სააუქციონო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობას.
4. საჭიროების შემთხვევაში სააუქციონო პირობად შეიძლება განისაზღვროს სხვა პირობებიც, მათ შორის, დივიდენდების განაწილების წესი.
5. აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას (კერძოდ, ინფორმაციის გამოქვეყნების, განაცხადების მიღების, აუქციონის ჩატარების, სააუქციონო ვაჭრობის) გამოიყენება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმები.
6. აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულ პირს ავლენს აქციების და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია (შემდგომში – კომისია), რომელიც იქმნება მინისტრის ბრძანების საფუძველზე. კომისიის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულთან მინისტრის ბრძანების საფუძველზე ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
მუხლი 4🔗. აქციებისა და წილების პირდაპირი და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის წესი
1. აქციებისა და წილების პირდაპირი და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
2. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე აქციებისა და წილების პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება, თუ:
ა) არსებობს საწარმოში ინვესტიციების განხორციელების პირობათა სიმრავლე;
ბ) დაინტერესებულ პირთა მიერ შემოთავაზებული პირობები ალტერნატიულია.
3. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე აქციებისა და წილების პირდაპირი ფორმით მართვის უფლებით გადაცემისათვის ამ მუხლით განსაზრვრული პროცედურები იწყება დაინტერესებული პირის მიერ ინტერესის გამოხატვით.
4. აქციებისა და წილების პირდაპირი, მათ შორის კონკურენტული შერჩევის წესით პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლების მიღების მსურველი განცხადებით მიმართავს სამინისტროს და წარუდგენს:
ა) განცხადებას;
ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს (იურიდიული პირის შემთხვევაში);
გ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს სამინისტროს მიერ (მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტები). დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნეს სამინისტროს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
5. აქციებისა და წილების პირდაპირი და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას გამოიყენება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მინისტრის ბრძანების შესაბამისი მუხლები.
მუხლი 5🔗. აქციებისა და წილების მართვის უფლებით პირდაპირი უსასყიდლოდ გადაცემის წესი და პირობები
1. სხვა სუბიექტებისათვის უსასყიდლოდ აქციებისა და წილების მართვის უფლებით პირდაპირი გადაცემა ხორციელდება მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით.
2. სხვა სუბიექტი (სახელმწიფო ორგანო) აქციებისა და წილების მართვის უფლებით უსასყიდლოდ პირდაპირი გადაცემის მიზნით მიმართავს სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ ამზადებს საკითხს, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება მთავრობის თავმჯდომარეს.
მუხლი 6🔗. ხელშეკრულების გაფორმების წესი
1. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ჩატარებული აუქციონის შედეგების დამტკიცების შემდეგ, ხოლო პირდაპირი და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე აქციების და წილების პირდაპირი ფორმით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე მთავრობის თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 1 თვის ვადაში სამინისტრო აუქციონში გამარჯვებულ მონაწილესთან ან მმართველ პირთან აფორმებს ხელშეკრულებას.
2. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს სააუქციონო ან მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შესაბამის პასუხისმგებლობას მათ შესრულებაზე და ამ დებულების მე-7 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს ოდენობას.
მუხლი 7🔗. აქციებისა და წილების მართვის უფლების მქონე პირის პასუხისმგებლობა
1. აქციებისა და წილის მართვის უფლების მქონე პირს მესაკუთრესთან – სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე უფლება არა აქვს გაასხვისოს ან უფლებრივად დატვირთოს აქციები ან წილი, ასევე მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოების ბალანსზე რიცხული ქონების განკარგვის ან უფლებრივად დატვირთვის თაობაზე. ამასთან, მართვის უფლების მიმღები პირი ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს საზოგადოების ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა.
2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში აქციების ან წილის მმართველი პირი იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) აქციების და წილების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის (ხელშეკრულების) პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს თითოეულ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს.
3. თუ მმართველი არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს სააუქციონო და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, სამინისტროს უფლება აქვს ხელშეკრულება მოშალოს ცალმხრივად, მმართველ პირს ჩამოართვას აქციებისა და წილის მართვის უფლება. წილები და აქციები უბრუნდება სამინისტროს.
მუხლი 8🔗. აქციების ან წილის მართვის უფლებით გადაცემისას წარმოშობილი დავების განხილვა
აქციების ან წილის მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან დაკავშირებით წარმოშობილ სადავო საკითხებს განიხილავს სასამართლო.