საგრანტო კონკურსის-"სახელწიფო გრანტი მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში საერთო კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებისა და შემდგომში ამ პროგრამების საქართველოში გადმოტანის მიზნით" დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.016191
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 270111, 27/01/2011
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.01.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საგრანტო კონკურსის-"სახელწიფო გრანტი მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში საერთო კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებისა და შემდგომში ამ პროგრამების საქართველოში გადმოტანის მიზნით" დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:70.9pt 65.2pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №30
2011 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
საგრანტო კონკურსის – ,,სახელმწიფო გრანტი მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში საერთო კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებისა და შემდგომში ამ პროგრამების საქართველოში გადმოტანის მიზნით’’ დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალურად ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,პ’’ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს ,,საგრანტო კონკურსის – ,,სახელმწიფო გრანტი მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში საერთო კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებისა და შემდგომში ამ პროგრამების საქართველოში გადმოტანის მიზნით’’ თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
საგრანტო კონკურსის – ,,სახელმწიფო გრანტი მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში საერთო კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებისა და შემდგომში ამ პროგრამების საქართველოში გადმოტანის მიზნით“ დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საგრანტო კონკურსის – „სახელმწიფო გრანტი მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში საერთო კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებისა და შემდგომში ამ პროგრამების საქართველოში გადმოტანის მიზნით“ (შემდგომში – კონკურსი) მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების სამეცნიერო ცენტრის შექმნას, უცხოეთის ქვეყნების მოწინავე კვლევითი ინსტიტუტების გამოცდილების საქართველოში დანერგვას, მეცნიერებაში ნიჭიერი ახალგაზრდების მოზიდვას და ამით საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებას, საქართველოს სამეცნიერო კადრების პროფესიულ განვითარებას, საქართველოს მკვლევართა ინტეგრაციას წარმატებულ და აქტუალურ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.
2. საგრანტო კონკურსი ღია და საჯარო გზით შეარჩევს და დააფინანსებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელი პარტნიორების თანამონაწილეობით სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამის ამოქმედებას უცხოურ კვლევით ცენტრში მომავალში მისი საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში გადმოტანის მიზნით.
3. ეს დებულება აწესრიგებს საგრანტო კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტის (შემდგომში – პროექტი) განხორციელების მონიტორინგის წესს.
მუხლი 2🔗. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება
1. გრანტის გაცემას ახორციელებს სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი).
2. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას;
გ) დასაფინანსებლად შერჩეული პროექტის გამოვლენასა და დამტკიცებას;
დ) გამარჯვებული პროექტის დაფინანსებასა და მისი განხორციელების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. მოთხოვნები პროექტის მიმართ
1. პროექტის შემოტანა საკონკურსოდ შეუძლია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას – უნივერსიტეტს (შემდგომში – უნივერსიტეტი).
2. ერთ უნივერსიტეტს შეუძლია არა უმეტეს ერთი პროექტის წარდგენა.
3. პროექტს ერთობლივად ამზადებს დაწესებულება და მისი პარტნიორი ორგანიზაცია – უცხოური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (შემდგომში – პარტნიორი).
4. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს პარტნიორის მხრიდან თანადაფინანსებას. პროექტის მოქმედების თითოეულ წელს პარტნიორისაგან მიღებული დაფინანსება არ უნდა იყოს იმავე წელს ფონდიდან მოთხოვნილ თანხაზე ნაკლები.
5. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს ოთხ წელს.
6. ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება ყოველწლიურად არ უნდა აჭარბებდეს 700 000 ლარს.
7. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ერთობლივი სამეცნიერო კვლევის განხორციელებას პარტნიორ ორგანიზაციაში და ამ კვლევაში ახალგაზრდა დოქტორის (პირი, რომელსაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხი) მონაწილეობის არსებობას.
8. პროექტი უნდა შეიცავდეს აუცილებელ საგანმანათლებლო კომპონენტს მასთან დაკავშირებული დოქტორანტურის პროგრამის/პროგრამების სახით. კერძოდ, დაგეგმილ კვლევაში უნდა მონაწილეობდეს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, დაწესებულებაში მოქმედი აკრედიტებული დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (შემდგომში – დოქტორანტი).
9. პროექტი შესაძლოა ითვალისწინებდეს უცხოური სამეცნიერო ფონდებიდან ან სხვა დონორი ორგანიზაციებიდან დამატებითი თანხის მოზიდვას კვლევების დასაფინანსებლად.
10. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს მისი დასრულების შემდეგ კვლევითი პროგრამის საქართველოში, კერძოდ, უნივერსიტეტში გაგრძელებას. სახელდობრ, პროექტში აღწერილი უნდა იყოს, თუ რა ვალდებულებას იღებს უნივერსიტეტი პროექტის დასრულების შემდეგ მასში დასაქმებული პერსონალისა და დოქტორანტების სამუშაო პირობებითა და კვლევისათვის საჭირო ინფრასტრუქტურით უზრუნველსაყოფად. აგრეთვე, უნივერსიტეტსა და პარტნიორს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე პროექტის ფარგლებში შეძენილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ხელსაწყო-დანადგარების, გამოთვლითი ტექნიკის და ა.შ. რა ნაწილის გადმოცემა იგეგმება ქართული მხარისათვის.
11. პროექტს უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც წარმართავს პროგრამას პროექტის განხორციელების პერიოდში და პროექტის დასრულების შემდეგ ხელმძღვანელობს საქართველოში კვლევითი პროგრამის გაგრძელებას იმ ვადით, რომელიც განსაზღვრულია პროექტში. სამეცნიერო ხელმძღვანელი პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე.
12. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში სამეცნიერო ხელმძღვანელი არის პარტნიორი ორგანიზაციის თანამშრომელი და შრომის ანაზღაურებას იღებს პარტნიორისაგან.
მუხლი 4🔗. პროექტის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭო
1. პროექტის ფარგლებში მიღწეულ სამეცნიერო შედეგებს პერიოდულად ამოწმებს პროექტის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭო, რომელსაც დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან აკომპლექტებს პარტნიორი, უნივერსიტეტი და ფონდი, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
2. სამეცნიერო მრჩეველთა საბჭო შეფასებისას ითვალისწინებს პროექტის ფარგლებში მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების რაოდენობასა და მათი ციტირების მაჩვენებელს, სხვა დონორებისაგან მოზიდული დაფინანსების მოცულობას, პროგრამაში მოზიდულ მეცნიერთა და მკვლევართა კვალიფიკაციას, სხვა წარმატებულ სამეცნიერო ჯგუფებთან თანამშრომლობას.
3. სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს დადებითი შეფასება განვლილი პერიოდის სამეცნიერო შედეგების შესახებ არის მომდევნო ტრანშის გადარიცხვის აუცილებელი პირობა.
4. სამეცნიერო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია, შეიმუშაოს რეკომენდაციები პროექტის მიმართ. ეს რეკომენდაციები შესაძლოა საფუძვლად დაედოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში პროექტის გეგმისა და ბიუჯეტის კორექტირებას.
მუხლი 5🔗. პროექტის ბიუჯეტი
1. საგრანტო განაცხადს თან უნდა ახლდეს ბიუჯეტის აღწერა, რომელიც შედგება ფონდისა და პარტნიორის მიერ გამოყოფილი დაფინანსებისაგან.
2. ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსება შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:
ა) პოსტ-დოქტორული სტიპენდია;
ბ) სტიპენდია დოქტორანტებისათვის;
გ) დამხმარე და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება;
დ) მივლინება;
ე) საქონელი და მომსახურება;
ვ) სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის, მათ შორის, კვლევისათვის საჭირო გამოთვლითი და სხვა ტექნიკის შესაძენი ხარჯები.
მუხლი 6🔗. კონკურსის ეტაპები
კონკურსის ძირითადი ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) პროექტების ფონდში წარდგენა;
გ) პროექტების საჯარო განხილვა სამეცნიერო საბჭოს წინაშე, გამარჯვებულის გამოვლენა და პროექტის დამტკიცება;
დ) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტში მონაწილე უნივერსიტეტის, პარტნიორისა და ფონდის თანამონაწილეობით.
მუხლი 7🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა
1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.
2. ფონდი უფლებამოსილია, კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
3. ფონდში საკონკურსოდ წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) უნივერსიტეტის ოფიციალური განაცხადი;
ბ) პარტნიორის ოფიციალური თანხმობა პროექტში მონაწილეობის შესახებ;
გ) კვლევითი პროგრამის შინაარსობრივი აღწერა;
დ) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის პროფესიული ბიოგრაფია (CV);
ე) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი.
მუხლი 8🔗. საგრანტო ხელშეკრულება
1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი აფორმებს საგრანტო ხელშეკრულებებს პროექტებში მონაწილე უნივერსიტეტსა და პარტნიორ ორგანიზაციასთან.
2. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს შეთანხმებას პროექტის ფარგლებში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების უფლების განაწილების შესახებ საქართველოსა და პარტნიორის ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არა უგვიანეს 30 დღით ადრე სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის ან პროექტის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლოა, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განხორციელდეს ცვლილება.
4. იმ შემთხვევაში, თუ ხარჯთაღრიცხვაში შესატანი ცვლილება შეეხება ფონდიდან დაფინანსებულ ხარჯვით კატეგორიებს და მოცულობით აღემატება 10 000 ლარს, ბიუჯეტის ცვლილება საჭიროებს ფონდის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებას.
მუხლი 9🔗. ანგარიშგება და პროექტის შესრულების მონიტორინგი
1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული საგრანტო პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
2. საანგარიშო პერიოდი განისაზღვრება ერთი წლით.
3. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
4. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს პროექტის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს მიერ პროექტით დაგეგმილი ამოცანების შესრულების შემოწმებას.
5. პროექტის შეჩერება ან/და შეწყვეტა ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ მის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში წარდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.