"სამელიორაციო მომსახურების სახეობების განსაზღვრის წესი"-ს დამტკიცების შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-9
სარეგისტრაციო კოდი
340170000.22.032.016008
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 280111, 28/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-9

2011 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„სამელიორაციო მომსახურების სახეობების განსაზღვრის წესი ს“დამტკიცების შესახებ

„ნიადაგის დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული სამელიორაციო მომსახურების სახეობების განსაზღვრის წესი.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი

სამელიორაციო მომსახურების სახეობების განსაზღვრის

წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს წესი განსაზღვრავს მიწების მელიორაციის სფეროში სამელიორაციო მომსახურების სახეობებსა და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, რომლის მიზანს წარმოადგენს მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების ხარისხის გაზრდა.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ა) მიწების მელიორაცია – ჰიდრომელიორაციული, კულტურ-ტექნიკური, რეკულტივაციის, ქიმიური, აგროტექნიკური, სატყეო-სამელიორაციო, ნიადაგდაცვითი და სხვა სახის კომპლექსური ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს მიწების მაღალეფექტიან სასოფლო-სამეურნეო გამოყენებას, ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური, ქიმიური, წყალ-ჰაეროვანი თვისებების გაუმჯობესებას, ნაყოფიერების ამაღლებას და მცენარეთა ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნას;

ბ) პირველადი წყალმოსარგებლე – პირი, რომელსაც სამელიორაციო ინფრასტრუქტურა გადაეცა განკერძოებულ სარგებლობაში და რომელიც უზრუნველყოფს მის ექსპლუატაციას;

გ) საირიგაციო მომსახურება – სარწყავი სისტემებით, თვითდენითი (გრავიტაციული) ან მექანიკური საშუალებებით (სატუმბი სადგური, ჭაბურღილი და სხვა) წყალაღება, ტრანსპორტირება და ფართობში განაწილება;

დ) სადრენაჟე მომსახურება – დამშრობი ქსელით ფართობებიდან ჭარბი წყლის მოცილება და ტრანსპორტირება თვითდენითი (გრავიტაციული) ან მექანიკური საშუალებებით (სატუმბი სადგური, ჭაბურღილი და სხვა) წყალჩაშვების წერტილამდე.

    მუხლი 3. სამელიორაციო მომსახურების სახეობები

მიწების მელიორაციის სფეროში სამელიორაციო მომსახურების სახეობებს განეკუთვნება: საირიგაციო და სადრენაჟო მომსახურება.

    მუხლი 4. მომსახურების მონაწილე მხარეები

ფიზიკურ და იურიდიული პირებს სამელიორაციო მომსახურებას უწევენ პირველადი წყალმოსარგებლეები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

    მუხლი 5. გარდამავალი დებულება

ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.