"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №6
2011 წლის 18 იანვარი
ქ. ბათუმი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად,
1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა’’ №72, 03.07.10, გვ.6–7) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებ ა და დამატებ ა:
ა) დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტ ი ს ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) განსაზღვრავს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების სტრუქტურას, ამტკიცებს მათ დებულებას, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, ითანხმებს ტერიტორიული ორგანოების ხარჯთა ნუსხას;“;
ბ) დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ,,ე1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე1) ითანხმებს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხას; ამტკიცებს მათ საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების უფროსის მოადგილეს საქვეუწყებო დაწესებულების უფროსის წარდგინებით;“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე