⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.12.2012)
გაუქმებულია:

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცვლელი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.01.2011
ძალის დაკარგვა 31.12.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.016192
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 270111, 27/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 756 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.01.2011 მიღება
31.12.2012 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცვლელი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 53.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №31 2011 წლის 21 იანვარი ქ. თბილისი მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ  უხლი 1. ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების თანდართული წესი.  მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ობიექტების მახასიათებლების/პარამეტრების განსაზღვრის შემდეგ. პრემიერ-მინისტრი                                                                                                           ნ. გილაური მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი     მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო 1. ეს წესი შემუშავებულია ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად და ადგენს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის წესს.  2. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრს აწარმოებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია (შემდგომში _ ინსპექცია), ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოები (შემდგომში _ შესაბამისი ორგანოები).  3. უწყებრივ რეესტრში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეგისტრაცია ხორციელდება მათი აღრიცხვისა და სისტემატიზაციის მიზნით.  4. რეგისტრაციას ექვემდებარება ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული ყველა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი.     მუხლი 2🔗. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების რეგისტრაცია 1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრი წარმოებს როგორც ჟურნალის სახით, ისე ელექტრონული ფორმით. 2. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის მფლობელი ან უფლებამოსილი პირი რეგისტრაციის მიზნით წერილობითი განცხადებით მიმართავს ინსპექციას ან შესაბამის ორგანოებს, რომელსაც თან უნდა დაურთოს ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია: ა) ობიექტის მფლობელი; ბ) ობიექტის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები; გ) ობიექტის ადგილმდებარეობა; ასევე, არსებობის შემთხვევაში, შემდეგი შინაარსის შემცველი დოკუმენტაცია: დ) ობიექტის მწარმოებელი/მშენებელი; ე) ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირება; ვ) ინფორმაცია ობიექტზე მომხდარი ავარიის შესახებ; ზ) ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად სანებართვო ობიექტის ნებართვის ნომერი ან შესაბამისი აქტის ნომერი.  3. განცხადების შეტანიდან 4 სამუშაო დღის ვადაში ინსპექცია ან შესაბამისი ორგანოები განიხილავენ განცხადებას და თუ დადგინდა, რომ ობიექტს ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად გააჩნია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული მახასიათებლები/პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც იგი მიეკუთვნება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს, ანიჭებენ სარეგისტრაციო ნომერს და შეაქვთ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში.     მუხლი 3🔗. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა 1. სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა სავალდებულოა, თუ შეიცვალა ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები. 2. მონაცემებში ცვლილებების დადგომიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ობიექტის მფლობელი ან უფლებამოსილი პირი წარადგენს შესაბამის განცხადებას ინსპექციაში ან შესაბამის ორგანოებში, სადაც მიუთითებს განხორციელებულ ცვლილებას და დაურთავს ცვლილების ამსახველ დოკუმენტაციას. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ცვლილებებისას ინსპექცია ან შესაბამისი ორგანოები 3 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებენ შესაბამისი ცვლილების შეტანას მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში. 4. ცვლილების შეტანის დროს ადრე რეგისტრირებული მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი არ იცვლება.     მუხლი 4🔗. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრიდან ამოღება 1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის ექსპლუატაციიდან გამოყვანისას ან როდესაც ობიექტს აღარ გააჩნია ის მახასიათებლები/პარამეტრები, რითაც იგი წარმოადგენს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს, ობიექტის მფლობელი ან უფლებამოსილი პირი წარადგენს შესაბამისი ინფორმაციის შემცველ დოკუმენტაციას ინსპექციაში ან შესაბამის ორგანოებში. 2. ინფორმაციის ინსპექციაში ან შესაბამის ორგანოებში წარდგენის შემდეგ ინსპექცია ან შესაბამისი ორგანოები 4 სამუშაო დღის ვადაში იღებენ გადაწყვეტილებას ობიექტის უწყებრივი რეესტრიდან ამოღების შესახებ. 3. ობიექტის უწყებრივი რეესტრიდან ამოღების შემთხვევაში სათანადო ჩანაწერი შეიტანება უწყებრივ რეესტრში.     მუხლი 5🔗. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის მონაცემები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში ობიექტის რეგისტრაციისათვის შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: ა) საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) რეგისტრაციის თარიღი; გ) ობიექტის მფლობელი; დ) ობიექტის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები; ე) ობიექტის ადგილმდებარეობა; ვ) ობიექტის მწარმოებელი/მშენებელი; ზ) ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირება; თ) ინფორმაცია ობიექტზე მომხდარი ავარიის შესახებ; ი) ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად სანებართვო ობიექტის ნებართვის ნომერი ან შესაბამისი აქტის ნომერი; კ) სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.